მომავლის წინასწარმეტყველება

მომავლის წინასწარმეტყველება

მომავლის წინასწარმეტყველება და პროგნოზირების სისტემა ფორექსის ბაზარზე – ერთმანეთის სინონიმებია.

შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენმა ვაჭრობის ალგორითმმა შეძლოს მომგებიანი გარიგებების გენერირება, მან (ალგორითმმა) უნდა იცოდეს მომავლის განჭვრეტა, წინასწარმეტყველება. ამის წაკითხვის შემდეგ შესაძლბელია გაგეღიმოთ და ჩათვალოთ, რომ საიტის ავტორი “ღადაობს”, მაგრამ, ესე ნამდვილად არ არის. კიდევ ერთხელ უნდა გავმეორდე, რომ სავაჭრო ალგორითმის ბირთვი უნდა იყოს მომავლის წინასწარმეტყველების/განჭვრეტის სისტემა. და რაც უფრო მთავარია – იგი უნდა ეყრდნობოდეს წარსულის ანალიზს.

ვისაც მათემატიკა არ ესმის ნუ შეგეშინდებათ ქვემოთ მოყვანილი ტექსტისა და ნუ იფიქრებთ, რომ თუ მათემატიკა არ გესმით, მაშინ საქმე დაღუპულია და ფორექსსაც ვერ აითვისებთ – ეს ნამდვილად ესე არ არის. უბრალოდ ზოგადი განათლება/ინფორმაციულობისათვის სასურველია მისი ცოდნაც.

მათემატიკაში არსებობს ექსტრაპოლაციის ფუნქციის ცნება. აღნიშნული პროცესი განსაზღვრავს (განჭვრეტს) გრაფიკზე შემდგომი წერტილების ადგილმდებარეობას, წერტილების ადრინდელი (განვლილი პერიოდის) ადგილმდებარეობის საფუძველზე. ექსტრაპოლაციის რამდენიმე ალგორითმი საკმაოდ წარმატებით მუშაობს და შედეგებიც მოაქვს. ანუ, თუ ამ მათემატიკურ მოდელს გამოვიყენებთ, მაშინ სავალუტო წყვილის გრაფიკზე გვეცოდინება ფასის მომავალი მინიმუმის ან მაქსიმუმის წერტილი. მაშ, გავხსნათ ორდერი, დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ მალიბუზე დასასვენებლად – სანამ იქ ჩავალთ მოგებაც მოგვისწრებს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც გაწბილება გველის, რადგან პრაქტიკულად ყველა მათემატიკური ალგორითმი მუშაობს იმ ფუნქციებთან, რომლის გამოხტვაც მხოლოდ მათემატიკური განტოლებით არის შესაძლებელი. ფორექსის ბაზრის აღწერა შეუძლებელია მათემატიკური ფორმულით, ყოველ შემთხვევაში, დღემდე ეს ვერავინ შეძლო.

ამიტომ ფასური რყევები, ფასთა მოძრაობა – არის შემთხვევითი პროცესი, ხოლო ქაოტური პროცესების მომავლის წინასწარმეტყველება, რეტროსპექტიული მონაცემების საფუძველზე – არატრივიალური ამოცანაა.
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა – ფორექსზე ვაჭრობის ყველაზე მარტივი ტაქტიკაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.