სავაჭრო ინსტრუმენტი XAU/USD

სავაჭრო ინსტრუმენტი XAU/USD

სავაჭრო ინსტრუმენტი XAU/USD (ოქრო/აშშ დოლარი) ფორექსზე პოპულარობით სარგებლობს. ეს პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ ჩვეულებრივი სავალუტო წყვილებისაგან, ანალიზის სახეობების გამოყენების თვალსაზრისით, არაფრით განსხვავდება.

XAU/USD მგძნობიარეა ფუნდამენტალური ფაქტორების მიმართ, ამიტომ ხშირად გამოიყენებენ სიახლეებზე ვაჭრობის სტრატეგიებში. ზოგიერთი ტრეიდერის აზრით მომგებიანობის თვალსაზრისით აღმავალი მიმართულება გამოირჩევა, ანუ აღმასვლის იმპულსი უფრო ენერგიულია ამ წყვილისთვის.

XAU/USD კოტირებაში პირველ ადგილზეა ოქრო, რის გამოც ხდება მისი ყიდვა ან გაყიდვა აშშ დოლარის ფასად. XAU ლითონია, მაგრამ კოტირებაში თავისი არსით წარმოადგენს საბაზო ვალუტას. კოტირება გვიჩვენებს ერთი ტროას უნციის ფასს აშშ დოლარში. ტროას უნცია მიახლოებით 31,10 გრამია. XAU/USD კოტირება მძიმის შემდეგ ორნიშნაა, ანუ ბოლო ორი ციფრი მიუთითებს ოქროს ფასის ცვლილებას ცენტებში.

ერთი სტანდარტული ლოტი უდრის 100 უნციას. ერთი სტანდარტული ლოტის ყიდვა/გაყიდვის დროს ერთი პუნქტის ღირებულება დაახლოებით 1,07 აშშ დოლარია. მაგალითად თუ, ერთი ტროას უნცია ოქროს ფასი 150 000 აშშ დოლარია, მაშინ 1:100 საკრედიტო მხრით ერთი ლოტის ყიდვისთვის საჭიროა 1 500 აშშ დოლარი, ან 300 აშშ დოლარი თუ საკრედიტო მხარია 1:500. ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გირაოს თანხაც, რომელიც განხილულ მაგალითში დაახლოებიტ 800 აშშ დოლარია. ამით იმის თქმა მსურს, რომ ოქროზე სტანდარტული ლოტით ვაჭრობის დროს დიდი გამძლეობის დეპოზიტია საჭირო.

სავაჭრო ინსტრუმენტი XAU/USD – ნიუანსები

ოქროს ფასი მგრძნობიარეა აშშ დოლარის ფუნდამენტალური პარამეტრების მიმართ. აშშ დოლარის კურსზე კი უამრავი ფაქტორი მოქმედებს. ფასისა და ეკონომიკური სიახლეების ურთიერთდამოკიდებულება შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაზე “ფორექს კალენდარი” დაკვირვების შედეგად.

თავად ოქროს ფასზეც ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ძირითადად მსოფლიო ეკონომიკაზე მოქმედი ე.წ. არაკეთილგანწყობილი ფაქტორები. ვინაიდან ყველა ეპოქაში ოქრო ითვლება კაპიტალის შენახვის უმთავრეს საშუალებად, კრიზისების დროს მისი ფასი ყოველთვის იზრდება, თუმცა საპირისპირო დინამიკაა ეკონომიკური აღმავლობის პერიოდებში. პრაქტიკულად ყველა უარყოფითი ეკონომიკური სიახლე მოქმედებს ოქროს ფასზე.

წყვილზე XAU/USD ვაჭრობა პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივ სავალუტო წყვილებზე ვაჭრობისაგან. იგივე სავაჭრო ტერმინალი, ჩვეულებრივი კოტირებები, ტექნიკური ანალიზის იგივე ინსტრუმენტები, ინდიკატორები, სკრიპტები და რაც მთავარია მუშაობს იგივე სტრატეგიები, რასაც ვიყენებთ სავალუტო წყვილებზე ვაჭრობისას.

კარგ რეზულტატებს იძლევა სიახლეებზე ვაჭრობის სტრატეგიები. ოქროზე ფასი იზრდება მაშინ, როდესაც აშშ დოლარის და ევროს კურსი ეცემა. ან ქვეყნდება უარყოფითი სიახლეები მსოფლიო წამყვანი ქვეყნების ეკონომიკების შესახებ. ასევე ფიქსირდება ურთიერთკავშირი ოქროს ფასისა და ნავთობზე ფასს შორის.

წყვილს ახასიათებს მაღალი ვოლატილობა, სპრედის დიდი ზომა – 100 პუნქტი და ზემოთ, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ საბროკერო კომპანიაზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია, რასაც წყვილში შემავალი ვალუტების მაღალი ვოლატილობა განაპირობებს.