დეფოლტი და ინფლაცია საფონდო ბაზარზე

დეფოლტი და ინფლაცია საფონდო ბაზარზე

დეფოლტი და ინფლაცია საფონდო ბაზარზე ყველაზე გავრცელებული რისკებია, რომლებიც თან ახლავს აქციებში ინვესტირებას.

პირველი რისკი არის დეფოლტი. უმრავლეს შემთხვევებში კომპანიების დეფოლტი. მაგრამ გვხვდება აქციების ფასების დაცემაც. სხვადასხვა ქვეყნების საფონდო ბირჟების საფონდო ინდექსების გრაფიკებზე დაკვირვებისას, რომლებიც თავის მხრივ გვიჩვენებს საერთო ეკონომიკური მდგომარეობის ერთგვარ “ტემპერატურას” (აქციების ფასებს – საშუალოდ) , შეგვიძლია დავინახოთ, რომ უმრავლესი წამყვანი საფონდო ინდექსები 2005 წლიდან 2008 წლამდე მზარდი ტენდენციისაა. ამრიგად აქციები რომ გვეყიდა 2005 წლის, მაგალითად აპრილის თვეში და გაგვეყიდა 2008 წლის ივნისის თვეში მივიღებდით კოლოსალურ მოგებას. ხოლო, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ყველა საბირჟო ინდექსი დააგდო. 2010 წლიდან ისევ დაიწყო ინდექსების ზრდა, რომელიც მეტნაკლები წარმატებით 2014 წლამდე მიმდინარეობდა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ახალი ტალღის გამო ინდექსები ისევ იწყებენ ვარდნას, მაგრამ ვერავინ ვერ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ეს ვარდნა გაგრძელდება, ან ისევ ზრდას განაგრძობენ. მაშასადამე, ჩვენ მარტივად შევეხეთ საფონდო ბაზრის ძირითად რისფაქტორს.

ზემოთხსენებულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხანგრძლივ ვადიანი ინვესტირების დროს, აქციების ფასების ვარდნასთან დაკავშირებული რისკები მნიშვნელოვნად მცირდება, მაგრამ ბოლომდე არ არის ნიველირებული. ანუ დეფოლტი ზომიერი ხარისხის რისკფაქტორს წარმოადგენს ინვესტიციებისათვის, ვინაიდან თავად დეფოლტი ძალიან იშვიათი მოვლენაა.

ინვესტორის მიზანია საკუთარი კაპიტალის გაზრდა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკის ან ეკონომიკის ცალკეული დარგის ზრდასთან, სადაც/რომელშიც მან განახორციელა ინვესტიცია. მზარდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყნების კომპანიების აქციებში ინვესტირება გრძელვადიანი პერიოდის თვალსაზრისით საკმაოდ მომგებიანი საქმეა.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ინვესტორის შემოსავლისათვის ინფლიაცია არავითარ რისკს პრაქტიკულად არ წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ საბანკო დეპოზიტებისა და ობლიგაციებისაგან განსხვავებით, ინფლაცია ჩადებულია თავად აქციის ღირებულებაში. ეს ხდება შემდეგი მიზეზის გამო: ინფლაციის პროცესში იზრდება პროდუქციის ფასი, ხოლო კომპანია, რომელიც აწარმოებს ამ პროდუქციას იღებს უფრო მეტ შემოსავალს. ვინაიდან კომპანია იღებს უფრო მეტ ფულს, ამიტომაც აქციის ფასიც იზრდება. ამრიგად თუ გადავწყვეტთ აქციებში ინვესტირებას, მაშინ უნდა დავივიწყოთ ისეთი რისკფაქტორი, როგორიცაა ინფლაცია. არ აქვს მნიშვნელობა როგორ შეიცვლება პროდუქციის ფასი, არ აქვს მნიშვნელობა ინფლაციას, იგი უნდა დავივიწყოთ და ძირითადი ყურადღება უნდა მივმართოთ თავად ინვესტირების პროცესზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …