ლურჯი ფიშკის სტატუსის მინიჭება

ლურჯი ფიშკის სტატუსის მინიჭება

ემიტენტისთვის ლურჯი ფერის მინიჭების კრიტერიუმები, როგორც წესი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. ლურჯ სტატუსს კომპანიას ანიჭებს მხოლოდ ბაზარი: საბირჟო მოედნების ოპერატორები აფორმირებენ ლურჯი ფიშკების სიას. ამ პროცესში აგრეთვე მონაწილეობენ მსოფლიო სარეიტინგო სააგენტოებიც.

არსებობს შერჩევის მრავალი კრიტერიუმი. მათ შორის: ბრუნვაში მყოფი აქციების რაოდენობა (free float), კომპანიის ფინანსური/საანგარიშო დოკუმენტაციის გამჭირვალობა, ზრდის ტემპი, დივიდენდების გადახდის სტაბილურობა, რეგულირებად ბაზარზე აქციების ვაჭრობის თავისუფლება (კომპანიების აქციები რომელთა გააჩნიათ ღია სააქციო საზოგადოების სტატუსი), შემოსავლიანობა, განხორციელებული საქმიანობისათვის შესაბამისი ნებართვის ლიცენზიის არსებობა (მინერალების მოპოვება, ნავთობის გადამუშავება და ა.შ.), წმინდა აქტივების მოცულობა, სავაჭრო ბრუნვა, სამუშაო ადგილების არსებობა, ინვესტორების დაინტერესებულობა და მრავალი სხვა კრიტერიუმი. ლურჯი ემიტენტების ბაზარზე გამორჩეული ადგილი დაკავშირებულია მათ მიმართ ჩატარებულ უდიდესი კომპლექსურ ანალიზთან.

ლურჯი ფიშკების საბაზრო ღირებულება არის საბირჟო ინდექსების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. საბირჟო ინდექსების ლისტინგში შედიან ლურჯი ფიშკები და ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები. არსებობენ ინდექსები, რომლებიც გვიჩვენებენ ლურჯი ფიშკების დინამიკას. აქვე ავღნიშნავ, რომ ასევე არსებობენ მეორე ეშელონის აქციების ფასების რყევების მაჩვენებელი ინდექსებიც.

საფონდო ბაზარზე ყოველთვის არსებობს უდიდესი კონკურენცია ლურჯ ფიშკებს, იგივე პირველი ეშელონის არალურჯ ემიტენტებსა და მეორე ეშელონის აქციებს შორის. სწორედ ეს კონკურენცია არის საბირჟო ვაჭრობის მიმზიდველობის მთავარი ფაქტორი. არავინ იცის, რომელი ემიტენტი გახდება ლურჯი, და რომელი ლურჯი გადაინაცვლებს მეორე ეშელონში. სპეციალიზებული მედია საშუალებები ყურადღებით აკვირდებიან ამ განუწყვეტელ ბრძოლას, რითაც ტრეიდერებს გვეხმარებიან საფონდო ბაზრის პულსზე მუდმივად გვეჭიროს ხელი, რათა დროულად გავარკვიოთ, თუ რომელ კომპანიას აქვს საბირჟო ოლიმპზე ასვლის შანსი და რომელი კომპანია ოლიმპიდან გადაინაცვებს სანაგვე ურნაში.

რა თქმა უნდა პირველ ეშელონში ყოფნა კარგია, მაგრამ ლურჯ ფიშკად გადაქცევა – უფრო უკეთესი. ამ აქციებზე ვაჭრობაც გაცილებით მომგებიანია. მიუხედავად ამისა, ცალსახად ვერავინ იტყვის, რომ მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება წამგებიანი საქმეა, თუმცა რისკ-ფაქტორი გაცილებით დიდია. მაგრამ სპეციალისტები მაინც თანხმდებიან ერთ საკითხზე: მზარდი ეკონომიკების მეორე ეშელონის აქციებს ეკუთვნის მომავალი.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …