ამოვიცნოთ ტრენდის შემობრუნება

ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა

ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა და ზოგადად ტრენდის მიმართულების დროული განსაზღვრა/ამოცნობა წარმოადგენს ფორექსზე წარმატებული ტრენდული ვაჭრობის საფუძველს.

ტრენდის მიმართულების მაჩვენებელი გამოიყენება ორდერების გახსნისა და დახურვისათვის. არსებობს რამდენიმე ტიპის სიმპტომი, რომლებიც გვაფრთხილებენ ფასის მიმართულების შესაძლო ცვლილების შესახებ. იმისათვის, რომ წინმსწრებად განვსაზღვროთ ეს უმნივნელოვანესი მომენტი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა მეთოდები.

როგორც წესი, ტრენდის შემობრუნება ხშირად მოულოდნელად ხდება, ამიტომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და შესაბამისად შესაძლო შედეგებისათვის.

საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ტრენდის შემობრუნება. სტატიაში განვიხილავთ პროგნოზირების ყველაზე ეფექტურ მეთოდებს, რომელთა საფუძველშიც დევს ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტები, გრაფიკული ფიგურები და ბაზარზე არსებული ვითარების ანალიზი.

ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა – ტექნიკური ინსტრუმენტები

ტექნიკური ინსტრუმენტების გამოყენების თვალსაზრისით, ყველაზე მარტივი პროგნოზირების საშუალებაა ტრენდის შემობრუნების სტანდარტული ინდიკატორების და არასტანდარტული ინდიკატორების გამოყენება. ამ პროგრამების ალგორითმში დევს, ბაზრის სიტუაციის განსაზღვრისა და ფასის მოძრაობის მრავალი სახის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები. ზოგიერთი მათგანი, სავალუტო წყვილის გრაფიკზე, შესაბამისი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ხმოვან სიგნალებსაც კი იძლევა, რაც ტრეიდერს გარკვეულწილად ხელს უწყობს მუშაობაში.

უფრო მეტი ეფექტურობისათვის რეკომენდებულია ინდიკატორების მიერ მოცემული სიგნალების ფილტრაცია, რისთვისაც გრაფიკზე უნდა დაყენდეს არა ერთი ინდიკატორი, არამედ რამდენიმე, რომლებიც გაფილტრავენ სავაჭრო სიგნალებს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მათი რაოდენობა, ჩემი ღრმა რწმენითა და გამოცდილებით, არ უნდა აღემატებოდეს სამ, მაქსიმუმ ოთხს, ვინაიდან გრაფიკზე დატანლი უფრო მეტი რაოდენობის ინდიკატორები ვიზუალური აღქმის თვალსაზრისით გადატვირთავენ მას, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით სიგნალების ფილტრაციის მაგივრად მივიღებთ ქაოსს.

ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა – ბაზრის სიტუაციური ანალიზი
არსებობს ბაზრის სიტუაციური მდგომარეობის რამდენიმე მაჩვენებელი, რომელიც ამა თუ იმ დოზით გვამცნობს მოახლოვებული შემობრუნების შესახებ:
  • ტრენდის ძალა – რაც უფრო ძლიერად მიმდინარეობს ტრენდი, მით უფრო ნაკლებია ტრენდის შემობრუნების პერსპექტივა უახლოეს პერიოდში და პირიქით. ტრენდის ძალის გამოვლენა შესაძლებელია ინდიკატორების მეშვეობითაც;
  • გაჯერებული ყიდვა და გაჯერებული გაყიდვა – ფასის შესვლა ამ ზონებიდან ერთ-ერთში, ასევე გვამცნობს უახლოეს პერსპექტივაში ტრენდის შემობრუნების შესაძლებლობაზე. გაჯერებული ყიდვის და გაჯერებული გაყიდვის გამოვლენა შესაძლებელია ტექნიკური ინდიკატორების მეშვეობით, რომელთა შორისაც მე გამოვყოფდი ოსცილატორებს Stochastic და RSI;
  • სავაჭრო გარიგებების მოცულობები – მოცულობები მიუთითებენ, ინვესტორებისათვის მიმდინარე ფასის ხელსაყრელობაზე – მოცემულ მომენტში. მოცულობების შემცირების შემთხვევაში არის ალბათობა იმისა, რომ ტრენდის მიმართულების ტენდენცია შეიცვლება. ამ პარამეტრის ანალიზისათვის ხშირად გამოიყენება მოცულობების ინდიკატორი;
ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა – გრაფიკული ფიგურების ანალიზი

ზოგიერთი ფიგურების გამოსახვა გრაფიკზე, ასევე მიუთითებს ტენდენციის შესაძლო ცვლილებაზე. მათი გამოვლენისათვის საჭიროა ვარჯიში და შესაბამისად დაგროვილი გამოცდილება.

ტრენდის შემობრუნების ძირითად ფიგურებად ითვლება: თავი და მხრები, შემობრუნებული თავი და მხრები, ორმაგი წმვერვალი, ორმაგი ფსკერი, სამმაგი მწვერვალი, სამმაგი ფსკერი, ალამი, სოლი და დროშა. ბოლო სამ ფიგურას გააჩნია ორმაგი დატვირთვა, ისინი შესაძლებელია როგორც ტრენდის შემობრუნებაზე, ასევე ტენდენციის გაგრძელებაზეც მიგვითითებდნენ.

ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა

ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა

ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა

ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა

ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა

ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა

ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა

ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა

გრაფიკული ფიგურების სწორი იდენტიფიკაცია მოგების ზრდისა და ზარალის შემცირების საშუალებას იძლევა. მათი მეშვეობით შესაძლებელია ბაზარზე შესვლის, ზუსტი წერტილების პოვნა და ბაზრიდან დროულად გამოსვლის არეების იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში ორდერები არა სტოპ ლოსით დაიხურება, არამედ ტრენდის შემობრუნების აღმოცენებისთანავე, რაც შესაბამისად ზრდის მოგებას და ამცირებს ზარალს.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს სმს სიგნალები დეპოზიტის გარეშე

SMS სიგნალები ფორექსზე (დეპოზიტის გარეშე)

SMS სიგნალების სისტემა არის მომსახურების სახეობა, რომლის გამოწერის შემდეგ ტრეიდერი იღებს შეტყობინებას, ამა თუ ინ …