სავაჭრო განაცხადების სახეობები

სავაჭრო განაცხადების სახეობები

მაგალითად სავაჭრო ანგარიშზე გაქვთ გარკვეული რაოდენობის თანხა და გადაწყვიტეთ შეიძინოთ აქციები.

ამისათვის უნდა გახსნათ:

  • ყიდვის პოზიცია (იგივე: გრძელი პოზიცია, Long), რის შემდეგაც ბროკერი თქვენს აგარიშზე ჩაწერს ნაყიდ აქციებს. მათი გაყიდვის მომენტში ყიდვის პოზიცია დაიხურება. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ კი არ ხსნით აქციების გაყიდვის პოზიციას, არამედ უბრალოდ იხურება ის ყიდვის პოზიცია.
  • გაყიდვის პოზიცია (იგივე: მოკლე პოზიცია, Short) იხსნება მაშინ, როდესაც სავაჭრო ანგარიშზე არც აქციები გაქვთ და არც ფული. თქვენ სესხულობთ ბროკერისგან აქციების საჭირო რაოდენობას (იღებთ მარჯინალური კრედიტს) და ყიდით მას, იმ ვარაუდით, რომ ფასი ამ აქციებზე დაეცემა. ფასის დაცემის შემდეგ ყიდულობთ აქციებს და უბრუნებთ ბროკერს. მოგებას იღებთ ყიდვა-გაყიდვას შორის არსებული ფასთა სხვაობის ხარჯზე მინუს მარჯინალური კრედიტის გამოყენების გადასახადი.
სავაჭრო განაცხადების სახეობები
  • საბაზრო განაცხადი;
  • ლიმიტირებული განახადი;
  • სტოპ განაცხადი;
  • საბაზრო განაცხადი (Market Order) — ასეთ განაცხადში არ არის მითითებული ფასი, ამიტომ იგი დაკმაყოფილებული იქნება მიმდინარე საბაზრო ფასით. შესაბამისად ასეთი სახის გაყიდვის განაცხადი დაკმაყოფილდება საუკეთესო Bid-ით, ხოლო ყიდვის განაცხადი – საუკეთესო Offer-ით.
  • ლიმიტირებული განაცხადი (Limit Order) – არის ინსტრუმენტის ყიდვა/გაყიდვის დავალება ფიქსირებულ ფასად. თუ საბირჟო ჭიქაში არსებობს შემხვედრი განაცხადი, მაშინ ეს განაცხადი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჩადგება რიგში;

ზემოთ აღწერილი განაცხადები, განაცხადების მარტივ სახეობას წარმოადგენენ. მათ გარდა არსებობს სტოპ განაცხადები. ამ სტატიაში ძალიან მოკლედ შევეხები მათ, უფრო ვრცლად მათ შესახებ წაიკითხავთ შემდეგ სტატიაში.

  • სტოპ განაცხადი (Stop Order) – არის პირობითი განაცხადი, რომელშიც ინვესტორს შეუძლია მიუთითოს ორი ფასი. როდესაც შესრულდება ერთი, მაშინ მეორე ავტომატურად უქმდება.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …