აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულების მქონე ტალღების სერიას, რომლებიც ქმნიან ფასურ პატერნს. ყოველი ტალღა აღინიშნება ციფრით.

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა – მოდელი. განვიხილოთ მისი ფორმირების წესები:

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა

  • ტალღა № 1 – მოდელის ფუძე;
  • ტალღა № 2 – რომელიმე მნიშვნელოვანი მწვერვალი. ტალღა № 1-ის მაქსიმუმიდან გამოსვლა არ არის სავალდებულო და აუცილებელი;
  • ტალღა № 3 – ახალი მინიმუმი. ამ ტალღამ ყოველთვის უნდა გაარღვიოს ტალღა № 1-ის მინიმუმი;
  • ტალღა № 4 – ყოველთვის უნდა გავიდეს ტალღა № 1-ის მინიმუმიდან, მაგრამ არ უნდა გავიდეს ტალღა № 2-ის მაქსიმუმიდან;
  • ტალღა № 5 – ახალი მინიმუმი. გადის ტალღა № 3-ის მინიმუმიდან;
  • ტალღა № 6 – იწყება ტალღა № 5-ის დამთავთავრების შემდეგ და არის ყველაზე მძლავრი/ენერგიული ზემოთ ჩამოთვლილ ტალღებს შორის;

ვულფის ტალღების იდენტიფიცირება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ფორმირებულია პირველი ოთხი ტალღა. ხოლო ვაჭრობა რეკომენდებულია მხოლოდ მე-6 ტალღაზე. უფრო მეტიც – ვულფის ტალღებზე მუშაობის მთელი თეორია მდგომარეობს მე-6 ტალღაზე ვაჭრობაში.

როდესაც ფორმირებულია ტალღები: 1,2,3,4, შესაძლებელია გავავლოთ ორი წრფე, რომლებიც ითვლება საბაზო სხივებად. პირველი წრფე/სატრენდო ხაზი უნდა გავავლოთ ტალღა № 1-ის მინიმუმზე და ტალღა № 4-ის მაქსიმუმზე და წარმოადგენს ტალღა № 6-ის დასრულების ორიენტირს/მიზანს.

მეორე წრფე უნდა გავავლოთ ტალღა № 1-ს და ტალღა № 3-ის მინიმუმებზე. ეს წრფე/სატრენდო ხაზი ითვლება ტალღა № 5-ის დასასრულის საორიენტაციო ნიშნულად და ტალღა № 6-ის დასაწყისად. ტალღა № 5-მა, შესაძლებელია ზოგჯერ არ მიაღწიოს, ან გასცდეს აღნიშნულ სატრენდო ხაზს/წრფეს. ამ მოვლნას განვიხილავთ სხვა სტატიაში.

ტალღა № 6-ზე ვაჭრობის დასაწყებად სასურველია მივიღოთ დამატებითი, დადასტურების სიგნალი. მაგალითად შესაძლებელია გამოვიყენოთ მცოცავი საშუალოს ინდიკატორი, რომლის პარამეტრად დავაყენებთ ისეთ პერიოდს, რომ მისი მრუდი წარმოადგენდეს ტალღა № 5-ის მხარდაჭერას. სწორედ ამ ინდიკატორის გარღვევა იქნება დამატებითი სიგნალი. ან/ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ ტრენდული ხაზი, რომელსაც გავავლებთ ტალღა № 5-ის მაქსიმუმებზე.

კიდევ ერთ დამადასტურებელ სიგნალად შესაძლებელია მოგვევლინოს სანთლური მოდელის ფორმირება ტალღა № 5-ის დასასრულ ეტაპზე, 1-3 სატრენდო ხაზზე. ასევე ტალღის მიერ რაიმე მნიშვნელოვანი დონის – მურეის დონის ან მცოცავი საშუალოს მიღწევა.

გამოხატეთ თქვენი ემოცია
ბრავო
ბრავო
38
კარგია
კარგია
20
ცუდია
ცუდია
1
Love
Love
2
Sad
Sad
0
Haha
Haha
0
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

 

ასევე დაგაინტერესებთ:

დაღმავალი (დათვის) ვულფის ტალღა

დაღმავალი (დათვის) ვულფის ტალღა

დაღმავალი (დათვის) ვულფის ტალღა წარმოადგენს აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღის ზუსტ, სარკისებრ პროექციას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *