ექსპონენციალური მცოცავი საშუალო Exponential Moving Average

ექსპონენციალური მცოცავი საშუალო Exponential Moving Average

ექსპონენციალური მცოცავი საშუალო Exponential Moving Average, EMAარის მცოცავი საშუალოს კიდევ ერთი ნაირსახეობაა. იგი არის შეწონილი მცოცავი საშუალო, რომელსაც წონა უმცირდება ექპონენციალურად (ექსპონენციალური ზრდა/კლება არის – სიდიდის მნიშვნელობის ზრდა/კლება, როდესაც ზრდის/კლების სიჩქარე თვით სიდიდის მნიშვნელობის პროპორციულია) ინდიკატორი კონცენტრირდება მიმდინარე ფასებზე და საშუალებას იძლევა არ გამოვტოვოთ მნიშვნელოვანი სავაჭრო სიგნალები.

სურათზე წარმოდგენილია ექსპონენციალური და მარტივი მცოცავი საშუალოების მრუდები დაგლუვების კოეფიცენტით – 30. სურათზე კარგად ჩანს, რომ ექსპონენციალური მცოცავი საშუალოს მრუდი უფრო კარგად აპროქსიმირებს გრაფიკთან და უფრო ადრეულ სიგნალებს იძლევა.

ექსპონენციალური მცოცავი საშუალო Exponential Moving Average მუშაობის მაგალითი

ექსპონენციალური მცოცავი საშუალო Exponential Moving Average

ექსპონენციალური მცოცავი საშუალოს გამოთვლის ფორმულა არის რეკურსიული და დაგლუვების n კოეფიცენტისთვის აქვს შემდეგი სახე:

EMA(n) = k * P(n) + (1-k) * EMA(n-1),

სადაც P(n) – მიმდინარე სავაჭრო პერიოდის დახურვის ფასია, EMA(n-1) – ექსპონენციალური მცოცავი საშუალოს მნიშვნელობა, რომელიც გამოითვლება უკანა სავაჭრო პერიოდისთვის და k – მარეგულირებელი კოეფიცენტი. საწყისი მნიშვნელობა EMA(1) განსახილველი პირველი სავაჭრო პერიოდის ფასის ტოლია, ანუ P(1). რაც უფრო მეტია მარეგულირებელი კოეფიცენტი k-ს მნიშვნელიბა, მით უფრო კარგად აპროქსიმირდება ექსპონენციალური მცოცავი საშუალოს მრუდი გრაფიკთან, ვინაიდან მეტი მნიშვნელობა ენიჭება მიმდინარე ფასებს. აგრეთვე სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით საპირისპიროს, რომ k კოეფიცენტის მცირე მნიშვნელობების დროს მეტი მნიშვნელობა ენიჭება განვლილ სავაჭრო პერიოდებს. სავაჭრო პლატფორმის მიხედვით გამოიყენება კოეფიცენტის სხვადასხვა მნიშვნელობები. პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება მნიშვნელობა 2/3.

ექსპონენციალური და მარტივი მცოცავი საშუალოს მრუდების ინტერპრეტაცია ერთმანეთის ანალოგიურია. ანალიზის დროს საჭიროა ვიცოდეთ თუ რა კოეფიცენტი არის გამოყენებული სავაჭრო პლატფორმაში. დიდი კოეფიცენტის შემთხვევაში, ექსპონენციალური მცოცავი საშუალოს მრუდები უფრო სწრაფად რეაგირებენ ფასთა ცვლილებაზე, რადგან მეტი წონა ენიჭება მიმდინარე სავაჭრო პერიოდს. ეს მეტად აქტუალურია ბაზრის გაუთვალისწინებელი რყევების შემთხვევაში – ეკონიმიკური პარამეტრების გამოქვეყნების ან მსხვილი მონაწილეების მხრიდან ინტერვენციების დროს.

ექსპონენციალური მცოცავი საშუალოს მრუდები ხშირად გამოიყენება მოკლევადიანი ვაჭრობის დროს, ვინაიდან ისინი საშუალებას იძლევიან “დავიჭიროთ” ბაზარზე ფასის სწრაფი ცვლილებები. შედარებისათვის – მარტივი მცოცავი საშუალოს მრუდები გამოიყენება ხანგრძლივ პერიოდიანი ვაჭრობისას, ვინაიდან ისინი კარგად გვიჩვენებენ ხანგრძლივ პერიოდიან ტენდენციებს. ამიტომ ტექნიკური ინდიკატორის არჩევა დამოკიდებულია სავაჭრო ტაქტიკაზე, რომელიც ტრეიდერის მიერ გამოიყენება კონკრეტულ მომენტში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.