ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობის ძირითადი შეცდომები

ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობის ძირითადი შეცდომები

ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობა არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ბროკერების უმრავლესობის სარეკლამო მესიჯი გულისხმობს რომ, ოფციონები არის ლატარეის ნაირსახეობა და მთავარი და ერთადერთი პროცედურაა ფუთ ან ქოლ ღილაკებზე დაჭერა.

სინამდვილეში საკითხი ეხება გაცილებით რთულ პროცესს, ხოლო ზემოთხსენებული სარეკლამო გზავნილების მიხედვით ოფციონებით ვაჭრობის შესახებ წარმოდგენის შექმნა მხოლოდ ზარალის მიღების წინაპირობაა.

ამიტომ, სანამ ოფციონებზე დავიწყებთ ვაჭრობას, წარმოდგენა უნდა შევიქმნათ თუ რა ძირითად და ზოგად შეცდომებს ვუშვებთ ტრეიდერები ბინარებზე ვაჭრობის დროს:

მაღალი ფსონი

მიჩნეულია, რომ ერთი ფსონის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტის 10%-ს. მაგალითად, თუ ანგარიშზე გაქვთ 1 000 აშშ დოლარი, მაშინ ერთი ფსონის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 100 აშშ დოლარს. ეს მიჩნეულია ზოგადად, ხოლო პირადად ვთვლი რომ ეს სიდიდე გაუმართლებლად დიდია. ჩემი აზრით ერთი ფსონის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტის 1-3%, მაქსიმუმ 5%-ს. თუმცა ეს სუბიეტური აზრია და საიტის მომხმარებლები შეამჩნევდით რომ ძალიან კონსერვატიული ვაჭრობის სტილის მომხრე ვარ. ასე რომ – არჩევანი თქვენზეა.მაგრამ ყველა ვარიანტში, არ არის აუცილებელი ვუცადოთ ერთი ფსონის ექსპირაციის ვადის ამოწურვას, ზემოთხსენებული მაგალითის მიხედვით, თუ ამის რეალური სიგნალები გვაქვს, სავსებით შესაძლებელია სხვა ფსონებიც დავდოთ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე – მით უმეტეს ეს ხომ ფორექსი არ არის, რომ დეპოზიტის სიმყარის გარანტირებისათვის ანგარიშზე დავტოვოთ გარკვეული თანხა;

ალალბედზე ვაჭრობა

უმრავლეს შემთხვევაში ტრეიდერები ფსონებს დებენ მიმდინარე მოძრაობის მიხედვით და არ ითვალისწინებენ ტრენდული ცვლილებების შესაძლებლობას. მნიშვნელობა არ აქვს რა დროით დებთ კონტრაქტს, აუცილებელია შევეცადოთ გავაანალიზოთ მოძრაობის დინამიკა, ვინაიდან, როგორც ფორექსიდან გვახსოვს არსებობს ისეთი “ჩასაფრებული” ცნებები, როგორებიცაა კორექცია და ტრენდის შემობრუნება.

საუკეთესო ვარიანტია ყოველი ფსონის დადებამდე ჩავატაროთ ტრენდის მრავალმხრივი ანალიზი, თუმცა ამის შესაძლებლობა ოფციონებზე და მით უფრო ტურბო ოფციონებზე ნაკლებადაა, მაგრამ ამ მიზნისთვის ელემენტარული, მაგრამ ეფექტური ინდიკატორების გამოყენება მიზანშეწონილი და აუცილებელია;

საშუალო ვადიან ინტერვალებზე თამაში

ეს პუნქტი, როგორც ასეთი არ არის შეცდომა, თუმცა გასათვალისწინებელია: მიჩნეულია, რომ 5, 15 და 30 წუთიან ინტერვალებზე ვაჭრობა რთულია ვიდრე მოკლევადიან და გრძელვადიან ოფციონებზე ვაჭრობა. ამ შემთხვევაშიც აღნიშნულ მოსაზრებას არ ვიზიარებ. ყველაფერი დამოკიდებულია ტრეიდერის მიერ ბაზრის აღქმაზე სავაჭრო სტრატეგიაზე;

მრჩევლების გამოყენება

ავტომატური სავაჭრო პროგრამების, მრჩევლების გამოყენება – ფორექს მრჩევლები პოპულარული და ფართოდ გავრცელებული პროგრამებია ფორექსზე, თუმცა ბინარულ ოფციონებზე შეზღუდულია მათი როგორც ფუნქციონალი ასევე გავრცელების არეალი. ეს ცალკე, ფართო თემაა და მას სხვა სტატიებში შევეხებით. აქ კი ვიტყვი რომ ბინარულ ოფციონებზე მრჩევლებით ვაჭრობის დროს დამატებით, სკურპულოზურადაა გასათვალისწინებელია ისეთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი როგორიცაა დროის ინტერვალი;

ვაჭრობა ტრენინგის გარეშე

ოფციონური ბროკერების უმრავლესობას აქვს დემო ანგარიშზე ვაჭრობის შესაძლებლობა, ამიტომ სანამ გადახვალთ რეალურ ანგარიშზე, მანამდე აუცილებლად დატრენინგდით დემონსტრაციულ ანგარიშზე, რაც გამოცდილაბას შეგძენთ და ასევე დატესტავთ საკუთარ სავაჭრო სტრატეგიას;

ბროკერის არასწორი შერჩევა

ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ოფციონური ბროკერი გამოჩნდა ბაზარზე და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება, თუმცა ძალიან ბევრი მათგანის სანდოობის ხარისხი ძალიან დაბალია, ამიტომ ოფციონებით ვაჭრობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა შეარჩიოთ სოლიდური ოფციონური ბროკერი;

და რაც მთავარია – ოფციონებით ვაჭრობა საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი თავიდანვე მაღალი ფსონებით თამაში;

მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა იმის შესახებ, რომ ოფციონები ერთგვარი ლატარეაა და წარმატებისთვის მხოლოდ ბედი და ინტუიციაა საკმარისი – მერწმუნეთ, ალალბედზე და მხოლოდ ინტუიციის იმედად ვაჭრობა დამღუპველია დეპოზიტისთვის. ოფციონები მოითხოვენ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სავაჭრო სტრატეგისა და ტაქტიკას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …