საანგარიშსწორებო ფიუჩერსი და მიწოდებითი ფიუჩერსი

საანგარიშსწორებო ფიუჩერსი და მიწოდებითი ფიუჩერსი

არსებობს ფიუჩერსების ორი სახეობა: საანგარიშსწორებო ფიუჩერსი და მიწოდებითი ფიუჩერსი.

საანგარიშსწორებო ფიუჩერსი

საანგარიშსწორებო ფიუჩერსი (არა მიწოდებითი) გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეებს შორის ხდება მხოლოდ ფულადი ანგარიშსწორება, ხოლო საბაზო აქტივის ფიზიკური მიწოდება არ ხდება. ასეთ შემთხვევაში მითითებულ დროს გამყიდველი მყიდველს არ აწვდის საქონელს, ხოლო ბირჟა მხარეებს შორის ურთიერთანაგარიშსწორებას ახორციელებს. საანგარიშსწორებო ფიუჩერსი გამოიყენება ისეთი საბაზო აქტივების ყიდვა-გაყიდვისას როგორებიცაა: ინდექსი და ვალუტა.

მიწოდებითი ფიუჩერსი

მიწოდებითი ფიუჩერსი გამოიყენება მოლაპარაკებულ თარიღზე (კონტრაქტის შესრულების თარიღი), მითითებული რაოდენობის საბაზო აქტივის (ნავთობი, ფასიანი ქაღალდები, ვალუტა) ყიდვა-გაყიდვისას. მაგალითად, ინვესტორმა დადო ფიუჩერსული კონტრაქტი ნავთობზე. მითითებულ თარიღზე ფიუჩერსის გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს ეს აქტივი ფასით, რომელიც მითითებულია ფიუჩერსულ კონტრაქტში, ხოლო ინვესტორი ვალდებულია იყიდოს ეს საქონელი. თუ, მიწოდების მომენტში ნავთობის ფასი გაიზარდა, მაშინ გამოდის, რომ ინვესტორს (მყიდველს) იგი უყიდია დაბალ ფასად, შესაბამისად იგი მოგებაშია. მაგრამ ნავთობის ფასი შეიძლება დაეცეს კიდეც და როდესაც მიწოდებაზე ანგარიშსწორების დრო მოვა, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ის ფასი, რომელიც მითითებულია კონტრაქტში, რომელიც საბაზრო ფასზე მეტი იქნება. ამ შემთხვევაში ინვესტორი ზარალშია. სწორედ ასეთი სიტუაციების არსებობა არის ფიუჩერსებზე მუშაობის მთავარი რისკი.

საქონლის მყიდველმა, რომელმაც დადო ფიუჩერსული კონტრაქტი, მოგება შეიძლება მიიღოს ფიუჩერსის გაყიდვით, იმ პირობით თუ ფიუჩერსში მითითებული საქონლის საბაზრო ფასი, ფიუჩერსზე ანგარიშსწორების მომენტში არის იმაზე დაბალი, ვიდრე ის ფასი, რომლითაც უნდა გამოესყიდა ეს საქონელი.

პირველად ფიუჩერსული ვაჭრობა განხორციელდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩიკაგოს ბირჟაზე. მას შემდეგ ფიუჩერსები ივაჭრება ისეთივე წარმატებით, როგორც სხვა ჩვეულებრივი საინვესტიციო ინსტრუმენტები – აქციები და ა.შ. ფიუჩერსების პარალელურად, საფონდო ბირჟებზე ოფციონებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მიუხედავად გარკვეული სირთულისა, მათი გამოყენება სავაჭრო ოპერაციების განხორციელების საკმაოდ დიდ პოტენციალს იძლევა.

უნდა აღინიშნოს, რომ საფონდო ბირჟები ყურადღებით აკვირდებიან ფიუჩერსებზე და ოფციონებზე ჩატარებულ ყველა სავაჭრო ოპერაციას. ბირჟა მკაცრად აკონტროლებს ანგარიშსწორებებს მათზე, აგრეთვე საბაზო აქტივების მიწოდებას.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.