ფორექსი დამწყებთათვის

ფორექსი დამწყებთათვის

ფორექსზე მუშაობის დაწყება არის ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მომენტი. ადვილია, როდესაც უკვე რამდენიმე წელია იცნობ სავალუტო ბაზარს, მაგრამ საერთოდ ყველაფერი გაუგებრად გეჩვენება, როდესაც თავიდან იწყებ და პირველ ნაბიჯებს დგამ ტრეიდინგში.

ფორექსი დამწყებთათვის წარმოადგენს ერთგვარ, მოქმედებათა მარტივ გეგმას, რომელთა მიხედვითაც თქვენ შეიქმნით პირველ წარმოდგენას ფორექსის სავალუტო ბაზრის და მასზე ვაჭრობით ფულის შოვნის შესახებ.

სტატიაში შევეცდები წარმოგიდგინოთ ასეთი გეგმის ნიმუში და გავცე პასუხები ზოგიერთ კითხვებზე, რომლებიც ებადებათ დამწყებ ტრეიდერებს სავალუტო ბაზართან გაცნობის პირველ ეტაპზე.

ფორექსის ბაზრის დამწყები ტრეიდერებისათვის სამუშაო გეგმა:
  • სავალუტო ბაზრის გაცნობა – წარმატებული ტრეიდინგისთვის საკმარისია იცოდეთ, რომ ფორექსი არის ბაზარი, სადაც ვალუტით ვაჭრობენ. ტრეიდინგი სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით ხორციელდება სასაქონლო, საფონდო და სხვა ბირჟებზე;
  • ტრეიდინგის არსის გაგება – ფულის შოვნის მთელი სისტემა ეფუძნება კურსის ცვლილებას, თუ ფასი იზრდება, მაშინ უნდა იყიდოთ იაფად და გაყიდოთ ძვირად, სწორედ, ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა არის თქვენი მოგება. თუ ვალუტა იაფდება – გაყიდე ძვირად და ფასის ვარდნის შემდეგ დახურე სავაჭრო ოპერაცია ყიდვით;
  • ტერმინალთან მუშაობის შესწავლა – ყველა ოპერაცია ხორციელდება ტრეიდერის სავაჭრო ტერმინალის მეშვეობით. სავაჭრო ტერმინალთან ურთიერთობის შესწავლისათვის გაეცანით ვიდეოკურსებს, რომლებიც წარმოდგენილია ამ საიტზე. ვიდეოკურსში განხილულია სავაჭრო ტერმინალი Metatrader 4,რომელიც, ჩემი აზრით, საუკეთესო არჩევანია, როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ტრეიდერებისათვის;
  • ვაჭრობა დემო, ან ცენტურ ანგარიშზე – მას შემდეგ, რაც ისწავლით სავაჭრო ტერმინალით სარგებლობას, გახსენით დემო ან ცენტური ანგარიში რომელიმე ბროკერთან და მოსინჯეთ თქვენი ძალები. სასურველია თავიდანვე აირჩიოთ ნორმალური ბროკერი, რათა შემდგომ მასთანვე გახსნათ რეალური ანგარიში;

წარმოდგენილი გეგმის ოთხივე პუნქტი არის ტრეიდინგის უპირველესი, საწყისი ეტაპი. მას შემდეგ, რაც მათ შეასრულებთ გადადით უფრო სერიოზულ საკითხებზე – შეისწავლეთ ბაზარი და აირჩიეთ ვაჭრობის სტრატეგია.

  • სტრატეგია – იმისათვის, რომ შეიქმნათ წარმოდგენა ფორექსზე ვაჭრობის ყველაზე პოპულარული ვარიანტების შესახებ წაიკითხეთ სტატია – ტრეიდინგის სტრატეგიები , მასში უფრო ვრცლადაა განხილული სხვადასხვა სტრატეგიების ყველა დადებითი და უარყოფითი მომენტები;
  • ანალიზი – გირჩევთ პირველ რიგში გაეცნოთ რუბრიკებს: ფორექსის შესწავლის I ეტაპი, ფორექსის შესწავლის II ეტაპი, ფორექსის შესწავლის III ეტაპი, მათში წარმოდგენილი სტატიები მოგცემთ ზოგად წარმოდგენას ანალიზის თეორიის შესახებ, ხოლო შემდეგ გადადით უფრო ღრმა ნიუანსური საკითხების შესწავლაზე, რომლებიც მრავლადაა ამ საიტზე;

და ბოლოს რამდენიმე პასუხი, რამდენიმე ხშირად დასმულ კითხვაზე.

  • რა რაოდენობის თანხაა საჭირო ფორექსზე ვაჭრობის დაწყებისათვის?

თეორიულად რომ ვთქვათ, ფორექსზე ვაჭრობის დაწყებისათვის საერთოდ არ არის საჭირო ფული. ყველა ბროკერს პერიოდულად აქვს კონკურსები. მიიღეთ მათში მონაწილეობა და მოგებული თანხა დაგერიცხებათ თქვენს დეპოზიტზე. მაგრამ ობიეტურები, რომ ვიყოთ ვაჭრობის დაწყება შესაძლებელია 10 აშშ დოლარითაც კი, ხოლო იმისათვის, რომ გვქონდეს მინიმალური რისკით სტაბილური შემოსავალი, მიზანშეწონილია დეპოზიტი 3000 აშშ დოლარი იყოს.

თუმცა პირადად მე, სიმართლე გითხრათ 100 აშშ დოლარით დავიწყე ტრეიდინგი. მოვიგე კიდევაც თუმცა თავიდან რამდენჯერმე “გავასხი” სრული დეპოზიტი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, წარმატებული და წარუმატებელი (ცხვირის წატეხვით) ვაჭრობით, რომელმაც შეცდომების აღმოფხვრის შესაძლებლობა მომცა, ნელ-ნელა გავზარდე დეპოზიტი, დროთა განმავლობაში პროფესიონალიზმიც მოვიდა, შეცდომები შემცირდა, ამის გამო უფრო თამამად, თუმცა არც თუ ისე დიდი თანხით, შევავსე დეპოზიტი სხვა ფინანსური რესურსების ხარჯზეც. ტრეიდინგით დეპოზიტის ზრდასთან ერთად ვზრდიდი სავაჭრო მოცულობასაც, რაც შემოსავლის რაოდენობასაც დაეტყო, ყოველივე ზემოთ ნახსენებმა საერთო ჯამში ანგარიშზე ნორმალური დეპოზიტი დამიგროვა და გამომუშავებული თანხის პერიოდულად გამოტანის საშუალებაც მომცა.

გირჩევთ თქვენც არ იჩქაროთ, სავალუტო ბაზარი არსად არ გაიქცევა. იგი იყო, არის და იქნება მანამ, სანამ კაცობრიობა და ფული იარსებებს. მთავარია თქვენ ჩამოყალიბდით პროფესიონალ ტრეიდერად და ფული თქვენსკენ წამოვა – აუცილებლად. მხედველობაში გქონდეთ, რომ დაახლოვებით 500-700 აშშ დოლარი მაინც უნდა გქონდეთ რესურსად (რესურსად და არა დეპოზიტზე), ეს იმიტომ, რომ ერთხელ ან ორჯერ თუ დაკარგავთ (გაასხამთ) დეპოზიტს, (და მე გპირდებით, რომ ეს აუცილებლად მოხდება), შესაძლებლობა მოგეცემათ შეცდომების გაანალიზების შემდეგ ისევ დაუბრუნდეთ ტრეიდინგს და ისევ შეავსოთ დეპოზიტი დაზოგილი რესურსის ხარჯზე – ვგულისხმობ იმ 500-700 აშშ დოლარიდან დარჩენილ თანხას.

  • რამდენი თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი ტრეიდინგით?

აქ ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე და ცოტათი იღბალზეც, სურვილის შემთხვევაში რეალურია თვიურ 50%-იან მოგებაზე გასვლაც კი. შესაძლებელია მეტის შოვნაც თუმცა ამ შემთხვევაში დიდ რისკთან გექნებათ საქმე და ყველაფრის დაკარგვის ალბათობაც იზრდება.

  • რომელი სტრატეგიაა საუკეთესო?

როგორც იტყვიან ყველა ქვაბს თავისი სახურავი აქვს. ვაჭრობის დასაწყისში წაიკითხეთ მაქსიმალურად ბევრი სტრატეგია და ვაჭრობისას მოსინჯეთ სავაჭრო სტრატეგიის რამდენიმე ვარიანტი, ხოლო ამის შემდეგ აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი. დაიმახსოვრეთ წაუგებელი სტრატეგია არ არსებობს. მთავარია სტრატეგიამ დადებითი დინამიკა გვაჩვენოს და აგრეთვე მთავარია სწორი მანი მენეჯმენტი.

  • რომელი ბროკერი ავირჩიოთ?

ჩემთვის მისაღები ბროკერები წარმოდგენილია საიტზე. მე მათ ვუწევ რეკომენდაციას. მათთან ვაჭრობისას პრობლემები არ შემქმნია. გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ხარვეზები ყველას აქვს, მთავარია რამდენად სერიოზულია ეს ხარვეზები, და რა სიხშირით ხდება ისინი.

  • რომელი ბროკერი ავირჩიოთ რუსული თუ სხვა ქვეყნების?

ეს არის შეკითხვა “ურა პატრიოტიზმის” კატეგორიიდან. ქართულ ფორუმებზე და ფეისბუკში წამიკითხავს, რომ რუსული კომპანიები მატყუარები არიან და არ გაეკაროთ მათ და ა.შ.

სიმართლე თუ გინდათ, რუსულიც და ევროპულიც და ამერიკულიც და ა.შ. ქვეყნების სადილინგო ცენტრები ერთი “ნაგავია” – თუ თავად თქვენ არ იცით ვაჭრობა და მუდმივად აგებთ თანხებს და ყველა ერთი ოქროა, თუ თქვენ პროფესიონალი ხართ და სტაბილურად იღებთ შემოსავალს. ალბათ გაგიგონიათ ცუდ მოცეკვავეს, ცეკვაში რა უშლის ხელს… აქაც ესეა.

ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა “ჭ” კლასის ბროკერს არ გაეკაროთ, გინდა რუსული იყოს, გინდა ამერიკული და გინდა აჭარული. თუ თქვენ იმ დონეზე ხართ პოლიტიზირებული, რომ რუსულ ბროკერებს პრინციპულად არ ეკარებით, მაშინ ფორექსი თქვენი საქმე არ ყოფილა, უმჯობესია იჯდეთ თქვენთვის ფეისბუკში და პოსტოთ სხვადასხვა პოლიტიკური სტატიები. ბიზნესს (ფორექსი ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია) საზღვრები არ აქვს, ხოლო ფულს სუნი.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო გირჩევთ აირჩიოთ შემოწმებული და რეკომენდებული ბროკერები, რომელთა ჩამონათვალსაც ქვემოთ ხედავთ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შიდა დღიური ტრეიდინგი

შიდა დღიური ტრეიდინგი

შიდა დღიურ ტრეიდინგი ფორექსზე მუშაობის ერთ-ერთი დომინირებული სტილია, თუმცა მასაც გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი …