ფორექსის ბაზრის სისტემური ხედვა

ფორექსის ბაზრის სისტემური ხედვა

წინა სტატიაში, სპეციალურად მუქ ფერებში ავღწერეთ თუ რატომ არის რთული ფორექსზე ვაჭრობისას მოგების მიღება. სიმართლე რომ ვთქვა, არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობა იმ შემთხვევაში თუ გვექნება ფორექსის ბაზრის სისტემური ხედვა.

მაშინაც კი, როდესაც ერთი საფინანსო თვის განმავლობაში მივიღებთ დიდი მოგებას, ხოლო დანარჩენი რამდენიმე თვის განმავლობაში წავაგებთ, რადგან ესეთი შედეგი თავის მხრივ მყისიერად ან გარკვეული პერიოდის შემდეგ, უარყოფითი შედეგით გადაფარავს პირველ მოგებას.

ნებისმიერ ბიზნესში არსებობს ფულადი ნაკადის ცნება. ფულად ნაკადებში იგულისხმება წარმოების სუფთა მოგება – დანადგარების ამორტიზების, ყველა სახის გადასახედების, ხელფასების და ა.შ. გადახდის შემდეგ. ბიზნესების უმრავლესობას აქვს მუდმივი ფულადი ნაკადები, რომლებიც მხოლოდ სეზონურ ცვლილებებზეა დამოკიდებული. ბიზნესის მფლობელისათვის მთავარია უნდა იყოს არა იმდენად მოგების მიღება დროის რაიმე გარკვეულ მონაკვეთში, არამედ მოგების მიღების სტაბილურობა – ფულადი ნაკადი. ფორექსზე ვაჭრობა კი, ვაჭრობის კლასიკური გაგებით არასტაბილურია. პროფესიონალიზმი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ფორექსზე ფულადი ნაკადი გავხადოთ სტაბილური.

ზედა აბზაცში სპეციალურად გაკეთდა აქცენტი კლასიკურ ვაჭრობაზე, რომელიც გულისხმობს “ხელით” ვაჭრობას ვრცლად აღწერილი სავაჭრო მიდგომების გამოყენებით, როგორებიცაა ტექნიკური, ან ფუნდამენტალური ანალიზი. ცალკე აღებული ასეთი მეთოდებით ვაჭრობა – ერთგვარი უტოპიაა, რადგან ვერავინ შეძლო მათი ცალ-ცალკე გამოყენებით სტაბილური და მუდმივი შემოსავლის მომტანი, სტრუქტუირებული სისტემის შექმნა. იმისათვის, რომ ფორექსზე ვისაუბროთ, როგორც ბიზნესის სერიოზულ სახეობაზე, საჭიროა, ასეთი სახის სავაჭრო მიდგომებისგან შეიქმნას მკაფიოდ ჩამოყალიბებული, დროით შემოწმებული კომპლექსური სავაჭრო სისტემა. მიაქციეთ ყურადღება, საუბარი ეხება არა იმდენად სავაჭრო სტრატეგიას, რამდენადაც მექანიკურ სავაჭრო სისტემას (ნუ აურევთ მრჩევლებში) რომლის ალგორითმსაც მოაქვს სტაბილური შემოსავალი. არ არის აუცილებელი, რომ ასეთი ალგორითმი იყოს 100 %-ით შეუცდომელი (შეუცდომელ სისტემებს ფორექსზე “გრაალს” ეძახიან, რომელიც ბუნებაში არ არსებობს) – სისტემამ უნდა მოიტანოს სტაბილური შემოსავალი არჩეულ სავაჭრო ინსტრუმენტზე, შესაბამისი სიგნალების მეშვეობით, შესაბამისი ლოტით და შესაბამისი Stop Loss და Take Profit პარამეტრებით.

თუ არ გაქვთ, საფუძვლიანად და ზედმიწევნით დაპროექტებული და ტესტირებული მექანიკური სავაჭრო სისტემა, მაშინ თქვენი ვაჭრობა დაემსგავსება რულეტკაზე თამაშს, მიხედავად იმისა, თუ რამდენი მასალა შეისწავლეთ და დაიზეპირეთ ფორექსის შესახებ.

დაიმახსოვრეთ – თქვენ ხართ ჩვეულებრივი, უსუსური, კერძო ტრეიდერი, და არა კომერციული, თუ ცენტრალური ბანკი, საპენსიო, ჰეჯ, ან საინვესტიციო ფონდი, აქედან გამომდინარე ვაჭრობის პასიური მონაწილე ხართ, ამიტომ იმისათვის რომ თქვენი წილი კარაქიანი პური მიიღოთ, საჭიროა – ფორექსზე ვაჭრობას მიუდგეთ სისტემურად. თუ რა თქმა უნდა ზემოთხსენებული ფინანსური მგლების მიმართ ალტრუისტი არ ხართ, ან ვაჭრობთ მხოლოდ სიამოვნებისა და აზარტისთვის.

ასე რომ, ის თუ რა არის საჭირო: საკუთარი სავაჭრო მექანიკური სისტემის შექმნისათვის, სავაჭრო სტრატეგიის შერჩევისათვის; ამ სისტემების შემადგენელი ნაწილების დაკომპლექტებისათვის; მათი ურთიერთდამოკიდებულების გააზრებისა და ურთიერთდაკავშირებისათვის; აგრეთვე იმისათვის თუ რა ცოდნის მარაგით უნდა შეიარაღდეთ რათა სავაჭრო სისტემა ამუშავდეს და მოგება მოიტანოს – ამის შესახებ წაიკითხავთ ამ რუბრიკის სხვა სტატიებში და საიტის სხვა მასალებში.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა – ფორექსზე ვაჭრობის ყველაზე მარტივი ტაქტიკაა.