კორექციაზე ვაჭრობა

კორექციაზე ვაჭრობა

იმისათვის, რომ ფორექსზე წარმატებულად ვივაჭროთ, უნდა ვიცოდეთ კურსის მოძრაობის მიზეზები, ზოგიერთ შემთხვევაში ამის გაკეთება ადვილია, ხოლო სხვა შემთხვევებში გაცილებით რთული.

თუ, ტრენდული მოძრაობა, პრაქტიკულად ყოველთვის განპირობებულია ფუნდამენტალური ფაქტორებით, კორექცია ანუ უკუსვლა არის ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტი. ბაზრის უკუსვლა წარმოიქმნება, არსებული ტენდენციის მიმართულებით ფასის ენერგული და მნიშვნელოვანი მოძრაობის შემდეგ.

ტრენდი მოძრაობს ტალღისებურად შემდეგი სქემის მიხედვით

ჯერ წარმოიქმნება სიგნალი, რომელიც წარმოადგენს სავალუტო წყვილის ფასის აწევის ან დაწევის საფუძველს. მას შემდეგ, რაც ფასი გაივლის პუნქტების N რაოდენობას, ბაზრის მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა თვლის, რომ ტენდენცია შესუსტდა და პოზიციებს ხსნიან საპირისპირო მიმართულებით.

ტრენდის საპირისპიროდ გახსნილი ორდერების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, იწვევს ძირითადი მიმართულების დროებით ცვლილებას, მაგრამ ვინაიდან მთავარი ტრენდი კვლავ ძლიერია, გარკვეული პერიოდის შემდეგ კურსი ისევ უბრუნდება ტრენდის დომინირებულ მიმართულებას.

ანალიტიკოსების უმრავლესობა, სწორედ ასე ხსნის ტრენდის კორექციის წარმოშობის მიზეზს.

რეკომენდებულია თუ არა კორექციაზე ვაჭრობა?

ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა კორექციაზე ვაჭრობა შესაძლებელია სკალპინგისა და პიპსოვკის სტრატეგიებით მუშაობისას, ვინაიდან კორექციული მოძრაობა შიდადღიურ მონაკვეთზე იშვიათად აღემატება ორ-სამ ათეულ პუნქტს, თანაც კორექციის დასაწყისშივე ორდერის გახსნა ძალიან რთულია და თვით კორექცია შესაძლებელია ძალიან სწრაფად დასრულდეს.

პიპსოვკის შემთხვევაში კორექციაზე ვაჭრობა რეკომენდებულია მაშინ, როდესაც წარმოიქმნება უკუსვლების პერიოდული გამეორებები, ან ფასი მოძრაობს ვიწრო ფასურ დერეფანში, ასეთი რამ ხდება ფლეტის დროს. ამ შემთხვავაში საკმარისია 3-5 გარანტირებული პუნქტის დაჭერა და მოგება უკვე ჯიბეშია.

საშუალოვადიანი ვაჭრობის დროს კორექცია უფრო მეტად, ახალი პოზიციების გახსნის ორიენტირად გვევლინება, ვინაიდან გვაძლევს საშუალებას მივიღოთ დამატებითი მოგება, მთავარია კორექცია არ გადაიქცეს ტრენდის შემობრუნებად.

ტრენდის შემობრუნებისგან თავის დაზღვევისათვის, საჭიროა თვალყური ადევნოთ ფორექსის კალენდარს, თუ უკუსვლა არ დასტურდება ფუნდამენტალური მოვლენებით, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ტრენდის შემობრუნებად იქცეს.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

საყრდენი წერტილები

საყრდენი წერტილები ფორექსზე

ყველა ტრეიდერი იყენებს ვაჭრობის საკუთარ, ან არჩეულ მეთოდს და სტრატეგიას, მაგრამ პრაქტიკულად ყოველი მათგანი ითვალისწინებს …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.