მარტინგეილის მეთოდის/სტრატეგიის გარდა, ფორექსზე არსებობს – ანტიმარტინგეილის მეთოდი/სტრატეგია.
ანტიმარტინგეილის მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში:
მაგალითად: გავხსენით პოზიცია 8 ლოტით, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიხურა ზარალით. ამის შემდეგ, ფსონს ვამცირებთ და პოზიციას ვხსნით 1 ლოტით (ჩვენ შემთხვევაში ვთქვათ მინიმალურად დასაშვები ზომით). ამ პოზიციის წარუმატებლობის შემთხვევაში, ბაზარზე შევდივართ ისევ 1 ლოტით. ხოლო პოზიციის მოგებით დახურვის შემდეგ, ახალ პოზიციას ვხსნით 2 ლოტით (ანუ გაორმაგებული ლოტით) და ვაჭრობას ვაგრძელებთ ზემოთ აღწერილი სქემით.
ანტიმარტინგეილის სტრატეგიამ გავრცელება ჰპოვა სწორედ ფინანსური ბაზრებთან მიმართებაში. მრავალი ტრეიდერი, მოცემულ სტრატეგიას ინტეგრაციას უკეთებს საკუთარ სავაჭრო სისტემაში, რათა კაპიტალის მართვის სქემა უფრო მეტად დახვეწოს. ხშირად, ასეთი მიდგომა აუმჯობესებს სავაჭრო სისტემის შედეგებს.
ამ სტრატეგიის გამოყენება დამწყები ტრეიდერებისათვის რეკომენდებულია მხოლოდ საკუთარი სავაჭრო სისტემის შემუშავება/დამუშავების შემდეგ. ამ სტრატეგიით ვაჭრობა საკმაოდ რთულია, რადგან ვაჭრობის ემოციური შემადგენელი გაცილებით მეტია, ვიდრე წინასწარ განსაზღვრული მათემატიკური ალგორითმი.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































