ვინც არ რისკავს, ის... არ სვამს შამპანურს

ვინც არ რისკავს ის არ სვამს შამპანურს

ცნობილი გამოთქმაა – ვინც არ რისკავს ის არ სვამს შამპანურს. განვიხილოთ პრობლემის არსი: როგორ მივუდგეთ გონივრულად რისკებს.

დავფიქრდეთ, რატომ არის რიგითი თანამშრომლის შემოსავალი უფრო ნაკლები, ვიდრე მისი მენეჯერის, ამ მენეჯერის შემოსავალი უფრო ნაკლები, ვიდრე ტოპ მენეჯერის და ასე ვერტიკალით ზემოთ. რატომ არის ასეთი უთანასწორობა. პასუხი ერთია: რაც უფრო მეტია პასუხისმგებლობა, რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება (რეალურად და არა ზოგად ქართულად) შეუძლია ადამიანს მით უფრო მეტს რისკავს იგი და მით უფრო მეტი შემოსავლის მიღება შეუძლია მას. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ყოველთვის ყველგან და ყველა სფეროში, ნებისმიერ პირობებში. გარისკა ადამიანმა 90-იან წლებში, ან ახლახანს გახსნა მაღაზია, გახსნა ბანკი, გახსნა მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა და ზოგი მათგანი გადაყვა ამ რისკს, ხოლო ზოგი მათგანი გახდა მილიონერი. გარისკა ადამიანმა, ფსონი დადო პოლიტიკურ გაერთიანებაზე, ირბინა მიტინგებზე, მოვიდა ხელისუფლებაში, გახდა დეპუტატი და მიიღო ფინანსური ნაკადების მართვის ბერკეტები – შესაბამისად გახდა მილიონერი, მაგრამ ზოგიერთმა არასწორ პოლიტგაერთიანებაზე დადო ფსონი და დღესაც ვირტუალური ისტორიული ძეგლების დასაცავ მიტინგებზე მშიერი დადის. დამეთანხმეთ, ეს არის ცხოვრების კანონზომიერება.

ფინანსური კეთილდღეობის მიღების საკვანძო ფაქტორს წარმადგენს: ცოდნა, რისკი, პასუხისმგებლობა. ხშირად გვესმის შეშინებული აზრები – აქციების, საფონდო ბირჟების, ფორექსის და საერთოდ ინვესტირების შესახებ. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ეს არის რისკი, რისკი საკუთარი ცხოვრების, აზროვნების და შეხედულებების ცვლილების რისკი. იმის აუცილებლობის რისკი, რომ საჭირო გახდება ახლებური გადაწყვეტილებების მიღება. ხოლო ამ გადაწყვეტილებების მიღების სიხშირე საკმაოდ დიდი იქნება. ასე რომ, არ არსებობს რისკი იმაში რომ თბილად იჯდე, თბილ ჩუსტებში კომპიუტერთან და პოსტო ფეისბუკზე და არსებობს დიდი რისკი გახვიდე საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე და რადიკალურად შცვალო საკუთარი ცხოვრების წესი უკეთესობის, ან უარესობისაკენ. არჩევანი თითოეულ ჩვენთაგანზეა.

ჩემი თაობის ხალხისთვის ცნობილია კარლ მარქსი და მისი ფრაზა: “ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას”. და ეს ფრაზა ნამდვილად გენიალურია. ყველაფერს რაც ჩვენს ირგვლივაა – განაპირობებს ჩვენივე ცნობიერება, მსოფლმხედველობა, განწყობა და სურვილი. როდესაც ცხოვრება ერთფეროვანია, მაშინ აზროვნება/ცნობიერებაც არ იტვირთება იდეების გენერაციით.

საფონდო ბირჟაზე მუშაობა რისკია, მაგრამ ასეთივე რისკები ყოველ ნაბიჯზეა. ავტომობილით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა, თუნდაც ეზოში ჩვეულებრივი სეირნობაც რისკია და მრავალ ხიფათს შეიცავს. ყოველწუთიერად ჩვენ თავს ვიმეტებთ მომაკვდინებელი ხიფათებისათვის. ალბათ უმჯობესია სახლში ჯდომა ან სადმე მთაში ან ტყეში გახიზვნა, სადაც უფრო დაცულები ვიქნებით ხიფათისაგან (თუმცა იქაც ვერ ვიქნებით ბოლომდე დაცულები, ბოლოს და ბოლოს წნევა აგვიწევს და ცუდად გავხდებით). და რატომ არ იხიზნება ადამიანების უმრავლესობა, ხიფათის თავიდან ასაცილებლად უკაცრიელ ადგილებში? იმიტომ რომ უმრავლესობას გაგვაჩნია გამოცდილება და გაგება/შეგრძნება.

საფონდო ბაზრის გაგების/შეგრძნების და გამოცდილების შეძენასთან ერთად, იგი უფრო სახიფათო არ ხდება, ვიდრე ის საავტომობილო გზა, რომლითაც დავდივართ ყოველდღიურად. წარმატებული საქმიანობისათვის საჭიროა რისკების შეგრძნება და მათი კონტროლირება. ასეთ ვითარებაში რისკები აღარ შეგვაშინებს და დავინახავთ ფინანსური წარმატებების მიღწევის რეალურ გზებს.

ვიღაც იტყვის, რომ ვსაუბრობ ბანალურ, ყველასთვის ცნობილ და ათასჯერ დაღეჭილ თემაზე. და ელოდება როდის ჩამთავრდება ტექსტი და როდის დაიწყება რეალური რჩევები სავაჭრო პოზიციების გახსნის შესახებ. მაგრამ სანამ ეს დაიწყება, თითოეულმა უნდა გაიაზროს და აწონდაწონოს საფონდო ბირჟაზე მუშაობა-არმუშაობის გადაწყვეტილება. მიუდექით ამ საქმეს გააზრებულად, განეწყვეთ იმისთვის რომ მიიღოთ რეგულარული და საგრძნობი მოგება/შემოსავალი თუნდაც ერთი ან ორი წლის შემდეგ. ხშირად საფინანსო ბაზარზე ყველაფერი მთავრდება დაწყებისთანავე, პირველი პანიკისთანავე, პირველი წაგებისთანავე. სწორედ ამისათვისაა მნიშვნელოვანი, სწორი, ადეკვატური დამოკიდებულება საინვესტიციო საქმიანობისადმი, რომელიც, დარწმუნებული ვარ ფინანსურ წარმატებებს მოგიტანთ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …