სარჩევი
არსებობს ბირჟების შემდეგი სახეობები: საფონდო ბირჟა და სასაქონლო ბირჟა, რომლებსაც განასხვავებენ მათზე განხორციელებული გარიგებების საგნით. თითოეულს გააჩნია საკუთარი სპეციფიკა და გარკვეული თვისებები. ამ სტატიაში განვიხილავთ სასაქონლო ბირჟას.
სასაქონლო ბირჟა განკუთვნილია – სოფლის მეურნეობის პოდუქციით და ენერგომატარებლებით, ასევე სხვა ტიპის მასობრივი მოხმარების საქონლებით ვაჭრობისათვის. სასაქონლო ბირჟაზე ვაჭრობის საგნად გვევლინება საქონლის როგორც ფართო ასორტიმენტი, ან შესაძლებელია სპეციალიზირებული იყოს საქონლის ცალკეულ სახეობებზე, მაგალითად მხოლოდ ნავთობზე, ან ხორბალზე და ა.შ. სასაქონლო ბირჟებს უკავიათ განსაკუთრებული ადგილი საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში. მათი მეშვეობით ხდება საქონელზე საბაზრო ფასის წარმოქმნა.
დღეისათვის სასაქონლო ბირჟები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშიღა ფუნქციონირებს და მათი კაპიტალბრუნვა საკმაოდ დაბალია. როგორც წესი ისინი გვევლინებიან, ადგილობრივი წარმოების და მნიშვნელობის პროდუქციის საბითუმო ვაჭრობის ერთ-ერთ საშუალებად, რომელთათვისაც დამახასიათებელია წარმოების, გასაღების და მოხმარების დაბალი კონცენტრაცია. ყველაზე დიდი სასაქონლო ბირჟები ფუნქციონირებენ მალაიზიაში, ინდოეთში და ინდონეზიაში.
სასაქონლო ბირჟა – ფუნქციონირება
სასაქონლო ბირჟების უმრავლესობა ფუნქციონირებს უწყვეტი აუქციონის პრინციპით, რომელიც მიმდინარეობს მთლიანი სამუშაო დღის განმავლობაში. ამ პერიოდში გამყიდველები აყენებენ წინადადებებს, ხოლო მყიდველები აყენებენ მოთხოვნებს. გარიგებები ხორციელდება მაშინ, როდესაც მყიდველის და გამყიდველის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
შესაბამის საქონელზე გადასახადი თანხა გადაიხდება მათი მიწოდებისთანავე. მაგრამ უკვე ხშირია ისეთი გარიგებები, როდესაც ბირჟებზე ხორციელდება გარიგებები მიწოდების გადადებული პირობების მიხედვით, როდესაც საქონელი შეისყიდება იმ ფასით, რომელიც დაფიქსირებულია გარიგების დადების მომენტში, ხოლო მიწოდება ხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს არის ფიუჩერსებით ვაჭრობა. თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც საბაზრო ურთიერთობები ვითარდება სწრაფი ტემპებით, სასაქონლო ბირჟებმა მაინც არ დაკარგეს თავისი მნიშვნელობა, სასაქონლო ბირჟები ტრანსფორმირდნენ – საქონელზე უფლების ბაზრად.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით