სარჩევი
ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი Xprofuter ტრენდის მიმართულების განსაზღვრის ერთ-ერთი საკმაოდ პოპულარული ინდიკატორია. ტრენდის მოძრაობის მიმართულების სწორი განსაზღვრა კი ტრეიდინგის უმთავრესი ამოცანაა.
ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი Xprofuter გააჩნია წინმსწრები ალგორითმი, მისი მუშაობის მაგალითი წარმოდგენილია სურათზე:
Xprofuter კარგად რეაგირებს გამოკვეთილ ტრენდზე, თუმცა ფლეტურ სიტუაციებში მისი პროგნოზების სიზუსტე იკლებს, რაც თავის მხრივ მის უარყოფუთ მხარედ უნდა ჩავთვალოთ.
Xprofuter -ს გააჩნია კონფიგურაციული პარამეტრები, რომელთა სწორად შერჩევა/დაყენების შემდეგ მისი მარგი ქმედების კოეფიცენტი უფრო მეტად იზრდება.
როგორც ცნობილია. სწორი პროგნოზი პრაქტიკულად ას პროცენტიან გარანტიას იძლევა იმისა, რომ სავაჭრო პოზიცია მომგებიანი იქნება.
ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი Xprofuter -ის მეშვეობით შესაძლებელია განვსაზღვროთ ტენდის მიმართულება 12 ბარის წინმსწრებად.
ინდიკატორის ავტორების ანოტაციის მიხედვით, მისი სიზუსტე 80-90%-ს აღწევს.
პროგრამულად ინდიკატორი შედგება ორი ფაილისგან. ტერმინალში მათი ჩატვირთვის შემდეგ, სავალუტო წყვილის გრაფიკის ქვედა ნაწილში გამოჩნდება ფანჯარა სადაც აისახება ტრენდის მოძრაობის ანალოგი, რომელიც ცოტათი უსწრებს ტრენდს, ხოლო ინდიკატორის მეორე ნაწილი გამოჩნდება ზედ გრაფიკზე მრუდის სახით, რომელიც აგრძელებს არსებული ტრენდის მიმართულებას, ინდიკატორის ალგორითმის შესაბამისად.
ინდიკატორის გამოყენება რეკომენდებულია მოკლევადიან პერიოდებზე ვაჭრობის დროს, მაგალითად სკალპინგისას, ვინაიდან გრძელვადიან პროგნოზირებისას ეს ინსტრუმენტი კარგად ვერ მუშაობს – თავად ასეთი ტიპის პროგნოზირების სირთულის გამო. ამასთან ერთად, სიგნალების ფილტრაციის მიზნით რეკომენდებულია ამ ინდიკატორის სხვა ინსტრუმენტებთან კომბინაცია.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით