კომპიუტერი ფორექსისთვის

კომპიუტერი ფორექსისთვის

კომპიუტერი ფორექსისთვის – ერთადერთი ინსტრუმენტია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ტრეიდინგი. ფორექსზე ვაჭრობა წარმოუდგენელია კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე. თუ წარსულში ტრეიდერისათვის საკმარისი იყო ტელეფონი და ვალუტების კოტირებების არხი, ამჟამად ვაჭრობა მთლიანად ეფუძნება პროგრამულ ტერმინალს, რომელიც დაინსტალირებული უნდა იყოს კომპიუტერში.

გარდა ამისა, არსებობს ავტომატური ვაჭრობისათვის განკუთვნილი მრავალი სახის ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც ტრეიდერების უმრავლესობისათვის წარმოუდგენელია ფორექსზე მუშაობა.

ფორექსზე ვაჭრობა შესაძლებელია, როგორც სტაციონარული კომპიუტერებისა და ლეპტოპების მეშვეობით, ასევე მობილური ტელეფონებით და პლანშეტებით.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის კომპიუტერული ტექნოლოგიები იმ დონეზეა განვითარებული, რომ აღარავის უკვირს ოთხი და მეტ ბირთვიანი პროცესორებიც კი, მაინც მინდა შევეხო ფორექსზე სამუშაოდ საჭირო კომპიუტერისათვის მინიმალური პარამეტრების თემას, რადგან ეს თემა დაიხურის ამ საიტზე.

კომპიუტერი ფორექსისთვის – მინიმალური პარამეტრები
  • პროცესორი – ერთბირთვიანი, 1,5 მეგაჰერცი სიხშირით;
  • ოპერატიული მეხსიერება – 512 მეგაბაიტი (ერთდროულად რამდენიმე სავაჭრო ტერმინალის ერთდროული მუშაობისათვის საჭიროა);
  • ვიდეო ბარათი – 256 მეგაბაიტი;
  • ქსელის ბარათი – ინტერნეტთან წვდომისათვის;
  • მონიტორი – რაც უფრო დიდი დიაგონალის მქონეა მით უკეთესია ვაჭრობისათვის;
  • წვდომა – სასურველია (ჩემი აზრით კი აუცილებელია) ტრეიდერის სამუშაო კომპიუტერთან სხვას არავის ჰქონდეს წვდომა;

მოგეხსენებათ, რომ ასეთი სახის კომპიუტერი 300 – 350 აშშ დოლარზე მეტი არ ღირს. ამას დაუმატეთ ჭკუა (შეუფასებელია) + ცოდნა (შეუფასებელია) + გამოცდილება (შეუფასებელია) + მინიმალური სადეპოზიტო თანხა (100 აშშ დოლარი) და მომგებიანი ბიზნესი გარანტირებულია.

აქვე დავამატებ, რომ მობილური ტელეფონითა და პლანშეტით ვაჭრობის მომხრე პირადად არ ვარ, ვინაიდან მათზე შესაბამისი ანალიზის ჩატარება შედარებით რთულია. თუმცა, როდესაც ზუსტად ვიცით ფასის ნიშნული, რომელზეც უნდა გავხსნათ, ან დავხუროთ ორდერი და სტაციონარული კომპიუტერთან არ ვართ და არც ლეპტოპი გვაქვს ხელთ, მაშინ გამოსავალი ერთია – გამოვიყენოთ მობილური ან პლანშეტი. ესეთი ხერხი, ისევ და ისევ ტრეიდერის გემოვნების საკითხია.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის გამოთვლა

სტოპ ლოსის გამოთვლა

სტოპ ლოსი წარმოადგენს რისკების მინიმიზაციის ყველაზე ქმედით ბერკეტს. მისი დაყენება არც თუ ისე მარტივი ამოცანაა …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.