ფორექსზე ვაჭრობისას სპრედი წარმოადგენს ძირითად საკომისიო დანარიცხს, რომლის გადახდა სავალდებულოა ნებისმიერი ტრეიდერისათვის. სავაჭრო ინსტრუმენტისა და ვაჭრობის სახეობიდან გამომდინარე, მისი რაოდენობა შესაძლებელია მერყეობდეს 0,1-დან 150 პუნქტის ფარგლებში.
ისეთი სტრატეგიებით ვაჭრობისას, როგორიცაა სკალპინი (რუსულ ტრეიდერულ ჟარგონზე სკალპინგს “პიპსოვკას” უწოდებენ) განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს სპრედის სიდიდე, ვინაიდან სულ რაღაც 2-3 პუნქტმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს სავალუტო-სავაჭრო ოპერაციის შედეგზე.
არსებობს რამდენიმე სავალუტო წყვილი მცირე ზომის სპრედით, როგორც წესი წყვილში ერთ-ერთი ვალუტა აშშ დოლარია (USD).
მათ შორის:
ფიქსირებულ ვარიანტში მისი რაოდენობა 1-დან 3 პუნქტამდეა, ხოლო მცურავ ვარიანტში 0,1 პუნქტიდან ზემოთ. ამიტომაც ეს სავალუტო ინსტრუმენტი სარგებლობს დიდი პოპულარობით. ამ სავალუტო წყვილისთვის დაწერილია უამრავი სტრატეგია, ინდიკატორი და ავტომატური სავაჭრო პროგრამა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ EUR/USD სპრედის მცირე ზომაც განპირობებულია სავალუტო წყვილის მაღალ ლიკვიდურობით, ასე რომ ლიკვიდურობა, პოპულარობა და სპრედის რაოდენობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
- USD/JPY – ფიქსირებულ ვარიანტში, როგორც წესი, 2 პუნქტიდან, მცურავ ვარიანტში 0,2 პუნქტიდან.
- USD/CAD – ფიქსირებულ ვარიანტში, როგორც წესი, 2 პუნქტიდან, მცურავ ვარიანტში 0,2 პუნქტიდან.
- GBP/USD – ფიქსირებულ ვარიანტში, როგორც წესი, 2 პუნქტიდან, მცურავ ვარიანტში 0,5 პუნქტიდან.
არსებობს სპრედი დარიცხვის ორი ვარიანტი – ფიქსირებული და მცურავი. თუ ფიქსირებული სპრედის რაოდენობა თითქმის ყოველთვის იმყოფება განცხადებულ დონეზე, მცურავი სპრედი კი შესაძლებელია შეიცვალოს რამდენჯერმე სავაჭრო სესიის განმავლობაში. მაგალითისთვის, იგივე სავალუტო წყვილის EUR/USD მცურავი სპრედი ზოგიერთ დღეებში შესაძლებელია 10-15 პუნქტიც კი გახდეს. სპრედის განსაზღვრისათვის ტრეიდერს დაეხმარება სპრედის გამოთვლის ინდიკატორი.
ასევე სხვადასხვა ბროკერებთან ერთი და იმავე სავალუტო წყვილზე სპრედის ზომა შესაძლებელია განსხვავებული იყოს.


გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე