Williams Percent Range (უილიამსის პროცენტული დიაპაზონი)

Williams Percent Range (უილიამსის პროცენტული დიაპაზონი)

Williams Percent Range (უილიამსის პროცენტული დიაპაზონი) – სტატიაში განვიხილავთ ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზის კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ოსცილატორს.

აღნიშნული ინდიკატორის და სტოჰასტიკური ინდიკატორის აგების პრინციპი ერთმანეთის ანალოგიურია – და აქვთ გამოთვლის მსგავსი ფორმულები.

უილიამსის პროცენტული დიაპაზონი არის მარტივი და ამავე დროს ეფექტური ოსცილატორი. სახელი ეწოდა მისი შემქმნელის ლარი უილიამსის (Larry Williams) საპატივცემულოდ. ინდიკატორი შეიქმნა 1973 წელს და მას შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით გამოიყენება ტრეიდერების მიერ, ფინანსური აქტივებზე ფასების ცვლილების პროგნოზირებისათვის სხვადასხვა საფინანსო, მათ შორის ფორექსის ბაზარზე.

უილიამსის პროცენტული დიაპაზონი გვიჩვენებს მიმდინარე სავაჭრო პერიოდის ფასის დახურვის დონეს, ფასთა დისპერსის (გაფანტულობის) დიაპაზონთან მიმართებაში (მაქსიმალურ და მინიმალური ფასებს შორის სხვაობა) წარსული დროის გარკვეული მონაკვეთში. ქვემოთ წარმოდგენილია ოსცილატორის გამოთვლის ფორმულა:

%R = -1 * (H(n) – C(i)) / (H(n) – (L(n)) * 100,

სადაც C(i) – არის მიმდინარე სავაჭრო პერიოდის (სანთლის) დახურვის ფასი, L(n) – არის უკანასკნელი n რაოდენობის სანთლების ფასების მინიმალური მაჩვენებელი; H(n) – არის უკანასკნელი n რაოდენობის სანთლების ფასების მაქსიმალური მაჩვენებელი; n – არის ინდიკატორის გამოთვლის პერიოდი. ტექნიკური ანალიზის პროგრამებში გამოთვლის პერიოდად, როგორც წესი იყენებენ მნიშვნელიბას – “14”. მიაქციეთ ყურადღება, რომ ზემოთ წარმოდგენილ ფორმულას ბევრი საერთო აქვს სტოჰასტიკის ინდიკატორის გამოთვლის ფორმულასთან.

განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ სტოჰასტიკის გამოთვლისას გათვალისწინებულია მიმდინარე დახურვის ფასსა და სავაჭრო დიაპაზონის მინიმუმს შორის სხვაობა, ხოლო უილიამსის პროცენტული დიაპაზონის გამოითვლისას მხედველობაში მიღებულია სავაჭრო დიაპაზონის მაქსიმალურ ფასსა და დახურვის ფასს შორის სხვაობა. “-1” ნიშანი ფორმულაში გამოიყენება იმისათვის, რომ არ დაიკარგოს გაჯერებული ყიდვის ზონის (იგი უნდა იმყოფებოდეს ზემოთ) და გაჯერებული გაყიდვის (იგი უნდა იმყოფებოდეს ქვემოთ) გეომეტრიული აზრი.

Williams Percent Range – მუშაობის მაგალითი

Williams Percent Range (უილიამსის პროცენტული დიაპაზონი)

როგორც სურათიდან ჩანს, ინდიკატორს აქვს რხევის საკუთარი დიაპაზონი და მნიშვნელოვანო დონეები. დიაპაზონი ვარირებს 0-დან -100-მდე დიაპაზონში. “-20” დონე განსაზღვრავს გაჯერებული ყიდვის ზონას (ამ დონის ზემოთ არსებული არე), ხოლო “-80” არის გაჯერებული გაყიდვის ზონა (ამ დონის ქვემოთ არსებული არე). სტოჰასტიკური ინდიკატორისგან განსხვავებით, უილიამსის ინდიკატორი არის უფრო სწრაფი (მისი დაგლუვებისათვის მცოცავი საშუალოები არ გამოიყენება) და რეაგირებს ფასის ნებისმიერ მოძრაობაზე (“საბაზრო ხმაურზე”).

ისევე, როგორც სხა კლასიკური ოსცილატორები, უილიამსის პროცენტული დიაპაზონის ძირითად სიგნალებს გვაძლევს დივერგენციის მომენტში – ფასის და ინდიკატორის გრაფიკებს შორის ქცევის განსხვავება. დივერგენციის შესახებ საიტის არაერთ სტატიაშია საუბარი, სადაც იგი როგორც, ტრეიდინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, უფრო ვრცლად არის განხილული. ქვემოთ სურათზე წარმოდგენილია დათვის (დაღმავალი) დივერგენცია, რომლის დროსაც ფინანსური აქტივის ფასის ზრდა არ არის დადასტურებული ოსცილატორის გრაფიკის მიერ, რაც თავის მხრივ მიუთითებს, ხარების ძალების შესუსტებასა და აღმავალი ტრენდის შემობრუნებაზე, ან მინიმუმ კორექციაზე მაინც. სურათზე ჩანს, რომ ბაზარი ისე მოიქცა, როგორც ამას ოსცილატორი პროგნოზირებდა.

Williams Percent Range (უილიამსის პროცენტული დიაპაზონი)

ისევე, როგორც სხვა ოსცილატორების შემთხვევაში, უილიამსის პროცენტული დიაპაზონის გამოყენებას ტრენდულ ბაზარზე ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან უკვე ჩამოყალიბებული ტრენდის დროს, მან შესაძლებელია მოგვცეს ბევრი მცდარი სავაჭრო სიგნალი, იმ შემთხვევაში თუ სავაჭრო კრიტერიუმების თვალსაზრისით გამოვიყენებთ ინდიკატორის გრაფიკის შესვლას გაჯერებული ყიდვის, ან გაჯერებული გაყიდვის ზონებში. ამ ზონებთან მიმართებაში, მეტ-ნაკლებად სანდო სიგნალების მიღება შესაძლებელია, მაშინ როდესაც ფასი იმყოფება ჰორიზონტალურ დიაპაზონში (ფლეტი) და აპირებს მისგან გამოსვლას, ახალი ტენდენციის შექმნის მიზნით.

უილიამსის პროცენტული დიაპაზონი, სავაჭრო სიგნალების გენერირების თვალსაზრისით, თითქმის არაფრით განსხვავდება ფორექსის ტექნიკური ანალიზის სხვა ოსცილატორებისგან. სტოჰასტიკურ ინდიკატორთან შედარების შედეგად შესაძლებელია დავასკვნათ, რომ იგი წარმოადგენს სტიჰასტიკის ქვესახეობას. დამწყები ტრეიდერისთვის უმჯობესია სტოჰასტიკური ინდიკატორის გამოყენება, ვინაიდან მას უფრო მოქნილი კონფიგურაციული პარამეტრები გააჩნია, შედარებით ნელია და იძლევა ნაკლებ მცდარ სიგნალებს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.