ძირითადი საბირჟო ინდექსი

ძირითადი საბირჟო ინდექსი

სარჩევი

როგორც უკვე ვიცით ფიუჩერსები იყოფა ორ სახეობად: საანგარიშსწორებო და მიწოდებითი.

საანგარიშსწორებო (არა მიწოდებითი) ფიუჩერსი გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეებს შორის ხდება მხოლოდ ფულადი ანგარიშსწორება, მაშინ როცა საბაზო აქტივის ფიზიკური მიწოდება არ ხდება. ასეთ ვითარებაში, ვადის ამოწურვის შემდეგ გამყიდველი არ აწვდის მყიდველს საქონელს. ბირჟა მათ შორის ახორციელებს ურთიერთანგარიშსწორებას. საანგარიშსწორებო ფიუჩერსი გამოიყენება ისეთი საბაზო აქტივების ყიდვა-გაყიდვისთვის როგორებიცაა – ინდექსი და ვალუტა.

საბირჟო ინდექსი

საბირჟო ინდექსი (საფონდო ინდექსი) – არის აქტივების გარკვეული ჯგუფის (საქონლის, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების, ფასიანი ქაღალდების) კრებითი მაჩვენებელი, რომელსაც ეწოდება “საინდექსო კალათა”.

ფასიანი ქაღალდების და სხვა აქტივების ამ თუ იმ ჯგუფის საბირჟო ინდექსის შედგენის დროს შესაძლებელია დავინახოთ ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორში არსებული ვითარება. ინდექსების მეშვეობით ინვესტორები თვალს ადევნებენ ბაზრის, ან ცალკეული სექტორის განწყობას (მისი მოძრაობის მიმართულებას). ეს შესაძლებელია მაშინაც კი, როცა აქტივები ფასები საინდექსო ნაკრების შიგნით იცვლებიან სხვადასხვა მიმართულებით.

არსებობს კითხვა: რაში გვჭირდება საბირჟო ინდექსი? საბირჟო ინდექსი როგორც ასეთი არაფერს არ ნიშნავს. ეს არის ჩვეულებრივი რიცხვითი მნიშვნელობა და არ გააჩნია არავითარი ღირებულებითი გამოხატულება. ჩვენ გვაინტერესებს არა თვით ინდექსი, არამედ მისი რიგითობის დინამიკა, რომელიც შედგება ინდექსის ყოველდღიური გამოთვლებიდან.

იმის ნაცვლად რომ მუდმივად შევისწავლოთ უამრავი საინფორმაციო მასალა სავაჭრო ინსტრუმენტების (ამ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების) შესახებ, ინვესტორისთვის გაცილებით მარტივია საჭირო საბირჟო ინდექსზე თვალის დევნება, რათა დაინახოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში არსებული სიტუაცია და შეაფასოს საერთო სურათი. აღსანიშნავია, რომ საფონდო ინდექსების მიხედვით და გათვალისწინებით ხშირად მთელი სახელმწიფოების ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსჯელობენ. იმ შემთხვევაში, როდესაც ინდექსების დინამიკა უარყოფითია, მაშასადამე ბაზარი ეცემა და მას “დათვი”-ს (“დათვები”-ს) ბაზარს უწოდებენ. როდესაც მოძრაობა აღმავალია, ასეთ სიტუაციას – “ხარი”-ს (“ხარები”-ს) ბაზარს უწოდებენ.

ყველა ბირჟა, მასზე მოვაჭრე ფასიანი ქაღალდების საფუძველზე, აწარმოებს საკუთარი ინდექსების გამოთვლას. გარდა ამისა, ბაზრებს და ბირჟებს შეუძლიათ ერთდროულად გამოთვალონ რამდენიმე საბირჟო ინდექსი, რომლებიც შედგება სხვადასხვა “საინდექსო კალათისგან”. საბირჟო ინდექსების მნიშვნელობა და მათი დინამიკა ქვეყნდება მედიაში, ინტერნეტ საიტებზე და ფინანსური სიახლეების ნაკადში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …