პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-30.01-03.02-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს.


გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.

ტენდენციის ზოგადი სურათის წარმოდგენისათვის გამოყენებულია მარტივი მცოცავი საშუალოები ძირითადად D1 გრაფიკზე, იშვიათად H4 და W1 გრაფიკებზე (გათვალისწინებულია ფასის მხოლოდ მათთან მიახლოება, გადაკვეთა, ასხლეტა):

  • Moving Average 200 – გრაფიკზე წითელი;
  • Moving Average 100 – გრაფიკზე ლურჯი;
  • Moving Average 42 – გრაფიკზე სტაფილოსფერი;
პროგნოზი EUR/USD – ტრენდული პრიორიტეტები

გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • MN:–;

გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • W1: დაღმავალი პინბარი (“ჯვარი”);

პროგნოზი EUR/USD

პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • D1: –;
პროგნოზი EUR/USD – MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია

(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის  და გრაფიკის მონაკვეთით)

  • H4: დაღმავალი დივერგენცია;

პროგნოზი EUR/USD

  • D1: დაღმავალი დივერგენცია;

პროგნოზი EUR/USD

  • W1:–;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ვულფის ტალღები:
  • H1: –;
  • H4:  –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკული ფიგურები
  • H1: –;
  • H4: –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ფუნდამენტალური ფაქტორები

მომავალი კვირის ფუნდამენტალურ მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლის შემდეგ > > >

პროგნოზი EUR/USD – Geoforex.info პრიორიტეტი
  • გასული კვირის სანთელი დაღმავალი პინბარია, ზოგიერთი კლასიფიკაციით “ჯვარი”, რომელიც დაღმავალ ტენდენციას გამოსახავს, თუმცა როგორც ბოლო რამდენიმე თვის EUR/USD გრაფიკული ანალიზიდან ჩანს, გრაფიკული მოდელები უფრო მარკეტმეიკერების სატყუარაა და სტოპების ჩამოყრას ემსახურება, ვიდრე რეალური ტენდენციის სურათს ასახავს. მიუხედავად ამისა კვირის სანთლის ამ ფორმაციის უგულვებელყოფა არ შეიძლება. თუნდაც იმიტომ, რომ H4 და D1 გრაფიკებზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული დაღმავალი დივერგენციებია;
  • ამასთან ერთად, H4 გრაფიკზე ფასი სიმყარეზე ამოწმებს მხარდაჭერის ზონას Moving Average 42. გასულ კვირას ფასმა მინიმუმ 7-ჯერ დაარტყა მას და აისხლიტა მისგან, თუმცა იმავე თაიმ-ფრეიმზე Moving Average 100 იზიდავს მას ნულოვან ფასურ დონესთან 1.0800;
  • ნუუ, მიზიდულობა, განზიდულობა და ჩიტების ჭიკჭიკი ჩემი საქმე არაა, ამიტომ გადავხედოთ D1 გრაფიკს, სადაც ოთხშაბათის სანთელი გადაფარა ხუთშაბათის სანთელმა და დღეს პოპულარული ტერმინის მქონე ფორმაცია – “ორდერ ბლოკი” შექმნა. ამ ფორმაციას ბაბუაჩემი ჭიჭიკოს ეპოქაში ჩვეულებრივად “შთანთქმა” ერქვა, თუმცა ეხლა ვაუ “ორდერ ბლოკი” დაარქვეს. სახელს მნიშვნელობა არ აქვს მთავარია ამ ვაუ ორდერ ბლოკმა თავისი საქმე გააკეთოს და ფული მოგვიტანოს. ჰოდა, ამ ორდერ ბლოკის ალგორითმით, რომელიც D1 Analytics სურათზე მონიშნული მაქვს ცისფერი ფონური მართკუთხედით ხოლო გარღვევის საზღვრები ლურჯი ჰორიზონტალური ხაზებით, ნიშნავს, რომ ფასის მიერ 1.0855 მხარდაჭერის ქვემოთ გარღვევით  პირველი მიზანია 1,0765, ხოლო მორე მიზანია 1,0482. ამ მონაკვეთს შორის ნულოვან ფასებზე 1,0700 (აქ მას დაამუხრუჭებს Moving Average 42) და 1,0600 ორდერს დავხურავ ნაწილ-ნაწილ და თან ძირითად ორდერს გადავიყვან უზარალობაში. სტოპ ლოსს დავაყენებ 1,0828 ფასის ზემოთ, ვინაიდან ამ ფასის ზემოთ ფორმაცია “შთანთქმა”, უი უკაცრავად ფორმაცია “ორდერ ბლოკი” ფუნქციას დაკარგავს. აღსანიშნავია, რომ “ორდერ ბლოკის” თავი მიბჯენილია დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 50%-ს რაც აგრეთვე მისი ზემოთ გარღვევისათვის გარკვეულ წინააღმდეგობებს ქმნის;
  • EUR/USD, ისევე როგორც ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი სავალუტო წყვილები (გარდა კროსკურსებისა), განსაკუთრებით ისინი, რომლებიც კოტირებულია აშშ დოლართან მგრძნობიარე, უკაცრავად აქაც უნდა დამეწერა მოდური სიტყვა, – სენსიტიური არიან ნულოვანი დონეების მიმართ, ამიტომ ნულოვან დონეებს ყოველთვის ვითვალისწინებ. ნულოვანი დონეები ნაციონალური ბანკების ერთგვარი ათვლის წერტილებია;
  • ფასის ზედა მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში ამჟამად გრაფიკზე ხილვადი მიზნებია ნულოვანი დონეები: 1,1000 (აქ მას დაამუხრუჭებს გრძელვადიანი დაღმავალი ნარინჯისფერი ფიბონაჩის 23%), 1,1100 (აქ მას დაამუხრუჭებს Moving Average 100) და თვის წინააღმდეგობის ზონა 1,1184 (აქ მას დაამუხრუჭებს Moving Average 200) ;
  • აღსანიშნავია, რომ თუ 2022 წლის სექტემბრიდან დღევანდლამდე აღმავალი მოძრაობა არის 2021 წლის იანვრის თვიდან გლობალური დაღმავალი ტენდენციის კორექცია, მაშინ ამ ზონაში სადაც ფასი ამჟამად იმყოფება, კორექცია შესაძლებელია დასრულებულად ჩავთვალოთ. მაშასადამე, ამჯერად ახალი ტენდენციის ჩამოყალიბების ნულოვან წერტილში ვდგავართ. ანუ ან ახალი გლობალური ტრენდი წარმოიშობა, ან კვლავ დაღმავალ გლობალურ ტრენდში ვართ;
  • და რაც მთავარია, პლანეტის საფინანსო ბაზრები 1 თებერვალს ელოდებიან აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის შესახებ განაცხადს, ხოლო 2 თებერვალს ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ განაცხადს.
  • და კიდევ ერთი: ამ კვირაში არ დაგვავიწყდეს ისეთი ფუნდამენტალური სიახლე რომელსაც ჯერ კიდევ ძველი, ბაბუაჩემის დროინდელი სახელი – ნონ ფარმი (Non Farm Payrolls) ჰქვია;

D1 Analytics (1)

პროგნოზი EUR/USD

D1 Analytics (2)

პროგნოზი EUR/USD

W1 Analytics

პროგნოზი EUR/USD

(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო, ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)

პროგნოზი EUR/USD – პოზიციები კვირის დახურვის ზემოთ
  • დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 50%;
  • ნულოვანი დონე 1.1000;
  • დაღმავალი ნარინჯისფერი ფიბონაჩის 23% + ნულოვანი დონე 1.1100;
  • წინააღმდეგობის ზონა 1,1184 + გრძელვადიანი აღმავალი მსხვილი წიტელი ფიბონაჩის 61% ;
პროგნოზი EUR/USD – პოზიციები დახურვის ქვემოთ
  • მხარდაჭერის დონე 1,0765;
  • ნულოვანი დონე 1.0700 + Moving Average 42;
  • ნულოვანი დონე 1.0600
  • მხარდაჭერის ზონა 1,0482;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკის ვიზუალიზაცია

H1 (1)

პროგნოზი EUR/USD

H1 (2)

პროგნოზი EUR/USD

H4 (1)

პროგნოზი EUR/USD

H4 (2)

პროგნოზი EUR/USD

D1

პროგნოზი EUR/USD

W1

პროგნოზი EUR/USD

MN

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზის შაბლონი

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-05.06-09.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის …