იაპონური სანთლები

იაპონური სანთლები (ნაწილიI)

სტატიაში განვიხილავთ იაპონური სანთლების ნაირსახეობებს და მათი პატერნების (pattern, მოდელი) ინტერპრეტაციებს. ერთ-ერთ სტატიაში უკვე განვიხილეთ ფორექსის გრაფიკების სახეობები, სადაც ავღნიშნეთ, რომ იაპონირი სანთლების გრაფიკები არის ინფორმაციულად ყველაზე ტევადი და ტრეიდერების მიერ ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში.

ისტორიული გადახვევა: რამდენიმე საუკუნის წინ, იაპონელმა, ვინმე ჰომმა (Homma) შეიმუშავა ფიუჩერსული ბაზრების ანალიზის მეთოდი ბრინჯის კონტრაქტებზე ფასების პროგნოზირებისათვის. მოგვიანებით ეს მეთოდი შესწავლილი იქნა ევროპელის, ვინმე სტივ ნისონის (Steve Nison) მიერ და ჩამოყალიბდა, როგორც იაპონური სანთლების თეორია. იმავე სახით ამ თეორიამ მოაღწია დღევანდელობამდეც.

ყოველი სანთელი წარმოადგენს სავაჭრო სესიის ოთხივე შემადგენელი ნაწილის გრაფიკულ გამოსახულებას.

იაპონური სანთლების სპეციფიკაცია
  • გახსნის ფასი;
  • დახურვის ფასი;
  • მინიმალური ფასი;
  • მაქსიმალური ფასი;
იაპონური სანთლები შედგება
  • სანთლის ტანისგან (real body);
  • ჩრდილებისგან (shadows);

იაპონური სანთლების აგებულება ჩვენს მიერ განხილული იქნა სტატიაში – ტექნიკური ანალიზის გრაფიკების სახეობები, ამიტომ აქ ამ საკითხზე აღარ შევჩერდებით. მოვიყვან მხოლოდ სურათს შესაბამისი სტატიიდან, რომელზეც იაპონური სანთლის აგებულების პრინციპია გამოსახული.

იაპონური სანთლების აგებულების პრინციპი

 

იაპონური სანთლები (ნაწილიI) • GeoForex.info

იაპონური სანთლები გრაფიკზე აიგება ერთმანეთის მიყოლებით და ისინი, ერთობლიობაში ან ცალ-ცალკე წარმოქმნიან სხვადასხვა პატერნებს. თეორიის თანახმად, ზოგიერთ პატერნს მაღალი ალბათობით შეუძლია მოგვცენ – ჩამოყალიბებული ტრენდის შემობრუნების, ტრენდის მიმართულების დადასტურების ან ბაზრის გაურკვევლობის სიგნალი. იაპონური სანთლების ზოგიერთი პატერნები გულისხმობენ, რომ ერთი სავაჭრო პერიოდის დახურვის ფასი და მომდევნო სავაჭრო პერიოდის გახსნის ფასი შესაძლებელია არ ემთხვევოდეს ერთმანეთს. ასეთი ქცევა სამართლიანია საბირჟო ბაზრებისათვის, როგორებიცაა ფიუჩერსული ან საფონდო ბაზრები, სადაც სავაჭრო სესიების ხაბგრძლივობა განისაზღვრება ბიჟების მუშაობის დღიური საათებით. ფორექსი კი მუშაობს სადღეღამისო რეჟიმში დ მკვეთრად განსაზღვრული სავაჭრო სესიების პერიოდების გარეშე.

ამგვარ ბაზარზე ერთი სავაჭრო პერიოდის დახურვის ფასი პრაქტიკულად ემთხვევა მომდევნო სავაჭრო პერიოდის გახსნის ფასს. ამიტომ ზოგიერთი პატერნი, რომელიც აღწერილია იაპონური სანთლების თეორიაში, არ გამოიყენება ფორექსის სავალუტო ბაზრისათვის. მიუხედავად ამისა, იმისათვის, რომ შევიქმნათ საერთო სურათი, მათ მაინც განვიხილავთ ამ სტატიაში.

იაპონური სანთლები ერთმანეთისაგან განსხვავდება ტანისა და ჩრდილების ზომებით. თუ იაპონურ სანთელს აქვს გრძელი ტანი და შედარებით მოკლე ჩრდილები, მაშინ იგი კლასიფიცირდება, როგორც long body (გრძელი სანთელი). თუ იაპონურ სანთელს აქვს მოკლე ტანი და მოკლე ჩრდილები, მაშინ იგი კლასიფიცირდება, როგორც short body (მოკლე სანთელი). თუ სანთელს აქვს გრძელი ჩრდილები, მაშინ იგი კლასიფიცირდება, როგორც long shadows.

პატერნების შესწავლისას უნდა მივეჩვიოთ მათ უცნაურ სახელწოდებებს, ვინაიდან მათი უმრავლესობა იაპონური ენიდან მოდის. ასე მაგალითად, სანთელს, რომელსაც არ აქვს ჩრდილები ეწოდება marubozu (მარუბოზუ). ტიპაჟიდან გამომდინარე ასეთი სანთლები კარგი სიგნალია აღმავალი ან დაღმავალი ტრენდის დადასტურებისათვის.

ზემოთ ჩამოთვლილი სანთლების ტიპები წარმოდგენილია სურათზე. აღსანიშნავია, რომ ყოველი მათგანი მიუთითებს, როგოც ფასის ზრდაზე (მწვანე ფერი, ღია ფერი), ასევე ფასის კლებაზე (წითელი ფერი, მუქი ფერი). (შენიშვნა: ჩვეულებისამებრ ტრეიდერები გრაფიკზე ღია ფერებით აფერადებენ აღმავალ სანთლებს, ხოლო მუქი ფერებით – დაღმავალ სანთლებს).

იაპონური სანთლების ტიპები

 

იაპონური სანთლები

იაპონურ სანთლებს, რომლებსაც პრაქტიკულად არ გააჩნიათ ტანი (გახსნისა და დახურვის ფასები თითქმის ერთმანეთის ტოლია), ეწოდება doji (დოჯი). სანთლის ჩრდილებთან მიმართებაში, სანთლის ამგვარი უხილავი ტანის მდებარეობიდან გამომდინარე, გამოყოფენ მის სხვადასხვა ქვეტიპებს. ასე მაგალითად:

  • სანთელს long-legged doji (გრძელფეხება დოჯი) ზედა და ქვედა ჩრდილები პრაქტიკულად ერთი და იგივე ზომის აქვს. ასეთი სანთელი მიუთითებს იმაზე, რომ ხარების და დათვების ძალები გათანაბრებულია და უახლოეს პერიოდში შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ტრენდი.
  • სანთლის dragon-fly doji (დოჯი-ჭრიჭინა) მაქსიმალური ფასი ემთხვევა გახსნის და დახურის ფასს. ეს სანთელი მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია ჩამოყალიბდეს დაღმავალი ტრენდი.
  • სანთელის gravestone doji (დოჯი-საფლავის ქვა) მინიმალური ფასი ემთვევა გახსნის და დახურვის ფასს. ეს სანთელი მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია ჩამოყალიბდეს აღმავალი ტრენდი.

არსებობს სანთელი, რომელიც ჰგავს long-legged doji-ს, მაგრამ მისგან განსხვავებით აქვს მოკლე ტანი. ასეთ სანთელს უწოდებენ spinning top (ბზრიალა). იგი მიუთითებს ბაზრის გაურკვევლობაზე, რაც უფრო გრძელია ასეთი სანთლის ჩრდილები, მით უფრო მეტია შესაძლებლობა იმისა, რომ მალე ჩამოყალიბდება ახალი ტრენდი.

ზემოთ ხსენებული სანთლები წარმოდგენილია სურათზე.

იაპონური სანთლები

სანთლებს, რომლებსაც ეხლა ჩამოვთვლი აქვთ სხვადასხვა დასახელებები, ტრენდის ტიპიდან გამომდინარე, რომელშიც ისინი გვხვდებიან. ესენია hammer (ჩაქუჩი), hanging man (ჩამოხრჩობილი კაცი), inverted hammer (შემობრუნებული ჩაქუჩი), shooting star (ჩამოვარდნილი ვარსკვლავი).

მაგალითები გამოსახულია სურათზე.

იაპონური სანთლები

თუ სანთელ აქვს ძალიან მოკლე ზედა ჩრდილი, გრძელი ქვედა ჩრდილი და საშუალო ზომის ტანი – მას ეწოდება hammer ან hanging man. სახელწოდება დამოკიდებულია ტრენდზე, რომელიც მის ჩამოყალიბებას უსწრებდა წინ (შესაბამისად – დაღმავალი და აღმავალი ტრენდისთვის). სანთლის ტიპს (ღია ან მუქი) მნიშვნელობა არ აქვს. ეს სანთელი საკმარისი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ მალე ტრენდის მიმართულება შეიცვლება. მაგრამ პოზიციების გახსნისა და დახურვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის, აუცილებელია ტექნიკური ანალიზის სხვა ინდიკატორების მეშვეობით მივიღოთ, სხვა დამატებითი სიგნალებიც. მათ შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ მიმდევნო სტატიებში. თუ სანთელს აქვს გრძელი ზედა ჩრდილი და ძალიან მოკლე ქვედა ჩრდილი, მაშინ მას უწოდებენ inverted hammer ან shooting star. სახელწოდება დამოკიდებულია ტრენდზე, რომელიც მის ჩამოყალიბებას უსწრებდა წინ, შესაბამისად დაღმავალი და აღმავალი ტრენდისათვის. სანთლის ტიპს (ღია, ან მუქი) მნიშვნელობა არ აქვს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.