შეწონილი მცოცავი საშუალო Weighted Moving Average

შეწონილი მცოცავი საშუალო Weighted Moving Average

შეწონილი მცოცავი საშუალო Weighted Moving Average – პოპულარული ტექნიკური ინდიკატორია. მარტივ მცოცავ საშუალოს აქვს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი – მისი გამოთვლისას განვლილი სავაჭრო პერიოდების ყველა ფასს გააჩნია იგივე წონა, რაც მიმდინარე პერიოდის ფასს. ამას მივყავართ იქამდე, რომ მარტივი მცოცავი საშუალოს მრუდი დიდი პერიოდების გრაფიკებზე, ანუ მაღალი კოეფიცენტის დროს აგვიანებს, ვიდრე ფასთა გრაფიკი.

ამის გამო სავაჭრო სიგნალებიც აგვიანებენ, რადგან ტრენდის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გასულია. ასეთი ვითარების თავიდან აცილება შესაძლებელია იმით, რომ თითოეულ სავაჭრო პერიოდისთვის მცოცავ საშუალოს მივანიჭოთ შესაბამისი წონა, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ჩამორჩება არჩეული სავაჭრო პერიოდი მიმდინარე პერიოდს. ანუ ყველაზე მეტი წონა უნდა მიენიჭოს მიმდინარე სავაჭრო პერიოდის ფასს, ცოტა ნაკლები წონა უნდა მიენიჭოს უკანა სავაჭრო პერიოდის ფასს და ა.შ. ასეთი მიდგომა რეალიზებულია შეწონილ მცოცავი საშუალოს ტექნიკურ ინდიკატორში (Weighted Moving Average, WMA).

სურათზე შეწონილი მცოცავი საშუალოს და მარტივი მცოცავი საშუალოს მრუდებია გამოსახული. ორივეს კოეფიცენტი უდრის 30-ს. სურათზე ნათლად ჩანს, რომ შეწონილი მცოცავი საშუალოს მრუდი უფრო კარგად აპროქსიმირებს გრაფიკს.

შეწონილი მცოცავი საშუალო Weighted Moving Average მუშაობის მაგალითი

შეწონილი მცოცავი საშუალო Weighted Moving Average

შეწონილი მცოცავი საშუალოს გამოთვლის მათემატიკურ ფორმულა დაგლუვების n კოეფიცენტისათვის გამოისახება შემდეგნაირად:

WMA = (n * P(n) + (n-1) * P(n-1) + … + P(1)) / (n + (n-1) + … + 1),

სადაც P(n) – მიმდინარე სავაჭრო პერიოდის დახურვის ფასია, P(n-1) უკანა სავაჭრო პერიოდის დახურვის ფასი და ა.შ. ფორმულის დამახსოვრება და მასში ჩაღრმავება არ არის აუცილებელი. იგი წარმოდგენილია იმისათვის, რომ გქონდეთ ზოგადი წარმოდგენა. სავაჭრო ტერმინალში შეწონილი მცოცავი საშუალო აიგება ავტომატურად. აღსანიშნავია, რომ ფორმულის ზოგიერთ მოდიფიკაციაში გამოიყენება წონის სხვაგვარი, არა წრფიული განაწილება.

შეწონილი მცოცავი საშუალოს მრუდი, მარტივი მცოცავი საშუალოს მრუდის ანალოგიურად იდენტიფიცირდება. ისინი სავალუტო ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის მსგავს სიგნალებს იძლევიან. ანალიზის პროცესში უნდა გვესმოდეს, რომ შეწონილი მცოცავი საშუალოს მრუდები უფრო სწრაფად რეაგირებენ ფასთა ცვლილებებზე, რადგან უფრო მეტ წონას ანიჭებენ უკანასკნელ სავაჭრო პერიოდებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბაზრის გაუთვალისწინებელი ცვლილებების დროს – ეკონომიკური პარამეტრების გამოქვეყნების ან ბაზრის მსხვილი მონაწილეების მხრიდან განხორციელებული ინტერვენციების დროს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.