ტექნიკური ანალიზი

ტექნიკური ანალიზის შესავალი

ტექნიკური ანალიზი, სავალუტო ბაზრის შესწავლის საკმაოდ რთული მეთოდია, მიუხედავად ამისა, თუ თქვენ სამუდამოდ მოხვედით ბაზარზე, მაშინ ტექანალიზის შესწავლას და გამოყენებას ვერსად გაექცევით.

ინტუიციითა და არაკანონზომიერულ საფუძვლებზე დაყრდნობილი ვაჭრობის რეზულტატი მხოლოდ დეპოზიტის დაკარგვაა.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ სავალუტი ბაზარზე ვაჭრობა, მაშინ აუცილებლათ უნდა შეიგნოთ ერთი რამე – ბაზარზე არაფერი ხდება უბრალოდ ისე, ჰაერიდან. ტრენდის ყოველ მოძრაობას აქვს თავისი მიზეზი და თქვენი ამოცანაა დროულად გამოავლინოთ ეს მიზეზი.

ტექანალიზის შესწავლის ძირითადი ობიექტია სავალუტო წყვილის გრაფიკი. გრაფიკზე უბრალო შეხედვითაც კი შესაძლებელია ვთქვათ, თუ საითკენ მოძრაობს ფასი, როდის მოხდა ტრენდის შემობრუნება და რა უძღვოდა მას წინ.

ტრეიდინგის მთელი სისტემა აგებულია შემდეგ პრინციპზე – ჯერ სავალუტი კურსების მოძრაობის კანონზომიერების შესწავლა და შემდეგ ამ კანონზომიერების განმეორებების დალოდება.

სწორედ ტრეიდინგის კანონზომიერებები გვაძლევენ საშუალებას ვიპოვოთ ბაზარზე შესვლის საჭირო ადგილები, ხოლო ტექნიკური ანალიზის მიხედვით ვავლენთ ასეთ კანონზომიერებებს, რომლებიც თავის მხრივ ეფუძნება სავალუტო წყვილის მოძრაობის ისტორიულ მონაცემებს.

თვით ტექანალიზის არსი საკმაოდ მარტივია, რთულია ის მეთოდები, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება ტექანალიზი. ამიტომ, დასაწყისშივე არ ეცადოთ გამოიყენოთ ბაზრის შესწავლის ყველაზე რთული საშუალებები, დაიწყეთ მარტივიდან, მაგალითად ფასური არხებიდან. პროფესიონალთა უმეტესობის აზრით, ბაზარზე ეფექტურად მუშაობენ არა ყველაზე რთული მეთოდები, არამედ ის მეთოდები, რომლებსაც ტრეიდერი ზედმიწევნით კარგად ფლობს.

დასაწყისში, ზოგადად გაეცანით ტექნიკური ანალიზის სხვადასხვა მეთოდებს, ხოლო შემდეგ გამოიყენეთ ის, რომელიც თქვენთვის ყველაზე უფრო გასაგებია.

ტექანალიზის საფუძველია მიმდინარე პროცესებისადმი მუდმივი თვალყურისდევნება და მოვლენების შეცნობა. მერწმუნეთ, თუ ასე მოიქცევით, დროთა განმავლობაში შეძლებთ ბაზრის გაგებას, შეცნობას და გპირდებით გაგიკვირდებათ და ეტყვით საკუთარ თავს, თუ რატომ ადრე ვერ ამჩნევდით ადრე ასეთ ელემენტარულ საკითხებს.

ტექნიკური ანალიზის შესწავლა უნდა დაიწყოთ საბაზო ცნებების შესწავლით. ამის შემდეგ, თქვენ უფრო გაგიადვილდებათ სხვა მასალების გაგება.

ტექნიკური ანალიზის საბაზო ცნებები

ამის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ ტექნიკური ანალიზის რუბრიკის სხვა სტატიების შესწავლაზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები

წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები

წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზები წარმოადგენს საკმაოდ მარტივ ინსტრუმენტს ფორექსის ბაზარზე.