საფონდო ბირჟების მონაწილეები: დილერები და ბროკერები

საფონდო ბირჟების მონაწილეები: დილერები და ბროკერები

როგორც უკვე ვიცით, საფონდო ბირჟების მონაწილეები არიან მხოლოდ მისი წევრები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება ქვეყნის კანონმდებლობისა და ბირჟების ნორმატიული აქტებით/წესებით და ისინი უნდა შეესაბამებოდნენ ამ კანონმდებლობის და ბირჟების მოთხოვნებს.

ასეთი მოთხოვნებისადმი შესაბამისობა დასტურდება სპეციალური ლიცენზიებით. ლიცენზიები უფლებას აძლევენ ბირჟის მონაწილეებს განახორციელონ სავაჭრო ოპერაციები. დილერები და ბროკერები არიან ერთადერთი სუბიექტები ვისაც აქვს სავაჭრო ოპერაციების განხორციელების უფლება საფონდო ბირჟაზე.

დილერები

დილერები არიან საფონდო ბირჟის პროფესიონალური მონაწილეები, მათ მიეკუთვნებიან ბანკები და საინვესტიციო კომპანიები, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ისინი საქმეებს/ვაჭრობას აწარმოებენ საკუთარი სახელით, საკუთარი სახსრებით და არ ახორციელებენ საშუამავლო ოპერაციებს. გარიგებებს დებენ კლიენტებთან, ბროკერებთან და ერთმანეთთან. გამყიდველისა და მყიდველის კურსების სხვაობაზე, ასევე ფასიან ქაღალდებზე და ვალუტებზე კურსების ცვლილებების შედეგად ისინი იღებენ მოგებას.

ბროკერები

ბროკერები არიან საფონდო ბირჟის პროფესიონალური მონაწილეები, რომელთაც აქვთ უფლება განახორციელონ ოპერაციები ფასიან ქაღალდებზე, კლიენტების მოთხოვნით/შეკვეთით და მათივე სახსრებით. ანუ არიან შუამავლები, რომლებიც ახორციელებენ გარიგებებს ფასიან ქაღალდებსა და სხვა ფინანსურ აქტივებზე გამყიდველებსა და მყიდველებს შორის. მათი შემოსავალი ფორმირდება საშუამავლო საქმიანობისაგან მიღებული საკომისიო გადასახადისგან, რომლებსაც იღებენ აღნიშნული ოპერაციების განხორციელებისათვის. გარიგების მოცულობაზეა დამოკიდებული თანხის რაოდენობა, რომელსაც მიიღებს ბროკერი შემოსავლის სახით. დღეისათვის საფონდო ბირჟებზე საშუამავლო ოპერაციების ძირითად მოცულობას ახორციელებენ მსხვილი საბროკერო კომპანიები, რომელთაც გააჩნიათ ფილიალების ქსელები და ფართო საქმიანი კავშირები საბანკო დაწესებულებებთან.

ბროკერის საქმიანობა საკმაოდ მარტივია: კლიენტი აძლევს მას შეკვეთას/ბრძანებას ფასიანი ქაღალდების ყიდვაზე ან გაყიდვაზე, ხოლო ბროკერს ეს შეკვეთა გააქვს ბაზარზე, სადაც იძებნება საპირისპირო მოთხოვნის შეკვეთა, ამის შემდეგ ორივე მათგანი სრულდება. ბროკერის მოვალეობაა კეთილსინდისიერად და ზუსტად შეასრულოს კლიენტის შეკვეთა/დავალება.

მაშასადამე, დავსვათ დილერისა და ბროკერის განმასხვავებელი სწორი აქცენტები: დილერი საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით და თავისივე სახსერებით, მაშინ როცა ბროკერი მუშაობს თავისი კლიენტის სახელით და მისი სახსრებით და თავისი არსით არის კლასიკური ტიპის შუამავალი. დილერი დამოუკიდებლად მოქმედებს ბირჟაზე და არ ახორციელებს საშუამავლო საქმიანობას – ყველა დაბანდებული ფასიანი ქაღალდი, მეტალები, ვალუტა და ფული ეკუთვნის მხოლოდ მას.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …