ვაჭრობის ფსიქიატრია

ვაჭრობის ფსიქიატრია

ფორექსის შესახებ ლიტერატურა გაჯერებულია ტერმინით “ვაჭრობის ფსიქიატრია” და “ვაჭრობის ფსიქოლოგია”, რომლის შესახებაც ამ საიტის მრავალ სტატიაშია საუბარი.

ტერმინით “ვაჭრობის ფსიქოლოგია” აღიწერება ტრეიდერის ემოციური მდგომარეობა, რომელიც თან სდევს ფინანსურ ინსტრუმენტზე განხორციელებული სავაჭრო გარიგებების შედეგებს.

ამავე ლიტერატურაში იშვიათად, მაგრამ მაინც, ეს ტრადიცია დარღვეულია, რის გამოც შეხვდებით ტერმინს “ვაჭრობის ფსიქიატრია”. როგორც ერთი, ისევე მეორე ტერმინის მხარდამჭერები ასხვავებენ მათ, ამიტომ ამ სტატიაში შევეცადოთ მოკლედ განვმარტოთ მათი განსხვავებები.

საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ადამიანი, ფორექსზე ვაჭრობას ერთ სიბრტყეზე აყენებს აზარტული თამაშებისა და დამოკიდებულებების სხვა ფორმებთან, რაც თავის მხრივ საფუძველს მოკლებული არ არის. არსებობენ ტრეიდერები, რომლებიც გენეტიკურად არიან მიდრეკილნი აზარტული დამოკიდებულებების მიმართ, ისინი საკუთარი აზარტის ხაფანგში ებმებიან. ფორექსზე თუნდაც ერთხელ ვაჭრობის შემდეგ, თავიდან ბოლომდე ეფლობიან ამ საქმიანობაში და ვეღარ წარმოუდგენიათ ცხოვრება მის გარეშე. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფორექზე ვაჭრობისათვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერით ქსელში შესვლა, მაშინ მორიგი “კაიფის” დაჭერა არც თუ ისე რთული საქმე ყოფილა.

აზარტული დამოკიდებულება, ისევე, როგორც ალკოჰოლური, ან ნარკოტიკული დამოკიდებულება – არის მხოლოდ და მხოლოდ შედეგი. უმრავლეს შემთხვევებში მიზეზი იმალება იმაში, რომ ადამიანს, ბედნიერებისათვის რაღაც აკლია. იგი იმყოფება დათრგუნულ მდგომარეობაში, ან რაც გაცილებით ცუდია – დეპრესიაში. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ცდილობს იპოვოს არაკმარი სიამოვნების მიღების ალტერნატიული მეთოდები, რის გამოც/რითიც უფრო მეტად იფლობა ჭაობში – იგივე, თავს ჰყოფს ყულფში. ასე, რომ ფორექსზე ვაჭრობა მეტად საკვირველი მოვლენაა. იგი შესაძლებელია იქცეს, როგორც შემოსავლის მიღების სოლიდურ და ძირითად წყაროდ, თუ მის მიმართ სწორი მიდგომა იქნება, აგრეთვე გახდეს ნარკოტიკიც – თუ მის მიმართ გადაჭარბებულ ლტოლვას გამოვავლენთ. ხოლო, ნარკოლოგია და ფსიქიატრია ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, სწორედ ამიტომაც ზოგიერთი ანალიტიკოსი საუბრობს “ვაჭრობის ფსიქიატრიის” შესახებ.

პირადად არ ვეთანხმები “ვაჭრობის ფსიქოლოგიის” ალტერნატივად “, ვაჭრობის ფსიქიატრიის” ტერმინით ჩანაცვლებას. ვინაიდან “ვაჭრობის ფსიქოლოგია” სავაჭრო გარიგებასთან დაკავშირებულ, ბაზრის ქცევის ინდიკატორად მიმაჩნია, რომელთანაც, რა თქმა უნდა ადამიანური ქცევების ზოგადი თვისებებია დაკავშირებული, ხოლო “ბაზრის ფსიქიატრია” – უფრო გლობალური ადამიანური ფაქტორია.

მარტივად რომ ვთქვა, ბაზრის ფსიქოლოგია ნიშნავს – თუ ფასი ერთი მიმართულებით მოძრაობს, მაშინ ყველა ტრეიდერს უჩნდება ფსიქოლოგიური განცდა იმისა, რომ ორდერები გახსნას ფასის მოძრაობის თანხვედრილი მიმართულებით, ან თუ ტრეიდერების უმრავლესობა სავაჭრო წყვილის გრაფიკზე ხედავს რაიმე გრაფიკულ ფიგურას, მაშინ ისინი ცდილობენ, ამ ფიგურასთან დაკავშირებული, ტრადიციული ქცევების ნორმით იმოქმედონ, ამიტომაც ბაზარიც ამგვარადვე იქცევა.

ხოლო “ვაჭრობის ფსიქიატრიის” თემა ჩემთვის და მრავალი სხვა ტრეიდერისთვის ნიშნავს: თუ ადამიანი ჭკვიანია, იგი ფორექსის ბაზარზე საქმიანობას შემოსავლის წყაროდ გაიხდის, თუ ადამიანი სულელია – მაშინ იგი ბოლომდე სულელად დარჩება, ან უკეთეს შემთხვევაში მისი სისულელე დიდი ხნის განმავლობაში გააწვალებს მასაც და მის გარშემო მყოფთაც.

ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ფორექსზე სწრაფი მოგების სურვილით შეპყრობილობას მივყავართ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების უსისტემო გახსნისკენ, რაც თავის მხრივ იწვევს ერთი მეორეზე დეპოზიტების განულებას. დანაკარგის მიღებისაგან გამოწვეული სიმწარე იწვევს ბრაზს, ბრაზი შიშს, რაც ტრეიდერის ფსიქიკაზე დამანგრეველად მოქმედებს. შერყეული ფსიქიკა გარემოცვაზეც ახდენს ზეგავლენას, რომელსაც პირადი ცხოვრების განადგურებაც კი შეუძლია. სიმართლე გითხრათ ფორექსთან დაკავშირებული, ასეთი მძაფრი სიტუაციები ქართულ რეალობაში არ გამიგია, მაგრამ უცხოურ ტრეიდერულ წრეებში ასეთი მაგალითები ბევრია. თუმცა ტოტალიზატორზე მოთამაშეების შესახებ ასეთი ისტორიები თქვენც გექნებათ მოსმენილი. ამიტომ სანამ დაიწყებდეთ ფორექსზე ვაჭრობას დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ საკუთარი ემოციების და ზოგადად ფსიქიკის კონტროლირება ნებისმიერ სიტუაციაში.

თუ ფორექსზე მუშაობის პროცესში გრძნობთ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თქვენი ტრეიდერული კარიერა დაღავალია – ან საერთოდ შეწყვიტეთ ვაჭრობა, ან შეწყვიტეთ იგი რამდენიმე ხნით, გაანალიზეთ თქვენი ვაჭრობის სტილი, აღმოაჩინეთ შეცდომები, შეიმუშავეთ მათი აღმოფხვრის გზები და მხოლოდ ამის შემდეგ განაახლეთ საქმიანობა მსოფლიო სავალუტო ბაზარზე. ემოციები და საღი აზრი იმყოფება ძალიან მყიფე საზღვრის სხვადასხვა მხარეს, ამიტომ არ მისცეთ უფლება სიხარბეს და აზარტს გაარღვიოს იგი.

მერწმუნეთ ასეა ეს, გამოცდილია…

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა – ფორექსზე ვაჭრობის ყველაზე მარტივი ტაქტიკაა.