ორი მიდგომა ფუნდამენტალური ანალიზისადმი

ორი მიდგომა ფუნდამენტალური ანალიზისადმი

როგორც წესი, ფუნდამენტალური ანალიზი ტარდება ორი გზით: “ქვემოდან ზევით” (კონკრეტული კომპანიის ანალიზი – ემიტენტები), ან “ზემოდან ქვემოთ” (მთლიანი ბაზრის ანალიზი).

მეორე შემთხვევაში (“ზემოდან ქვემოთ”) ტარდება მაკროეკონომიკური ანალიზი, რომლის პროცესში შეისწავლება მრავალი სახის მაჩვენებელი, როგორებიცაა: ინფლიაცია, ბიუჯეტის დეფიციტი, ფულადი მასის მოცულობა, წარმოების ზრდა. რეზულტატად შეგვიძლია მივიღოთ პასუხი ერთ ძირითად კითხვაზე – მაკროეკონომიკურ დონეზე არსებობენ თუ არა ის პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ შემოსავლების ზრდას, ჩვენი დაინტერესების სფერში მყოფი კომპანიისათვის.

ამის შემდეგ, უნდა გამოვლინდეს ზრდის ან ვარდნის არსებული ან პოტენციალური დარგები. ასე მაგალითად, მსოფლიო მასშტაბით ენერგომოხმარების ზრდისა და ენერგომატარებლების მოპოვების გლობალური შემცირების პერიოდებში , ენერგეტიკული, კერძოდ კი ნავთობმომპოვებელი კომპანიები უფრო მიმზიდველები არიან ინვესტირებისათვის. ხოლო იმ ვითარებაში, როდესაც იგივე ან ალტერნატიული ენერგიის წყაროების რაოდენობრივი და მოცულობითი ზრდა ხდება, მივიღებთ საპირისპირო სურათს. სტატიის დაწერის მომენტში (2015 წლის გაზაფხული) ნავთობმოპოვების გლობალურმა ზრდამ გამოიწვია ენეროკომპანიების აქციების ფასების კლება, მათ შორის ფიქალის გაზისა და ნავთობის კომპანიების აქციებზე, რომელთა საინვესტიციო ბუმი იყო 2012 (შედეგად ზოგი მათგანი გაკოტრდა, ბევრი გაკოტრების პირასაა). დარგების ანალიზისას საჭიროა გამოვყოთ განმსაზღვრელო ფაქტორები.

დარგობრივი ანალიზის ჩატარებისათვის ინტერნეტსივრცეში უამრავი ინფორმაცია მოიპოვება უფასოდ, თუმცა უფრო ხარისხიანი მასალები – კომპეტენტური საინვესტიციო კომპანიების და სააგენტოების ანალიტიკური ანგარიშები ფასიანია. ანალიზის დასრულების შემდეგ ინვესტორი ჩამოაყალიბებს ინვესტირებისთვის მიმზიდველი ემიტენტების სიას, რომლის საფუძველზეც ყველაზე პერსპექტიულ კომპანიაში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღება.

კომპანიების შეფასებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას მრავალის სახის პარამეტრი და კოეფიცენტი. ზოგოერთი მათგანის გამოთვლა საკმაოდ შრომატევადი და არა სპეციალისტისთვის საერთოდ შეუძლებელია, ზოგის გამოთვლა კი პირიქით, ძალიან მარტივია. თუმცა ყველა მათგანი ინვესტორს ეხმარება შეიქმნას რეალურთან მიახლოვებული სურათი ამა თუ იმ კომპანიის შესახებ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …