ანტიმარტინგეილის მეთოდი/სტრატეგია

ანტიმარტინგეილის მეთოდი/სტრატეგია

მარტინგეილის მეთოდის/სტრატეგიის გარდა, ფორექსზე არსებობს – ანტიმარტინგეილის მეთოდი/სტრატეგია.

ანტიმარტინგეილის მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში:
ყოველი წარმატებული გარიგების შემდეგ ლოტი ორმაგდება, ხოლო წარუმატებელი გარიგების შემთხვევაში, შემდეგ ლოტს ვამცირებთ მინიმალურად დასაშვებ ზომამდე.

მაგალითად: გავხსენით პოზიცია 8 ლოტით, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიხურა ზარალით. ამის შემდეგ, ფსონს ვამცირებთ და პოზიციას ვხსნით 1 ლოტით (ჩვენ შემთხვევაში ვთქვათ მინიმალურად დასაშვები ზომით). ამ პოზიციის წარუმატებლობის შემთხვევაში, ბაზარზე შევდივართ ისევ 1 ლოტით. ხოლო პოზიციის მოგებით დახურვის შემდეგ, ახალ პოზიციას ვხსნით 2 ლოტით (ანუ გაორმაგებული ლოტით) და ვაჭრობას ვაგრძელებთ ზემოთ აღწერილი სქემით.

ანტიმარტინგეილის სტრატეგიამ გავრცელება ჰპოვა სწორედ ფინანსური ბაზრებთან მიმართებაში. მრავალი ტრეიდერი, მოცემულ სტრატეგიას ინტეგრაციას უკეთებს საკუთარ სავაჭრო სისტემაში, რათა კაპიტალის მართვის სქემა უფრო მეტად დახვეწოს. ხშირად, ასეთი მიდგომა აუმჯობესებს სავაჭრო სისტემის შედეგებს.

ამ სტრატეგიის გამოყენება დამწყები ტრეიდერებისათვის რეკომენდებულია მხოლოდ საკუთარი სავაჭრო სისტემის შემუშავება/დამუშავების შემდეგ. ამ სტრატეგიით ვაჭრობა საკმაოდ რთულია, რადგან ვაჭრობის ემოციური შემადგენელი გაცილებით მეტია, ვიდრე წინასწარ განსაზღვრული მათემატიკური ალგორითმი.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა – ფორექსზე ვაჭრობის ყველაზე მარტივი ტაქტიკაა.