როგორ იშოვება ფული ფორექსზე

როგორ იშოვება ფული ფორექსზე

ფორექსის სავალუტო ბაზარმა, მოსახლეობის ფართო მასებში პოპულარობა მოიპოვა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ადრე ფორექსზე ვაჭრობდნენ მხოლოდ დიდი კაპიტალის მქონე მოთამაშეები.

მაგრამ ინტერნეტის განვითარების, ფართოდ გავრველების და სავაჭრო პირობების შერბილების შედეგად, ფორექსზე ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

ბაზრის მაღალლიკვიდურობის გამო, სავალუტო ვაჭრობის მოცულობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ამის მიზეზია – დღეღამის ნებისმიერ პერიოდში ვაჭრობის შესაძლებლობა, მცირე საწყისი კაპიტალი, სავაჭრო ინსტრუმენტების ფართო არჩევანი და რეალური შემოსავალი.

ფორექსზე შემოსავლის მიღება არც თუ ისე ძნელია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, წარმატების მთავარი საიდუმლოა – სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის ძირითადი ასპექტების შესწავლისადმი სერიოზული მიდგომა. სწორედ სწავლა არის ის ძირითადი ფუნდამენტი, რომელსაც ემყარება წარმატებული ტრეიდინგი.

როგორ იშოვება ფული ფორექსზე? ეს კითხვა აინტერესებს ნებისმიერ დამწყებ ტრეიდერს. პრაქტიკულად შეუძლებელია ორი სიტყვით, ორი სტატიით და თუნდაც ოცი სტატიით ახსნა იმისა, თუ როგორ უნდა გავხდეთ წარმატებული ტრეიდერი. მაგრამ, ერთ სტატიაში შესაძლებელია განვსაზღვრო ძირითადი საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა შევისწავლოთ, რათა დავადგეთ წარმატების გზას.

  • ისწავლეთ სავალუტო წყვილების მოძრაობის დინამიკაზე დაკვირვება, რომლის დროსაც მოინიშნეთ ძირითადი კანონზომიერებები;
  • შეისწავლეთ ფუნდამენტალური და ტექნიკური ანალიზის თუნდაც საფუძვლები, გაეცანით ელიოტის ტალღურ თეორიას და იაპონური სანთლების კომბინაციას. ეს მოგცემთ შესაძლებლობას მოძებნოთ ბაზარზე შესვლის ყველაზე ხელსაყრელი წერტილები და დროულად დახუროთ ორდერები;
  • დაეუფლეთ ტექნიკურ ინსტრუმენტებს, რომელთა შორისაც არიან: ინდიკატორები, მრჩევლები, სკრიპტები და სხვა სასარგებლო პროგრამები. ეს მოგცემთ შესაძლებლობას გააადვილოთ ბაზრის ანალიზი და უფრო სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები;
  • შეისწავლეთ მანი მენეჯმენტი – შეისწავლეთ კაპიტალის სწორი მართვა, მისი რისკებისგან დაზღვევა, მაშინაც კი, როდესაც თქვენს ანგარიშზე მცირე თანხაა;
  • დაუთმეთ დრო ფსიქოლოგიურ მომზადებას, ვინაიდან სწორ ფსიქოლოგიურ განწყობაზეა დამოკიდებული შემოსავლის რაოდენობა. ეს განსაკუთრებით ეხევა ზარალიან სავაჭრო პოზიციებს. აირჩიეთ ბაზრიდან გასვლის ერთიანი ტაქტიკა, მხოლოდ ეს დაგიცავთ თავიდან აიცილოთ დიდი წაგება;
  • შეიმუშავეთ ან აირჩიეთ და დახვეწეთ ვაჭრობის საკუთარი სტრატეგია, რომელიც უნდა მოიცავდეს მოგებისა და წაგების დონეს, ბაზარზე შესვლის წესებს, სავაჭრო პერიოდს და სავაჭრო მოცულობას. მხოლოდ შემუშავებული წესების მკაცრი დაცვა შესაძლებლობას მოგცემთ მიიღოთ შემოსავალი ფორექსზე ვაჭრობისაგან;
  • გაიაზრეთ და შეიცანით ფორექსი – ეს არის სერიოზული სამუშაო/ბიზნესი, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, ასეთი მიდგომით მიიღებთ შემოსავალს სავალუტო ბაზარისგან. დაგეგმეთ თქვენი დრო, დღეში ორი საათი დაუთმეთ სწავლას, ხოლო ორი-ოთხი საათი რეალურ ვაჭრობას, ამასთან ერთად ყოველთვის გაანალიზეთ მიღებული რეზულტატი;
ფორექსზე შემოსავლის მიღება შესაძლებელია, თანაც სოლიდური შემოსავლის მიღება. მაგრამ, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მთავარია არა შემოსავლის მიღება, არამედ ზარალის მინიმიზაცია. მას შემდეგ რაც დაიწყებთ ვაჭრობას რეალურ ანგარიშზე, აუცილებლად შეამჩნევთ ერთ ნიუანსს – თქვენი შემოსავლიანი ორდერების რაოდენობა იქნება რამდენიმე პუნქტის ფარგლებში, ხოლო წამგებიანი პოზიციების ჯამური ზარალი კი ათეულობით პუნქტს მიაღწევს.

გადაჭერით ეს საკითხი და მალევე მიიღებთ დადებით ბალანსს. ამისათვის შეამცირეთ ზარალი სტოპ ორდერების დაყენების გზით და ეცადეთ ფასის თითოეული მოძრაობისგან მიიღოთ მაქსიმალური მოგება, რომლის მიღწევაშიც დაგეხმარებათ ტრეილინგ სტოპი. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, სწრაფად შეამჩნევთ დადებით რეზულტატს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შიდა დღიური ტრეიდინგი

შიდა დღიური ტრეიდინგი

შიდა დღიურ ტრეიდინგი ფორექსზე მუშაობის ერთ-ერთი დომინირებული სტილია, თუმცა მასაც გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი …