პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია შესაძლო: გრაფიკული მოდელები და სანთლური ფიგურები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.


ტრენდული პრიორიტეტები

გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • MN:–;

გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • W1: –;

პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • D1: ჯვარი;

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022 • GeoForex.info

MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია

(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის  და გრაფიკის მონაკვეთით)

  • H4: –;
  • D1: –;
  • W1:–;
  • MN: ორმაგი აღმავალი დივერგენცია;

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022 • GeoForex.info

ვულფის ტალღები:
  • H1: –;
  • H4:  –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
გრაფიკული ფიგურები
  • H1: თავი და მხრები;

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022 • GeoForex.info

  • H4: თავი და მხრები;

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022 • GeoForex.info

  • D1: ორმაგი ფსკერი;

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022 • GeoForex.info

  • W1: –;
  • MN: –;
ფუნდამენტალური ფაქტორები

მომავალი კვირის ფუნდამენტალურ მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლის შემდეგ > > >

Geoforex.info პრიორიტეტი
  • პარასკევის სანთელი აშკარად გამოხატული ტრენდული მიმართულების გაურკვევლობის სანთელია (“ჯვარი”). ფასი დგას ზედ ფასურ დონეზე 0.9960, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ხან წინააღმდეგობის დონედ, ხან კიდევ მხარდაჭერის დონედ გვევლინებოდა. ამჯერად კი ფაქტობრივად გაურკვეველია წინააღმდეგობა იგი თუ მხარდაჭერა, სწორედ აქედან გამომდინარეობს ბაზრის ტრენდული გაურკვევლობა;
  • H1 და H4 თაიმფრეიმებზე “თავი და მხრები” ჩამოყალიბდა, რომელიც დაღმასვლაზე, მინიმუმ კორექციულ დაღმასვლაზე მიგვითითებს და ფასს 0.9900 ნულოვან დონემდე ქვემოთ “ქაჩავს”.
  • საშუალოვადიანი ტენდენციის თვალსაზრისით D1 თაიმფრეიმზე “ორმაგი ფსკერი”-ს მსგავსი ფიგურაა ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა ვიზუალურად ზუსტად ორმაგი ფსკერი არ არის, მაგრამ როგორც ვიცით საფინანსო ბაზრებზე იდეალური ვიზუალიზაციის ფიგურები უიშვიათესი მოვლენაა. ფიგურის მიზნობრივი პოტენციალი ფასური დონე 1.0470, თუმცა ევროზონის ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით ეჭვი მეპარება, რომ საშუალოვადიან პერიოდში ფასმა ამ დონეს მიაღწიოს თუმცა 1,0300 ფასამდე ზრდას ნამდვილად არ გამოვრიცხავ აშშ ფედერალური სარაზერვო სისტემის მიერ ახალი საპროცენტო განაკვეთის ცვლილებამდე ანუ დეკემბრამდე;
  • ოთხშაბათის და ხუთშაბათის დღიურმა სანთლებმა კარგი სანთლური პატერნი Double High / Double Low წარმოქმნეს, რომლის სიკარგეს ამყარებს ამ სანთლების მოქცევა ერთგვარ მარწუხებში, საკმაოდ კარგად მომუშავე  წინააღმდეგობა/მხარდაჭერის დონეებს შორის: 1,0070 და 0,9960. ეს ნიშნავს, რომ ბაზრის ძირითადმა მოთამაშეებმა ფასი არ გაუშვეს 1,0070-ის ზემოთ, თუმცა არც 0,9960-ის ქვემოთ ჩამოუშვეს. ანუ ლიკვიდურობა ჯერ-ჯერობით ამ ზონაშია და მომავალ კვირას რომელი ტენდენციის (buy თუ sell) მოცულობებს გამოყრიან ბაზარზე, იმაზე იქნება დამოკიდებული ტენდენცია, ანუ ამჯერად ჯერ გაურკვეველი მოცულობები და გაურკვეველი ლიკვიდურობაა, რაც უფრო ამყარებს ზემოთ გამოთქმულ აზრს ტენდენციის გაურკვევლობის შესახებ;

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022 • GeoForex.info

ვინც აკვირდება ჩემს საიტს იცის ჩემი მოსაზრება ფუნდამენტალური და ტექნიკური ანალიზის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. არსებობს ძალიან ბევრი ტრეიდერების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტექნიკური ანალიზი ცალკეა, ხოლო ფუნდამენტალური ანალიზი ცალკე, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები.

არ არსებობს გრაფიკზე წარმოქმნილი სერიოზული რაიმე ტექნიკური ფიკურა, რომელიც არ ამუშავდეს ფუნდამენტალური ფაქტორით და პირიქით არ არსებობს არცერთი სერიოზული საშუალო ან გრძელვადიანი ფუნდამენტალური ფაქტორი რომელმაც არ წარმოქმნას რაიმე “გემრიელობა გრაფიკული ფიგურა”.

ასევე ვინც ჩემს საიტს ეცნობა, მან იცის რომ ინდიკატორების დიდად მოყვარული არ ვარ, მით უმეტეს “ფინტიკლუშკა” ინდიკატორებს დიდად არ ვცემ პატივს, თუმცა არსებობს კლასიკური, ტრადიციული, ფუნდამენტური ინდიკატორები, რომელთაც ძალიან მიყვარს. მათ შორის უპირველეს ყოვლისა არის – Moving Average, რომელიც ალბათ ყველაზე უძველესი ინდიკატორია და პრინციპში მასზეა და მის გამოთვლებზეა აგებულია ყველა დანარჩენი ინდიკატორი და რომელიც ფიბონაჩის ინდიკატორთან ერთად უცვლელ ფასეულობას წარმოადგენს საფინანსო ბაზრებისათვის.

ზემოთხსენებული აზრიდან გამომდინარე, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ანალიზის კიდევ ერთი შემადგენელი, რომელსაც არა სიზუსტისთვის და ბაზრე შესვლის ზუსტი წერტილების მოძიებისთვის, არამედ ზოგადი სურათის წარმოქმნისათვის ვიყენებ.

  • ფასური დიაპაზონი იმყოფება MA 100 (ლურჯი) და MA 42 (მწვანე) შორის. მიმაჩნია, რომ შესაბამისი ფუნდამენტალური ფაქტორების გათვალისწინებით ფასი დატესტავს  MA 42-ს. მისგან ასხლეტის შემდეგ შეეცდება MA 100-სთან მიახლოებას და მის კვლავ გარღვევას. ამავე ზონაში ფასი 0.9900, რომელიც მნიშვნელოვნ ტრიგერად მიმაჩნია და ფიბონაჩის გაფართოების ინსტრუმენტსაც თითქმის ამ დონემდე ჩავყავართ. მისი გარღვევის შემთხვევაში მეორე ფიბონაჩის გაფართოების ინსტრუმენტს კი ფასურ დონემდე 0,9800 ჩავყავართ;
  • 0.9942-დან დან 0.9898-მდე მიმაჩნია, რომ წარმოშობილია ლიკვიდურობის დეფიციტი გრაფიკზე აღნიშნული წითელი ჰორიზონტალური ხაზებით. თუ ამ აზრში მართალი ვარ, მაშინ ველოდები ფასის ამ ზონაში დაბრუნებას, ლიკვიდურობის აკრეფას და ასხლეტას ზედა მიმართულებით;

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022 • GeoForex.info

(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო, ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)

პოზიციები კვირის დახურვის ზემოთ
  • გრძელვადიანი აღმავალი მსხვილი წითელი ფიბონაჩის 76%  +  ფასური დონე 1.0070 (საყურადღებო წინააღმდეგობის ზონაა);
  • ფასური დონე 1.0160 + დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 61% + დაღმავალი ღია მწვანე არხი;
  • ნულოვანი დონე 1.0200 + გრძელვადიანი დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 23% + აღმავალი ყავისფერი არხის ზედა საზღვარი (მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ზონაა);
პოზიციები დახურვის ქვემოთ
  • აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 38% + მხარდაჭერის დონე 0.9860;
  • აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 50% + ნულოვანი დონე 0,9800 + აღმავალი ყავისფერი არხის ქვედა საზღვარი;
  • ნულოვანი დონე 0,9700;
  • აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 76% + მხარდაჭერის დონე 0.9660;
გრაფიკის ვიზუალიზაცია

H1 (1)

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022 • GeoForex.info
H1 (2)

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022 • GeoForex.info

H4

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022 • GeoForex.info
D1

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022 • GeoForex.info

W1

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022 • GeoForex.info
MN

პროგნოზი EUR/USD-31.10-04.11-2022 • GeoForex.info

პროგნოზის შაბლონი

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-05.06-09.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის …