Straight Through Processing

Straight Through Processing – STP

Straight Through Processing (STP) – სავაჭრო ოპერაციების განხორციელების სისტემა, რომლის დროსაც ოპერაციები ხორციელდება, პრაქტიკულად შუამავლის ჩარევის გარეშე.

ეს სისტემა შედის ე.წ. No Dealing Desk კატეგორიაში. ამ შემთხვევაში ბროკერი არ ერევა კლიენტის ოპერაციებში. იგი მხოლოდ გადასცემს ოპერაციის შინაარსს თავის – ფორექსის, ან სხვა საფინანსო ბაზრების კონტრაგენტს.

STP ოპერაციების განხორციელებისას, ბროკერების ძირითად პარტნიორებს წარმოადგენენ, საფინანსო ბაზრების აკრედიტებული, ერთი ან რამდენიმე მონაწილე. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს განხორციელებული ოპერაციების რეზულტატიურობის ზრდას.

ამ სტილით ვაჭრობა ხორციელდება სავალუტო ბიჟაზე პირდაპირი, უშუალო გასვლით. როგორც წესი საბროკერო კომპანიები ამ სისტემით მუშაობენ მხოლოდ მსხვილ კლიენტებთან.

Straight Through Processing სქემები

Straight Through Processing სისტემას გააჩნია სხვადასხვა სქემები, თუმცა მათი ნაირგვარობა არ ახდენს გავლენას კლიენტის მომსახურების ხარისხზე. ამ სისტემას იყენებენ სოლიდური ბროკერები.

Straight Through Processing უპირატესობები
  • ბროკერის მხრიდან გარიგებებზე კონტროლის არ არსებობა. ყველა ოპერაცია ხორციელდება უშუალოდ ბირჟაზე;
  • ორდერების განხორციელების მომენტალურობა – სისტემას გააჩნია კავშირის საკუთარი არხები;
  • ვაჭრობა მიმდინარეობს რეალური საბირჟო კურსით და ექვემდებარება სრულ კონტროლს;

STP სისტემით ვაჭრობის გადასახადის სამი სახეობა არსებობს: საკომისიო გადასახადი, მცურავი სპრედი და ფიქსირებული სპრედი. ყველაზე ხშირად გამოიყენება ფიქსირებული სპრედი, რომელიც განისაზღვრება პუნქტების რაოდენობით და დამოკიდებულია ამა თუ იმ სავალუტო წყვილზე.

საკომისიო გადასახადი კლიენტს ერიცხება ყოველ განხორციელებულ გარიგებაზე. ეს გადასახადი განკუთვნილია გარკვეული ტიპის ანგარიშებისათვის.

აღსანიშნავია რომ, დიდი მოცულობის დეპოზიტებისათვის საკომისიო გადასახადი წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს, რათა ასეთ ანგარიშებიდან არ განხორციელდეს ძალიან დიდი რაოდენობისა და მოცულობის, მცირე ბიჯის სკალპინგური გარიგებები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

მცოდნე და გამოცდილი ტრეიდერის ხელში ავტომატურ სავაჭრო პროგრამებს, ანუ მრჩეველს, იგივე ექსპერტს, ხშირ შემთხვევაში დადებითი …