სტოპ განაცხადების მაგალითები

სტოპ განაცხადების მაგალითები

მაგალითად, უკვე ვიყიდეთ რამდენიმე აქცია და გახსნილი გვაქვს რამდენიმე განაცხადი ისევ ყიდვაზე.

იმისთვის, რომ გავყიდოთ აქციები და მივიღოთ მოგება ველოდებით სანამ აქციებზე ფასი გაიზრდება. ზარალის შეზღუდვისათვის ვაყენებთ გაყიდვის სტოპ განაცხადს – Stop Loss. ასეთი განაცხადი ავტომატურად იხურება, როდესაც ფასი დაიწევს მითითებულ დონემდე, და ეს დავალება არ განსხვავდება ჩვეულებრივი ლიმიტირებული განაცხადისგან. სტოპ განაცხადის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ერთი დავალების ფარგლებში დავაყენოთ მეორე დავალებაც. ამ გზით ვზღუდავთ შესაძლო ზარალს და ვაფიქსირებთ ფასს, რომლითაც განაცხადი უნდა დაიხუოს მოგებით. ასეთ სტოპ განაცხადს ეწოდება Take Profit. როდესაც ერთ-ერთი ბრძანება ამუშავდება, მეორე ავტომატურად გაუქმდება.

განვიხილოთ მაგალითი: დავუშვათ გვაქვს აქციები, რომლებიც ვიყიდეთ 300 აშშ დოლარად და გვსურს მათი გაყიდვა 330 აშშ დოლარად. ამავე დროს გვსურს შევზღუდოთ შესაძლო ზარალი და თანახმა ვართ დავხუროთ პოზიცია 270 აშშ დოლარის დონეზე – ზარალით. იმისათვის რომ ესე მოხდეს, შეგვიძლია განვათავსოთ სტოპ განაცხადი, სადაც პირველ ნაწილში მივუთითებთ შესრულების ფასს – 270 აშშ დოლარზე (კოტირებების კლების შემთხვევში), ხოლო მეორე ნაწილში მივუთითებთ 330 აშშ დოლარს (ის დონე რა ფასადაც გვსურს აქციების გაყიდვა). როდესაც ამ ორი პირობიდან ერთ-ერთი შესრულდება, მეორე პირობა ავტომატურად გაუქმდება. ამაში მდგომარეობს სტოპ განაცხადების მთელი არსი.

შესაბამისად, მაშინაც კი თუ ჩვენ არ ვადევნებთ თვალს პოზიციას და კოტირებებს, ფასის ზრდის შემთხვევში მოგება მაინც დაფიქსირდება საჭირო ნიშნულზე სტოპ განაცხადის ხარჯზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალი შეიზღუდება მითითებული ფასით/დონით. ასევე ყენდება სტოპ განაცხადები ყიდვის შემთხვევაშიც. იგი ამუშავდება მაშინ, როდესაც აქტივის ფასი მიაღწევს განაცხადში მითითებულ სტოპ ფასს.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი განაცხადის ტიპი, რომელსაც ეწოდება – Trailing Stop (მცოცავი სტოპი). იგი მუშაობს შემდეგნაირად: ტრეიდერი ათავსებს განაცხადს, რომელშიც ზარალი განსაზღვრულია Stop Loss ბრძანებით. სტოპ ლოსის დონე იმოძრავებს აქციების კოტირებების ზრდასთან ერთად – თანხვედრილი მიმართულებით. ბიჯის სიდიდე მითითებული უნდა იყოს ამავე განაცხადში. იგი შესაძლებელია გამოისახებოდეს როგორც ფულად ერთეულში, ასევე ინსტრუმენტის მთლიანი ღირებულების გარკვეულ პროცენტში. მაგრამ თუ აქციის ფასი მიატოვებს ზრდას და დაიწყებს კლებას, მაშინ Stop Loss დონე დაფიქსირდება და მისი მოძრაობა გაჩერდება.

მაგალითად: ნაყიდი გვაქვს აქციები 300 აშშ დოლარად (1 ლოტი). გვსურს შევზღუდოთ ზარალი/წაგება და იგი უნდა განვათავსოთ 20 აშშ დოლარით ქვემოთ. ამრიგად, თუ აქციის ფასი დაეცემა და მიაღწევს 280 აშშ დოლარს, მაშინ პოზიცია დაიხურება. თუ აქციების ფასი დაიწყებს ზრდას და გახდება 302 აშშ დოლარი, მაშინ სტოპ განაცხადი აიწევს 2 აშშ დოლარით, ხოლო მიმდინარე განაცხადის ფასსა და სტოპ განაცხადის ფასებს შორის სხვაობა ისევ 20 აშშ დოლარი დარჩება. თუ ფასი მიაღწევს 340 აშშ დოლარს, მაშინ სტოპ განაცხადი დადგება 320 აშშ დოლარის დონეზე, როგორც ვხედავთ სხვაობა ისევ 20 აშშ დოლარი დარჩება.

სტოპ განაცხადს აქვს მოძრაობის მხოლოდ ერთი მიმართულება – ფინანსური რეზულტატის გაუმჯობესების მიმართულებით. ფასთან ერთად მისი ზრდის შემდეგ იგი არავითარ შემთხვევაში აღარ დაბრუნდება უკან. დავუბრუნდეთ მაგალითს: თუ ფასმა აიწია 350 აშშ დოლარამდე, ხოლო ერთდროულად სტოპ განაცხადმა მიაღწია 330 აშშ დოლარს, და აქციების ფასმა დაიწყო კლება და დაუბრუნდა საწყის ნიშნულს – 300 აშშ დოლარს, მაშინ ჩვენი პოზიცია დაიხურება არა 300 აშშ დოლარზე, არამედ 330 აშშ დოლარზე და მოგება 30 აშშ დოლარი იქნება.

სხვადასხვა პროგრამულ პლატფორმაზე განაცხადების განთავსებას გააჩნია ამ პროგრამისათვის დამახასიათებელი ფორმა, მაგრამ განაცხადების განთავსების ტექნოლოგიური არსი არ იცვლება. როგორც წესი პროგრამებში არის ინსტრუქცია, სადაც აღწერილია განაცხადების შევსების წესები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.