ბილ უილიმსის ფრაქტალები Fractals და ალიგატორი

ბილ უილიმსის ფრაქტალები Fractals და ალიგატორი

ფრაქტალები Fractals – არის ინდიკატორი, რომელიც შეიმუშავა ბილ უილიამსმა (Bill M. Williams), და ბაზრის მწვერვალის და ფსკერის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. თვით ტერმინი “ფრაქტალი” ცნობილია გეომეტრიაში, როგორც ფიგურა, რომელსაც გააჩნია თვითმსგავსება – ფიგურის ყველა ნაწილი მსგავსია მთლიანი ფიგურისა (თვითმსგავსი ობიექტი — ობიექტი, მიახლოვებით ამ მთლიანად მსგავსია თავის ნაწილის, ანუ მთლიანს აქვს იგივე ფორმა, რომელიც გააჩნია მისივე ერთ, ან რამდენიმე ნაწილს. ფრაქტალი – დაყოფილი, დატეხილი, დამტვრეული).

ფინანსურ ბაზრებს აქვს ერთი საინტერესო თვისება – დროის დიდი ნაწილის განმავლობაში ბაზრებზე შედარებითი სიმშვიდეა და დროის მხოლოდ მეოთხედი ნაწილის განმავლობაში ფიქსირდება შესამჩნევი ტრენდული მოძრაობები.

ფორექსზე მაქსიმალური მოგების მიღებისათვის საჭიროა ტრენდის ჩასახვის მომენტების დროული იდენტიფიცირება, ვინაიდან გვერდულ დიაპაზინში ვაჭრობა, ხშირ შემთხვევაში, ნეგატიური შედეგის მომტანია დეპოზიტისთვის.

 

ბილ უილიამსის ფრაქტალი არის მინიმუმ ხუთი ზედიზედ მიყოლებული ბარების სერია. არსებობს ფრაქტალების ორი ნაირსახეობა: ზედა ფრაქტალი და ქვედა ფრაქტალი. ზედა ფრაქტალი წარმოიქმნება, როდესაც არსებობს ისეთი სანთელი, რომლის მაქსიმუმი უფრო მეტია ვიდრე ორი უკანა და ორი წინა სანთლების მაქსიმუმები. შესაბამისად ქვედა ფრაქტალი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც წარმოიქმნება სანთელი, რომლის მინიმუმი ნაკლებია, ვიდრე ორი წინა და ორი უკანა სანთლების მინიმუმები. ფრაქტალის მაჩვენებელი არის თვით სანთლის მაქსიმუმის მაჩვენებელი (ზედა ფრაქტალის შემთხვევაში), ან სანთლის მინიმუმის მაჩვენებელი (ქვედა ფრაქტალის შემთხვევაში). საინტერესო მომენტია ის, რომ ერთი და იგივე სანთელს შეუძლია წაროქმნას როგორც ზედა, ისევე ქვედა ფრაქტალი.
ფრაქტალები (Fractals) -მუშაობის მაგალითი

ბილ უილიმსის ფრაქტალები Fractals და ალიგატორი

სავაჭრო სიგნალების გენერაციის დროს ფრაქტალები იგვიანებენ ორი სანთლით. რაც უფრო მეტია გრაფიკის პერიოდი, მით უფრო დიდია დაგვიანების რეალური დრო. ცალკე აღებული ფრაქტალები გვაძლევენ მცირე სასარგებლო ინფორმაციას და ბევრ მცდარ სიგნალებს. ამიტომ მათ მიიჩნევენ “ფინანსური ბაზრების პირველად საზომად”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ მივიღოთ რეალური სავაჭრო სიგნალები, საჭიროა ფრაქტალის ინდიკატორთან ერთად გამოვიყენოთ სხვა დამადასტურებელი ინდიკატორები. როგორც წესი ასეთ დამადასტურებელ ინდიკატორად თვლიან – ინდიკატორ ალიგატორს.

ფრაქტალები (Fractals) და ალიგატორი – მუშაობის მაგალითი

ბილ უილიმსის ფრაქტალები Fractals და ალიგატორი

ტექნიკური ინდიკატორი ალიგატორი (Alligator) არის სხვადასხვა პერიოდისა და ფასთა გრაფიკთან მიმართებაში წინწაწევის სხვადასხვა მაჩვენებლების მქონე მცოცავი საშუალოების კომბინაცია. ასეთ მცოცავ საშუალოებს აგრეთვე საბალასო ხაზებს უწოდებენ. ეს ინდიკატორიც შემუშავებულია ბილ უილიამსის მიერ. ალიგატორიც და ფრაქტალებიც აღწერილი აქვს წიგნში “სავაჭრო ქაოსი”. ინდიკატორის გრაფიკზე გამოსახვისთვის გამოიყენება სამი ფერადი ხაზი:

  • ლურჯი ხაზი (ალიგატორის ყბები), როგორც წესი არის 13 პერიოდიანი დაგლუვებული მცოცავი საშუალო – მომავალში 8 ბარით წინ წაწევით;
  • წითელი ხაზი (ალიგატორის კბილები), როგორც წესი არის საბალანსო ხაზი, რომელიც ერთი რიგით აღემატება ლურჯ ხაზს – გამოიყენება 8 პერიოდიანი დაგლუვებული მცოცავი საშუალო – მომავალში 5 ბარით წინ წაწევით;
  • მწვანე ხაზი (ალიგატორის ტუჩები) კონცეფციის დამასრულებელი ელემენტია, რომლის აგებისთვისაც გამოიყენება 5 პერიოდიანი დაგლუვებული მცოცავი საშუალი – მომავალში 3 ბარით წინ წაწევით.

ალიგატორის კბილები და ტუჩები ასახავენ დროის სხვადასხვა პერიოდების ურთიერთქმედების დინამიკას. თუ გახსოვთ, სტატიის შესავალში ჩვენ ვთქვით, რომ ბაზარი, დროის მხოლოდ მეოთხედი ნაწილის განმავლობაში არის ტრენდულ მოძრაობაში. ალიგატორის ინდიკატორი საშუალებას გვაძლევს მივყვეთ ტრენდს და არ ვიმუშავოთ გვერდულა დიაპაზონში. როდესაც ინდიკატორის ხაზები გადახლართულია, ითვლება, რომ ალიგატორის პირი დახურულია – იგი აპირებს ძილს, ან უკვე სძინავს. ეს იმის ნიშანია, რომ ბაზარი იმყოფება გვერდულა დიაპაზონში.

როცა ალიგატორს სძინავს, მაშინ მისი შიმშილის გრძნობა მძაფრდება. რაც უფრო დიდხანს სძინავს ალიგატორს, მით უფრო მშიერი იქნება იგი, როდესაც გაიღვიძებს. და პირველი რასაც გაღვიძების შემდეგ ალიგატორი გააკეთებს – იგი დაიწყებს მთქნარებას, რომლის დროსაც გააღებს პირს – ამ შემთხევვაში ითვლება, რომ ბაზარი ამოძრავდა. გაღებული პირით ალიგატორი იწყებს ნადირობას დათვებზე და ხარებზე. როგორც კი იგი დანაყრდება, მისი პირი ისევ დაიწყებს დახურვას – სწორედ ეს არის მოგების ფიქსაციის საუკეთესო დრო.

დავუბრუნდეთ ფრაქტალებს. სიგნალები, რომლებსაც ფრაქტალებისგან ვიღებთ, საჭიროა გავფილტროთ ზემოთ აღწერილი ინდიკატორის მეშვეობით. არ არის საჭირო იმ ზედა ფრაქტალის გათვალისწინება, რომელიც იმყოფება ალიგატორის კბილების ქვემოთ. და ასევე არ არის საჭირო იმ ქვედა ფრაქტალის გათვალისწინება, რომელიც იმყოფება ალიგატორის კბილების ზემოთ.

ფრაქტალები გვაძლევენ გადადებული ორდერების Buy Stop და Sell Stop გახსნის სიგნალებს (არსებობს გადადებული ორდერების სულ 4 სახეობა: Buy Stop, Buy Limit, Sell Stop და Sell Limit). უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ზედა ფრაქტალი წარმოიქმნება ალიგატორის კბილების ზემოთ (წოთელი ხაზის ზემოთ), მაშინ Buy Stop ორდერი უნდა დადგეს ფრაქტალის მნიშვნელობის ფასს პლუს რამდენიმე პუნქტი (ფრაქტალის წარმომქმნელი ბარის მაქსიმუმს + რამდენიმე პუნქტი).

ქვედა ფრაქტალის შემთხვევაში, როდესაც იგი წარმოიქმნა ალიგატორის კბილების ქვემოთ (წითელი ხაზის ქვემოთ) მაშინ Sell Stop გადადებულ ორდერს ვაყენებთ, ფრაქტალის მაჩვენებელს მინუს რამდენიმე პუნქტი (ფრაქტალის წარმომქმნელი ბარის მინიმუმს – რამდენიმე პუნქტი).

ცნობისათვის, Buy Stop ორდერი – არის ყიდვის გადადებული ორდერი ფასით, რომელიც ბაზარზე არსებულ მიმდინარე ფასზე მეტია. Sell Stop ორდერი – არის გაყიდვის გადადებული ორდერი ფასით, რომელიც ბაზარზე არსებულ მიმდინარე ფასზე ნაკლებია. Buy Limit და Sell Limit ორდერები გამოიყენება, შესაბამისად – ყიდვისათვის მიმდინარე ფასის ნაკლებ ფასად და გაყიდვისათვის – მიმდინარე ფასის მეტ ფასად.

ყოველი შემდგომი ფრაქტალი, აუქმებს უკანა გადადებულ ორდერს, მოძრაობის მიმართულების თანხვედრილად. ხოლო ახალი გადადებული ორდერის დაყენების გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული თავიდან. ფრაქტალები დამოკიდებულია გრაფიკის მასშტაბებზე, რომლებზეც განიხილება ისინი. სხვადასხვა დროის მასშტაბზე ფრაქტალები გამოიყურებიან სხვადასხვანაირად.

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ინდიკატორის ისე აგება, რომ ერთ გრაფიკზე გამოსახული იყოს განსხვავებული ფერების ფრაქტალები – სხვადასხვა დროის ინტერვალებისათვის (M1, M5, M15, M30, H1, H4, D1, W1, MN1). MetaTrader4 სავაჭრო ტერმნალის სტანდარტულ კომპლექტში ამ ინდიკატორის მხოლოდ კლასიკური ვარიანტია ჩატვირთული.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.