გამოცდილების მიიღება - მძიმე შეცდომების დაშვების გზით

გამოცდილების მიიღება მძიმე შეცდომების დაშვების გზით

გამოცდილების მიიღება მძიმე შეცდომების დაშვების გზით მე მგონი ერთადერთი საშუალებაა, რომ გავხდეთ პროფესიონალი ნებისმიერ საქმიანობაში. სტატიაში ძალიან მოკლედ შევეხები ფორექსზე ვაჭრობის სისტემების დატესტვის, საკუთარ მოთხოვნილებებზე მორგებისა და ადაპტირების ზოგად პრინციპებს.

საიტის ზოგიერთ სტატიაში ფორექსზე საუბარი ისეთ ფერებშია, რომ ზოგიერთ მკითხველს შესაძლებელია საერთოდ გული აუცრუვდეს ფორექსზე, გათიშოს ეს საიტი და საერთოდ აღარასოდეს გაიხსენოს, არც ფორექსი და არც სხვა საფინანსო ბაზრები. პრინციპში ჩემი ძირითადი მიზნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც სწორედ ესაა.

მე არ ვარ ბროკერი და საბროკერო კომპანიის წარმომადგენელი, რომ აღფრთოვანებულ კონტექსტში მოვუწოდო ადამიანებს ფორექსზე დაუყოვნებლივ ვაჭრობის დაწყება და ათი ათასობით აშშ დოლარის შემოსავალი თვეში.

არც შარლატანი ფორექს მასწავლებლების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც დამწყებებს “აბოლებენ” და ანაზღაურების ფასად ერთ, ორ, ან თუნდაც ექვს თვეში წარმატებულ ტრეიდერად ჩამოყალიბებას ჰპირდებიან. ფორექს მასწავლებლების მიმართ ნამდვილად არ ვარ განწყობილი უარყოფითად, პირიქით, პრინციპში მეც ამ როლში გამოვდივარ, მაგრამ ამ ეტაპზე სწავლისათვის არავის ვთხოვ ანაზღაურებას. ყოველ შემთხვევაში ამ სტილის ფორექს სწავლებისათვის, რომელიც ამ საიტზეა, ამ ეტაპზე წარმოდგენილი. არ გამოვრიცხავ რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მეც შევთავაზო მომხმარებელს ანაზღაურებადი სწავლის კურსი, მაგრამ არასოდეს ვეტყვი მათ, რომ ფორექსი ციური მანანა არის და ტრეიდერის გზა ია და ვარდით არის მოფენილი. ჩემი მიზანია ბუნებრივი გადარჩევის გზით საიტზე დარჩეს მხოლოდ ის, ვისაც ნამდვილად სურს და აინტერესებს ფორექსი (საფინანსო ბაზრები) და ვისაც სჯერა, რომ ამ გზაზე, სწავლით, მონდომებით და შრომის გზით მოიპოვებს წარმატებებს.

ფორექსზე წარმატების მიღწევისათვის საჭიროა სწავლა და გამოცდილება. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს – გამოცდილება მოდის მხოლოდ დაშვებული მძიმე შეცდომების შედეგად. მაგრამ ეს შეცდომები არ უნდა იყოს კატასტროფული დეპოზიტისათვის. სწორედ ასეთი შეცდომების ანალიზისა და გამოსწირების გზით მიაღწევთ პროფესიონალიზმს. სავაჭრო ტერმინალთან ყოველდღიური მუშაობა მოგიტანთ, როგორც შეცდომებს ასევე წარმატებებს.

სავაჭრო ტერმინალისთვის MetaTarde 4 დაწერილია უამრავი ინდიკატორი, სკრიტი, ავტომატური მრჩეველი, სტრატეგია და სისტემა. გაითვალისწინეთ, რომ მათ შორის არცერთი არ არის უშეცდომო და ვერავინ შექმნა დღემდე “გრაალი” (ფორექს ჟარგონზე “გრაალს” უწოდებენ რაიმე სავაჭრო პროგრამა/ინსტრუმენტს, რომელსაც 100%-ანი სტაბილური შედეგი აქვს). ზემოთაღნიშნულ არცერთ ინსტრუმენტს არ შეუძლია გეომეტრიული პროგრესიით მზარდი შემოსავლის მოტანა, მაგრამ ზოგიერთი დასკვნების გაკეთება მაინც შესაძლებელია, რომელთა შესახებაც სტატიაში მოგახსენებთ.

როგორც წინა სტატიაში ვთქვით, ნებისმიერი სავაჭრო სისტემის ალგორითმის ბირთვი უნდა იყოს მომავალი კოტირებების გამოცნობა/პროგნოზირება/განჭვრეტა, რომელიც თავის მხრივ უნდა ეფუძნებოდეს რეტროსპექტიულ მონაცემებს. თუმცა არსებობს ვაჭრობისადმი სხვაგვარი მიდგომაც, რომლის დროსაც უშუალოდ/პირდაპირ არ ანალიზდება კოტირებები, არამედ ანალიზდება ბაზრის გაჯერებული გაყიდვის და გაჯერებული ყიდვის გრაფიკები. უამრავი ინდიკატორი არსებობს, რომლებიც შექმნილია ასეთი ვითარების გამოვლენის მიზნით, მაგალითად Relative Strength Index (RSI), ან სტოჰასტიკური ოსცილატორი. როგორც წესი, გაჯერებული გაყიდვის და გაჯერებული ყიდვის გრაფიკის მაჩვენებელი ვარირებს გრაფიკის 0%-დან 100%-მდე ინტერვალში, რაც თავის მხრივ, ბაზრის ანალიზისთვის მოსახერხებელი მაჩვენებელია.

თუ ამ მოვლენით დაინტერესდებით, მაშინ შესაძლებელია აირჩიოთ საიტზე გამოქვეყნებული სტრატეგიები, რომლებიც გაჯერებული ყიდვის და გაჯერებული გაყიდვის ალგორითმს ეფუძნება და დატესტოთ ისინი. მოახდინოთ მათი ადაპტირება, ან გამოიყენოთ თქვენი ფანტაზია და უფრო გაამდიდროთ და დახვეწოთ იგი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ალგორითმი ან ჩამოაყალიბოთ სისტემა ალგორითმების კომბინაციის გზით, ან რამდენიმე ალგორითმი გააერთიანოთ ერთში. შეგიძლიათ გამოიყენოთ მცოცავი საშუალოების მეთოდი (Moving Averages), რომლის ანალიზი შედარებით მარტივია. მაგრამ ყველა შემთხვევაში აუცილებლად გახსოვდეთ, რომ ყველა ინდიკატორი აგვიანებს. თუმცა კონსერვატიული ვაჭრობის სტილისათვის, მათი ეს თვისება შესაძლებელია უფრო ხელსაყრელიც კი იყოს.

არაფერია მოულოდნელი. შესაძლებელია ასეთი ცდების და კვლევების მეშვეობით ისეთი სავაჭრო სისტემა ჩამოაყალიბოთ, რომ თავად დარჩეთ გაკვირვებული მისი მუშაობის ეფექტურობით. მერწმუნეთ ეს შესაძლებელია, გამოცდილი მაქვს. პირადად ჩემი სავაჭრო სტრატეგია გრაფიკული და სანთლური ანალიზის ალგორითმს ეფუძნება და ტექნიკური ანალიზის ერთი ელემენტია გამოყენებული. ჩემი სტრატეგიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ყოველკვირეულ ფორექს პროგნოზებში.

ფორექსზე სავალუტო კოტირებების პროცესი არის – ქაოტური პროცესი, თუმცა ქაოსიც რაღაც კანონზომიერებას ეფუძნება. ამიტომ კოტირებების პროგნოზირება ძალიან რთული საკითხია, მაგრამ მაინც განხორციელებადი. მერწმუნეთ – ესეც გამოცდილია.

იმათთვის კი ვისაც არ სურს ტვინის ზედმეტად წვალება სხვადასხვა რთული გამოთვლებითა და ალგორითმებით, შემიძლია ვურჩიო ფინანსურ სიახლეებზე ვაჭრობა. თუ გაქვთ რაიმე სახის წვდომა ფინანსურ სიახლეებთან იმაზე ადრე, ვიდრე ამას სხვები გაიგებენ (რაშიც პირადად ეჭვი მეპარება), მაშინ თქვენ უდიდესი წარმატების შანსი გქონიათ, თუ არ ხართ ასე ინფორმირებული, მაშინ ისარგებლეთ ფორექს კალენდარით და მასზე დაკვირვებით და უნარიანი გამოყენების შემთხვევაშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებებს ფორექსზე ვაჭრობის პროცესში.

ჩვენ, ონლაინ ტრეიდერები, ვართ მიკროსკოპული ზომის ნავები მსოფლიო ფინანსურ, უდიდეს, შტორმულ ოკეანეში. სანაპირომდე მიღწევის შანსი ყოველთვის გვაქვს, მაგრამ ამის ალბათობის სიდიდეს გააჩნია…

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა – ფორექსზე ვაჭრობის ყველაზე მარტივი ტაქტიკაა.