ტრენდის დინამიკა ფორექსზე

ტრენდის დინამიკა ფორექსზე

ისევე როგორც ნებისმიერ მოძრაობას, ფორექსზეც ფასთა მოძრაობას გააჩნია საკუთარი დინამიკა – ტრენდის დინამიკა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას გავერკვიოთ იმაში, თუ რა ხდება სავალუტო ბაზარზე.

დინამიკური მაჩვენებლების შესწავლა გვაძლევს შესაძლებლობას გავთვალოთ ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრები, როგორებიცაა – სავაჭრო პოზიციის არსებობის ხანგრძლივობა, სტოპ ლოსის და ტეიკ პროფიტის პარამეტრები.

პროფესიონალი ტრეიდერისთვის საკმარისია სავალუტო წყვილის გრაფიკზე ერთი შეხედვაც კი იმისათვის, რომ გააკეთოს სწორი დასკვნები. დამწყებთათვის კი აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რას მიაქციოს ყურადღება.

ტრენდის დინამიკა – მოძრაობის სიჩქარე

აღნიშნული პარამეტრი შესაძლებლობას გვაძლევს ვიცოდეთ, თუ რამდენ პუნქტს გადის ფასი გარკვეული დროის პერიოდში, მაგალითად დღეღამის განმავლობაში კურსი იზრდება/იკლებს 50 პუნქტით.

რისთვის არის საჭირო ამ მაჩვენებლის ცოდნა – პასუხი მარტივია, იგი გამოიყენება ორ შემთხვევაში – ტეიკ პროფიტის დაყენებისათვის და გადადებული ორდერებით მუშაობის დროს, რომელთაც გააჩნიათ დროის შეზღუდვები.

პირველ შემთხვევაში – როდესაც ახორციელებთ შიდა დღიურ ვაჭრობას, აზრი არ აქვს ტეიკ პროფიტის დაყენებას იმაზე მეტ ნიშნულზე, ვიდრე ფასს შეუძლია გაიაროს დარჩენილი დროის მონაკვეთში.

მეორე შემთხვევაში – გადადებული ორდერის ამუშავება ხდება მხოლოდ მკვეთრი ნახტომის შემთხვევაში, ანუ ჩვენ ვიცით, რომ ვთქვათ ფასი საათში გადის 10 პუნქტის მანძილს, ორდერის ამუშავების დროს ვაყენებთ 1 საათზე და მიმდინარე ფასის ზემოთ 20 პუნქტის მანძილზე. რეზულტატად – ორდერი ამუშავდება მხოლოდ ფასის მკვეთრი ნახტომის შემთხვევაში.

ტრენდის დინამიკა – კორექციის მანძილი

ნებისმიერმა ტრეიდერმა იცის, რომ ფასის მოძრაობა არ ხდება ტრენდის მხოლოდ ერთი მიმართულებით, ყოველთვის არსებობს კორექცია, მისი ზომის მაჩვენებელს აქვს დიდი მნიშვნელობა სტოპ ლოსის დაყენების დროს, ვინაიდან კორექციას შეუძლია აამუშაოს არასწორად დაყენებული სტოპ ლოსი და შესაბამისად მივიღოთ ზარალი.

გრაფიკზე დაკვირვების შედეგად, პრაქტიკულად ყოველთვის არის შესაძლებელი აღნიშნული პარამეტრის მაქსიმალური მაჩვენებლის გამოვლენა თქვენი სავაჭრო ტაიმფრეიმისთვის და უკვე ამ მაჩვენებლის საფუძველზე სტოპ ლოსის დაყენება.

ტრენდის დინამიკა – არხის სიგანე

ძალიან ხშირად, სავალუტო წყვილის ფასი მოძრაობს გარკვეულ ფასურ არხში, თუ ვიცით ტრენდის მიმართულება და ის თუ, მოცემულ მომენტში არხის რომელ საზღვართან იმყოფება ფასი, შესაძლებელია ავირჩიოთ ბაზარზე შესვლისათვის ყველაზე ხელსაყრელი წერტილი.

ასევე ფასური არხის სიგანის ცოდნა არანაკლებ მნიშვნელოვანია ღია სავაჭრო პოზიციის არსებობის ხანგრძლივობის განსაზღვრისათვის. ფასური არხის საზღვრებზე ორიენტაციით შესაძლებელია გავთვალოთ, თუ როდის არის შესაძლებელი ფასის მომდევნო შემობრუნება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები

წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები

წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზები წარმოადგენს საკმაოდ მარტივ ინსტრუმენტს ფორექსის ბაზარზე.