ფორექსის ბაზრის კანონზომიერებები

ფორექსის ბაზრის კანონზომიერება

არსებობს ფორექსის რამდენიმე კანონზომიერება, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია სავალუტო ბაზარზე ყოველდღიურ მუშაობაში.

როგორც წესი ამა თუ იმ სიგნალზე ბაზარი რეაგირებს სტანდარტულად, ფასის მოძრაობის პროგნოზირება არც თუ ისე ძნელია, იმ შემთხვევაში თუ ვიცით ძირითადი კანონზომიერებები, შესაბამისად ეს ცოდნა მოგვცემს შესაძლებლობას სწორად განვსაზღვროთ ფასის მოძრაობის მიმართულება და ბაზარზე შესვლის წერტილი. ასეთი მეთოდის მიმდევრები, ანუ ბაზრის კანონზომიერებების ანალიზის მიმდევრები, არ სარგებლობენ ტექნიკური ანალიზის სხვა მეთოდებით და მათთვის საკმარისია ვიზუალური დაკვირვება მიმდინარე ტრენდზე.

მაშ ასე, ბაზრის კანონზომიერების ანალიზის ძირითადი პოსტულატები:
  • ფასი ყოველთვის შეავსებს წყვეტას (გეპი)- ხშირად, დასვენების და სადღესასწაულო დღეების შემდეგ, ბაზრის გახსნისას ფიქსირდება ფასური წყვეტა, ანუ დახურვის ფასსა და გახსნის ფასს შორის საკმარისად დიდი განსხვავება. რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდეს ტრენდი, პასო მაქსიმალური ალბათობით შეავსებს წყვეტა. პრაქტიკაში არსებობს გეპზე ვაჭრობის სტრატეგიებიც.
  • მკვეთრი მოძრაობის შემდეგ იქნება უკუსვლა – რაც უფრო ძლიერი და ხანგრძლივია აღნიშნული მოძრაობა, მით უფრო დიდი იქნება უკუსვლა. ხშირად ასეთი ვითარება გვხვდება ეკონომიკურ სიახლეებზე ვაჭრობის დროს, ვინაიდან ეკონომიკური სიახლეების გამოქვეყნების შედეგად ხშირად ხდება ხოლმე ფასის მკვეთრი მოძრაობა, მათი პროგნოზირება ტექნიკური ანალიზის მეთოდებით კი შეუძლებელია.
  • ბაზარი მუდმივად ვერ იქნება ერთი და იგივე მდგომარეობში – იგი პერიოდულად შედის ან გაჯერებული გაყიდვების, ან გაჯერებული ყიდვების ზონაში. აღნიშნული ვითარება ხშირად გამოიყენება ტრეიდერების მიერ, ბაზარზე შესვლის წერტილების ძიებისას. გაჯერებული გაყიდვების, ან გაჯერებული ყიდვების ზონების განსაზღვრისათვის გამოიყენება ინდიკატორი Stochastic
  • ტრენდის ძალა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მისი შემობრუნების ალბათობაზე – ძირითადი მაჩვენებელი, რომელსაც იგი ითვალისწინებს არის მოთხოვნის და მიწოდების მაჩვენებელი, აგრეთვე სავაჭრო მოცულობა. თუ მიმდინარე ფასის მიხედვით ხდება დიდი რაოდენობის სავაჭრო გარიგებების დადება, ეს მიუთითებს მის მიმზიდველობაზე.
  • ფლეტის მდგომარეობის შემდეგ ხდება ფასის მკვეთრი მოძრაობა, ძირითადად ეს გამოწვეულია მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრის გამოქვეყნებით.
  • ვალუტების ვოლატილობა – თუ გსურთ დიდი რაოდენობის მოგების მიღება, მაშინ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ის, თუ რომელ სავაჭრო სესიაზე იმყოფებით მიმდინარე მომენტში, რადგან სწორედ იგი (სესია) მოქმედებს სავალუტო წყვილების ვოლატილობაზე.
  • განსაკუთრებით მაღალი ვოლატილობის დროს ბროკერი ზრდის სპრედს – როგორც წესი ასეთი ვითარება შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეების გამოქვეყნებამდე, მნიშვნელოვანი დღესასწაულების ან დასვენების დღეების წინა პერიოდში. ამ დროს ფასის მოძრაობას გააჩნია ფართო დიაპაზონი, რაც კარგი მოგების შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამ პერიოდში ბროკერების უმრავლესობა ზრდის სპრედის რაოდენობას, ამიტომ ყოველთვის აკონტროლეთ ეს პარამეტრი, სანამ შეხვალთ ბაზარზე.
ფორექსის ეს და სხვა კანონზომიერებები (რომელთა შესახებაც სხვა სტატიებში გვექნება საუბარი) არის არა მხოლოდ პოზიციების გახსნის ორიენტირი, არამედ მათი დახურვის სიგნალიც. თუ თქვენ ვაჭრობთ ეკონომიკურ სიახლეებზე, მაშინ დიდი ხნის განმავლობაში არ დაჰყოთ ბაზარზე, რადგან არსებობს ალბათობა იმისა, რომ ფასის უკუსვლა შეჭამს თქვენ მოგებას.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.