ფინანსური დერივატივი და სასაქონლო დერივატივი

ფინანსური დერივატივი და სასაქონლო დერივატივი

ფინანსური დერივატივი (წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი) დაფუძნებულია სხვა ფინანსურ აქტივზე. დერივტივის ღირებულება არის მის საფუძვლად მყოფი აქტივების წარმოებული ფასი.

საბაზო დერივატივი

საბაზო დერივატივი (საბაზო აქტივი) წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტისა არის: ობლიგაცია, ვალუტა, აქცია, საფონდო ინდექსი ან სხვა დერივატივი, მათ შორის ფასიანი ქაღალდების პორტფელი. ამ ინსტრუმენტების სხვა სახელწოდებაა – ფინანსური დერივატივები. გარდა ფინანსური დერივატივებისა არსებობობენ სასაქონლო დერივატივები, რომელთა საბაზო აქტივებად ითვლება რომელიმე საქონელი (ხორბალი, გაზი და ა.შ.).

დეტარივს გააჩნია რიგი მახასიათებლები:

  • ანგარიშსწორება მასზე ხდება მომავალში;
  • დერივატივის ფასი დამოკიდებულია საბაზო აქტივის ფასის რყევებზე;
  • სხვა ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, საწყის ეტაპზე დერივატივების ყიდვას შედარების ნაკლები ინვესტირება სჭირდება;

აღნიშნული მახასიათებლებიდან ძირითადს წარმოადგენს გადახდის და მიწოდების ფაქტიური განვადება/გადადება (ისეთი დერივატივებისათვის როგორებიცაა ფორვარდები, ოფციონები, სვოპები და ფიუჩერსები). დერივატივების სწორედ ასეთი მახასიათებლების გამო, ბირჟებზე ასეთი ფართო გამოყენება მოიპოვა ტერმინმა “სწრაფი ბაზარი”, როდესაც გარიგება იდება ეხლა, ხოლო აქტივის მიწოდება და ანგარიშსწორება მოხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ.

თავისი არსით დერივატივი არის ორ მხარეს შორის მოლაპარაკება ვალდებულების და/ან უფლების შესახებ აქტივი შეძენის თაობაზე მითითებულ დროს, წინასწარ შეთანხმებულ ფასად.

კერძო პირებისათვის უფრო ხელმისაწვდომია ისეთი წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები, როგორებიცაა ფიუჩერსები და ოფციონები, ამის წყალობით მათ მოიპოვეს დიდი პოპულარობა.

გარდა ამისა, არსებობენ სხვა სახის ფინანსური დერივატივებიც, ესენია:

  • სვოპი;
  • სვოპციონი;
  • საპროცენტო სვოპი (IRS);
  • სავალუტო სვოპი;
  • საკრედიტო წარმოებული;
  • ფორვარდი;
  • ვარანტი;
  • შეთანხმება სამომავლო საპროცენტო განაკვეთზე (FRA);

ვინაიდან ზემოთხსენებულის უმრავლესობა მხოლოდ ბირჟების პროფესიონალი მონაწილეებისათვის არის ხელმისაწვდომი, ამიტომ სწავლების კურსში განვიხილავთ მხოლოდ ოფციონებს და ფიუჩერსებს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …