ბირჟების სახეობები: საფონდო ბირჟა და მისი მონაწილეები

ბირჟების სახეობები: საფონდო ბირჟა და მისი მონაწილეები

არსებობს ბირჟების სახეობები: საფონდო ბირჟა და სასაქონლო ბირჟა, რომლებსაც განასხვავებენ მათზე განხორციელებული გარიგებების საგნით. თითოეულს გააჩნია საკუთარი სპეციფიკა და გარკვეული თვისებები. ამ სტატიაში განვიხილავთ საფონდო ბირჟას.

საფონდო ბირჟა გამოიყენება სხვადასხვა კერძო კომპანიების აქციებით და ობლიგაციებით, სახელმწიფო ვალდებულებებით, ვექსილებით (თამასუქი), ვალუტებით და ძვირფასი მეტალებით ვაჭრობისათვის. საფონდო ბირჟა არის შუამავალი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. იგი მუდმივად მონაწილეობს ვაჭრობაში და ფუნქციონირებს ვაჭრობის ორგანიზაციისათვის.

საფონდო ბირჟები მიეკუთნებიან დახურულ ბირჟებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მასზე ვაჭრობენ მხოლოდ ამ ბირჟების მონაწილეები. შესაბამისი ქვეყნების კანონმდებლობების მიხედვით, საფონდო ბირჟების მონაწილეები არიან ფასიანი ქაღალდების ბაზრის მხოლოდ პროფესიონალური წევრები. საფონდო ბირჟების მონაწილეების მიმართ არსებობს მოთხოვნები, როგორც ბირჟების, ასევე კანონმდებლობის მხრიდან. როგორც წესი, კანონმდებლობაში გაწერილია ზოგადი პრინციპები, ხოლო ბირჟების ნორმატიული დოკუმენტები უფრო დეტალიზირებულად აყალბებენ მათ და მონაწილეებს უყენებენ დამატებით მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების დარღვევისათვის დაწესებულია შესაბამისი საურავები (ჯარიმები) და მათი ამოღების პროცედურები. ხოლო ჰონორარი რომელსაც ოპერაციების განხორციელებისათვის იღებენ სფონდო ბირჟების მონაწილეები მხოლოდ მათივე (მონაწილეების) გადასაწყვეტია. ბირჟის ვალდებულებაა წესრიგის დამყარება, ვაჭრობაში დაშვების წესებზე ზედამხედველობა და თავად ვაჭრობის პროცესის ორგანიზება.

საფონდო ბირჟების მონაწილეებს გააჩნიათ შემდეგი სახის უფლებები:
  • დილერის ფუნქციის განხორციელება, საკუთარი სახსრებით და საკუთარი სახელით, ან კლიენტის სახელითა და მისივე სახსრებით ვაჭრობის პროცესში (ასრულებენ ბროკერის ფუნქციას);
  • საფონდო ბირჟის მართვაში, სხდომებში და საერთო შეკრებებში მონაწილეობა;
  • საფონდო ბირჟის მმართველობისა და კონტროლის ორგანოებში საარჩევნო პროცესში მონაწილეობა, აგრეთვე არჩევითი ორგანოების ნებისმიერ თანამდებობაზე არჩევის უფლება;

ამასთან ერთად, საფონდო ბირჟების მონაწილეები აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულები ვაჭრობის ჩატარების ადგილის, თარიღის და დროის შესახებ, ფასიანი ქაღალდების სიისა და მათი კოტირებების შესახებ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სავაჭრო პროცესში. საფონდო ბირჟებმა უნდა უზრუნველყონ სავაჭრო სესიების რეზულტატების საჯაროობა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …