სავალუტო წყვილების ზოგადი დახასიათება

სავალუტო წყვილების ზოგადი დახასიათება

როგორც ვიცით დედამიწაზე უამრავი ვალუტის (ფულის ერთეულის) სახეობა არსებობს. მათ შორის ზოგი კონვერტირებადია, ზოგი არა, მაგრამ კონვერტირების საკითხი სხვა თემაა და მას ამ საიტზე ალბათ არასოდეს განვიხილავ.

პლანეტა დედამიწაზე არ არსებობს უფრო ლიკვიდური ბაზარი ვიდრე ფორექსია. არა ოქრო, არა აქციები, არა ნავთობი და სხვა… მხოლოდ ვალუტა. ეს ის სავაჭრო ინსტრუმენტია, რომლის ყიდვა ან გაყიდვა შესაძლებელია დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი დროის მომენტში, სადაც ცოცხალი ორი ადამიანი მაინც არსებობს.

ფორექსზე ვაჭრობა ხორციელდება სავალუტო წყვილების მეშვეობით, ანუ ერთ ვალუტას ვყიდულობთ ან ვყიდით მეორე ვალუტის ფასად. ბაზარზე მონაწილეობენ იმ ქვეყნების ვალუტები, რომელთაც აქვთ ეკონომიკა, აქვთ ეკონომიკური სივრცე და ეკონომიკური რესურსები. საქართველო (ლარი) მათ შორის არ იგულისხმება, ვინაიდან ზემოთხსენებული არც ერთი კომპონენტი არ გააჩნია და არც ექნება მომავალში.

სავალუტო წყვილების სამი კატეგორია
  • მაჟორული სავალუტო წყვილები;
  • მინორული სავალუტო წყვილები;
  • ეგზოტიკური სავალუტო წყვილები;

ფორექსის სავალუტო წყვილების მაჟორული და მინორული მახასიათებლები განპირობებულია შემდეგი პარამეტრებით, რომელთა სიდიდე, ან სიმცირე განაპირობებს სავალუტო წყვილების მეტ ან ნაკლებ აგრესიულობას:

  • ლიკვიდურობა წყვილში მყოფი ვალუტების კონვერტირების, შესაბამისად ლიკვიდურობის დონე. მაგალითად უაგადუგუში ყველა იყიდის (გადაცვლის) აშშ დოლარს ან ევროს, მაგრამ პოლონური ზლოტის ყიდვისგან ყველა შეიკავებს თავს;
  • ტრადიციულობა ანუ სავალუტო წყვილებში შემავალი ვალუტები ტრადიციულად (ათწლეულების განმავლობაში) ინტენსიურად ურთიერთქნედებდნენ ერთმანეთთან, შესაბამისად ქვეყნების ეკონომიკებიც ათწლეულების განმავლობაში ინტენსიურად ურთიერთქმედებდნენ ერთმანეთთან;
  • ტრადიციული ადგილი ფორექსზე ანუ ზოგიერთი ვალუტა წლების განმავლობაში, თუ ფორექსის ბაზრის დასაბამიდან არა, მონაწილეობენ ფორექსის სავალუტო ბაზარზე;
  • საბირჟო ტრადიცია და კულტურაიმ ქვეყნების ვალუტებს, რომლებსაც საუკუნეებიის განმავლობაში ჩამოუყალიბდათ და გააჩნიათ სტაბილური და მზარდი საბირჟო კულტურა;
  • ეკონომიკის სიძლიერეანუ რაც უფრო ძლიერია ქვეყნის ეკონომიკა მით უფრო აგრესიულია მისი ვალუტა და შესაბამისად სავალუტო წყვილი;
  • ვოლატილობა აქვთ მაღალი ვოლატილობა, ანუ რხევის სიხშირე და ამპლიტუდა მაღალია დროის ყველა ინტერვალში;
  • ტრეიდერების გემოვნება ტრეიდერებს წლების მანძილზე ჩამოუყალიბდათ სპეციფიკური გემოვნება, მათ კარგად აქვთ შესწავლილი ამა თუ იმ სავალუტო წყვილების მახასიათებლები, ქცევა, ნორმები და ა.შ, ამიტომაც ანალიზისა და პრონოზირებისთვის უფრო მისაღებია მათთვის ესა თუ ის სავალუტო წყვილი. აქედან გამომდინარე, ტრეიდერების ინტერესი მათ მიმართ დიდია და ვაჭრობაც ამ წყვილებზე აქტიურად მიმდინარეობს;
  • კარტელური შეთანხმებები ბირჟზე მოქმედებს დათქმა – ფორექსზე მოვაჭრე ტრანსნაციონალური კორპორაციების, საინვესტიციო, სატრრასტო და საპენსიო ფონდების კარტელური შეთანხმებები, ამა თუ იმ სავალუტო წყვილებზე აქტიური ვაჭრობის შესახებ – უამისოდ გლობალურ ეკონომიკაში არაფერი ხდება; (თუ ვინმეს საპენსიო ფონდების ხსენებისას გაეღიმა, მინდა შევახსენო, რომ საპენსიო ფონდები კაპიტალიზაციით მესამე ადგილზე არიან ფინანსურ ორგანიზაციათა შორის. საპენსიო ფონდების შემოსავლების 45-70 პროცენტი შედგება სწორედ საბირჟო, მათ შორის სავალუტო სპეკულაციების ხარჯზე. ნუ ალბათ მიმიხვდებით, რომ მე ვგულისხმობ თავის თავის პატივისმცემელი ქვეყნების საპენსიო ფონდებს)
  • სამთავრობო ხელშეწყობა სავალუტო წყვილებში შემავალი ვალუტის მქონე ქვეყნების მთავრობები აქტიურად და ქმედითად უჭერენ მხარს სავალუტო ბირჟის განვითარებას, მათ შორის ვექტორალურად, ანუ მაგალითად ევროპა – ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში და ასე შემდეგ.
  • ფორექსის მაჟორული სავალუტო წყვილები [FX majors]
  • მაჟორულ სავალუტო წყვილებს უწოდებენ ისეთ წყვილებს. რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში და შესაბამისად მათზე და მათით ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობს. მაჟორული სავალუტო წყვილების შიდადღიურმა ვოლატილობამ შესაძლებელია 150 პუნქტიდან 300 პუნქტამდე მიაღწიოს.
მაჟორული სავალუტო წყვილები [FX majors]
  • AUD/JPY – ავსტრალიური დოლარი/იაპონური იენა;
  • AUD/USD – ავსტრალიური დოლარი/აშშ დოლარი;
  • CHF/JPY – შვეიცარული ფრანკი/იაპონური იენა;
  • EUR/AUD – ევრო/ავსტრალიური დოლარი;
  • EUR/CAD – ევრო/კანადური დოლარი;
  • EUR/CHF – ევრო/შვეიცარული ფრანკი;
  • EUR/GBP – ევრო/ბრიტანული ფუნტი;
  • EUR/JPY – ევრო/იაპონური იენა;
  • EUR/USD – ევრო/აშშ დოლარი;
  • GBP/AUD – ბრიტანული ფუნტი/ავსტრალიური დოლარი;
  • GBP/CAD – ბრიტანული ფუნტი/კანადური დოლარი;
  • GBP/CHF – ბრიტანული ფუნტი/შვეიცარული ფრანკი;
  • GBP/JPY – ბრიტანული ფუნტი/იაპონური იენა;
  • GBP/USD – ბრიტანული ფუნტი/აშშ დოლარი;
  • NZD/JPY – ახალ ზელანდიური დოლარი/იაპონური იენა;
  • NZD/USD – ახალ ზელანდიური დოლარი/აშშ დოლარი;
  • USD/CAD – აშშ დოლარი/კანადური დოლარი;
  • USD/CHF – აშშ დოლარი/შვეიცარული ფრანკი;
  • USD/JPY – აშშ დოლარი/იაპონური იენა;
მინორული სავალუტო წყვილები [FX minors]

ფორექსის მინორული სავალუტო წყვილები ეწოდება წყვილებს, რომლებსაც აქვთ დაახლოებით იგივე მახასიათებლები, რომლებიც მაჟორულ სავალუტო წყვილებს, ოღონდ, ზოგიერთი პარამეტრების მიხედვით შედარებით დაბალი დონის. მინორული სავალუტო წყვილების შიდადღიური ვოლატილობა იშვიათად აღემატება 50-100 პუნქტს.

  • AUD/CAD – ავსტარლიური დოლარი/კანადური დოლარი;
  • AUD/CHF – ავსტრალიური დოლარი/შვეიცარული ფრანკი;
  • AUD/DKK – ავსტრალიური დოლარი/დანიური კრონა;
  • AUD/NOK – ავსტრალიური დოლარი/ნორვეგიული კრონა;
  • AUD/NZD – ავსტრალიური დოლარი/ახალ ზელანდიური დოლარი;
  • AUD/SEK – ავსტრალიური დოლარი/შვედური კრონა;
  • AUD/SGD – ავსტრალიური დოლარი/სინგაპურული დოლარი;
  • CAD/CHF – კანადური დოლარი/შვეიცარული ფრანკი;
  • CAD/JPY – კანადური დოლარი/იაპონური იენა;
  • CHF/SGD – შვეიცარული ფრანკი/სინგაპურული დოლარი;
  • EUR/DKK – ევრო/დანიური კრონა;
  • EUR/NOK – ევრო/ნორვეგიული კრონა;
  • EUR/NZD – ევრო/ახალზელანდიური დოლარი;
  • EUR/SEK – ევრო/შვედური კრონა;
  • EUR/SGD – ევრო/სინგაპურული დოლარი;
  • NZD/CAD – ახალ ზელანდიური დოლარი/ცანადური დოლარი;
  • NZD/CHF – ახალ ზელანდიური დოლარი/შვეიცარული ფრანკი;
  • NZD/SGD – ახალ ზელანდიური დოლარი/სინგაპურული დოლარი;
  • SGD/JPY -სინგაპურული დოლარი/იაპონური იენა;
  • USD/DKK – აშშ დოლარი/დანიური კრონა;
  • USD/HKD – აშშ დოლარი/ჰონკონგური დოლარი;
  • USD/NOK – აშშ დოლარი/ნორვეგიული კრონა;
  • USD/SEK – აშშ დოლარი/შვედური დოლარი;
  • USD/SGD – აშშ დოლარი/სინგაპურული დოლარი;
ეგზოტიკური სავალუტო წყვილები [FX exotics]

ეგზოტუკურ სავალუტო წყვილებს უწოდებენ ისეთ წყვილიებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ვალუტაზე (თუ ორივეზე არა) მოთხოვნა ძალზე მცირეა, ამიტომ არ არის სათანადოდ გავცელებული ფორექსზე და საერთოდ მსოფლიო ბაზარზე. შესაბამისად მათზე ვაჭრობა ძალიან იშვიათად მიმდინარეობს, ვინაიდან ამგვარ ვალუტებზე მოთხოვნა მცირეა და შესაბამისად მიწოდებაც ნაკლებია. ამიტიმ დღეები ისე შეიძლება გავიდეს, რომ ამგვარი ვალუტების რხევამ ფორექსის გრაფიკზე 10-15 პუნქტიც კი ვერ შეადგინოს.

  • CHF/NOK – შვეიცარული ფრანკი/ნორვეგიული კრონა;
  • CHF/PLN – შვეიცარული ფრანკი/პოლონური ზლოტი;
  • EUR/HKD – ევრო/ჰონკონგური დოლარი;
  • EUR/PLN – ევრო/პოლონური ზლოტი;
  • EUR/TRY – ევრო/თურქული ლირა;
  • GBP/DKK – ბრიტანული ფუნტი/დანიური კრონა;
  • GBP/HUF – ბრიტანული ფუნტი/უნგრული ფორტინა;
  • GBP/NOK – ბრიტანული ფუნტი/ნორვეგიული კრონა;
  • GBP/PLN – ბრიტანული ფუნტი/პოლონური ზლოტი;
  • GBP/SEK – ბრიტანული ფუნტი/შვედური კრონა;
  • GBP/SGD – ბრიტანული ფუნტი/სინგაპურული დოლარი;
  • USD/CZK – აშშ დოლარი/ჩეხური კრონა;
  • USD/HUF – აშშ დოლარი/უნგრული ფორტინა;
  • USD/MXN – აშშ დოლარი/მექსიკური პესო;
  • USD/PLN – აშშ დოლარი/პოლონური ზლოტი;
  • USD/TRY – აშშ დოლარი/თურქული ლირა;
  • USD/ZAR – აშშ დოლარი/სამხრეთ აფრიკული რენდი;
  • USD/RUB – აშშ დოლარი/რუსული რუბლი;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია, რასაც წყვილში შემავალი ვალუტების მაღალი ვოლატილობა განაპირობებს.