პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია შესაძლო: გრაფიკული მოდელები და სანთლური ფიგურები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ვულფის ტალღა და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.
ტრენდული პრიორიტეტები:
გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:
- MN: პრიორიტეტი არ არის;
გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:
- W1: პრიორიტეტი არ არის;
პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:
- D1: პრიორიტეტი არ არის;
MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია:
(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის ფანჯარაში წითელი მონაკვეთით)
ვულფის ტალღები:
გრაფიკული ფიგურები:
- H1: –;
- H4: –;
- D1: –;
- W1: –;
- MN: –;
ფუნდამენტალური ფაქტორები:
ორშაბათი, 28 მარტი
- 15:30 – ინგლისის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პრესკონფერენცია;
სამშაბათი, 29 მარტი
- 18:00 – ვაკანსიები ამერიკის შეერთებული შტატების შრომის ბაზარზე
ოთხშაბათი, 30 მარტი
- 16:15 – ამერიკის შეერთებულ შტატებში არასასოფლო სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა (Nonfarm Payrolls);
- 16:30 – ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ – IV კვარტალი);
- 18:30 – ნედლი ნავთობის მარაგი ამერიკის შეერთებულ შტატებში;
Geoforex.info პრიორიტეტი:
პრიორიტეტების გარეშე. ვაჭრობა ამ სტრატეგიის სიგნალების მიხედვით.
კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.
ამ სიგნალების მიხედვით ვვაჭრობ თავად და საიტზე ვაქვეყნებ მხოლოდ დემონსტრაციის მიზნით.
კვირის დახურვის ზემოთ:
- ფასური დონე 1.1000 ჯერ-ჯერობით კომფორტულია ბაზრის მონაწილეებისათვის, ამიტომ მკვეთრი ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს;
- დაღმავალი მწვანე არხის ზედა საზღვრის გარღვევა + დაღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 38%-თან მისვლა + უკან დაბრუნება და იმავე დაღმავალი მწვანე არხის ზედა საზღვრის რეტესტის შემდეგ აღმასვლა ფასურ დონემდე 1.1100;
- დაღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 50% თამამი გარღვევა რეტესტით ფასური დონის რაიონში 1.1137-1.1140 გრძელვადიანი დაღმავალი მსხილი წითელი ფიბონაჩის 61% მოძრაობის მოლოდინს შექმნის. პრონციპში ამ არეში იმყოფება H4 თაიმ-ფრეიმზე ჩამოყალიბების პროცესში მყოფი დაღმავალი ვულფის ტალღის სვით-ზონაც;
კვირის დახურვის ქვემოთ:
- აღმავალი შავი არხის ქვედა საზღვრის გარღვევა + რეტესტი;
- აღმავალი შავი წყვეტილი ფიბონაჩის 61% ;
- აღმავალი შავი წყვეტილი ფიბონაჩის 76%;
H4
D1
W1
MN
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
გამარჯობათ ყოველკვირეულ პროგნოზს აღარ გამოაქვეყნებთ?
გამარჯობათ ბატონო ლევან მადლობა რომ განაახლეთ ყოველკვირეული პროგნოზები. სამწუხაროდ არ ხსნის და რისი ბრალი უნდა იყოს? ორგან გადმოვწერე და არცერთგან არ გახსნა
შეცდომა გამოვასწორე წესით უნდა გაიხსნას
როგორც ყოველთვის მართლდება შენი პროგნოზი ლევან. სანამ მანქანას არ ვიყიდი არ მოგეშვები. დღეს 44 პუნქტი ჯიბეში მაქვს უკვ. როგორ ფიქრობ კიდევ აიწევს ევრო?
44 პუნქტი კი არა, მინიმუმ 150 პუნქტი უნდა გქონდეს უკვე მაგ ჯიბეში 🙂
გამარჯობათ ბატონო ლევანი რესტესტი ალბათ მე ვერ დავინახე ან არ მოხდა მითითებულ ზონებშითუმცა როგორც წერდით ყველა ზონა გაიარა. შეგიძლიათ განმარტოთ სად უფრო სწორი ინებოდა ლოტის განთავსება? მადლობა წინასწარ
თქვენს მიერ გამოგზავნილ შაბლონში აბსოლუტურად სწორად არის განთავსებული პოზიციების გახსნის არეები. ნება მომეცით თქვენი შაბლონი გამოვიყენო მომავალი კვირის პროგნოზში მაგალითისთვის – თუ როგორ უნდა გახსნილიყო სწორი პოზიციები
რა თქმა უნდა ბატონო ლევან. იმასაც თუ გვაჩვენებთ სად იყი სორი პოზიციის გახსნა 150 პუნქტის ჯიბეში ჩასადებად კიდევ უკეთესი ))