დაღმავალი (დათვის) ვულფის ტალღა წარმოადგენს აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღის ზუსტ, სარკისებრ პროექციას.
დაღმავალი (დათვის) ვულფის ტალღა – მოდელი. განვიხილოთ მისი ფორმირების წესები, რომლებიც აღმავალი ტალღის სარკისებურად საპირისპიროა:
- ტალღა № 1- მოდელის მწვერვალი;
- ტალღა № 2 – რომელიმე მნიშვნელოვანი ფსკერი. ტალღა № 1-ის მინიმუმიდან გამოსვლა არ არის სავალდებულო და აუცილებელი;
- ტალღა № 3 – ახალი მაქსიმუმი. ამ ტალღამ ყოველთვის უნდა გაარღვიოს ტალღა № 1-ის მაქსიმუმი;
- ტალღა № 4 – ყოველთვის უნდა გავიდეს ტალღა № 1-ის მაქსიმუმიდან, მაგრამ არ უნდა გავიდეს ტალღა № 2-ის მინიმუმიდან;
- ტალღა № 5 – ახალი მაქსიმუმი. გადის ტალღა № 3-ის მაქსიმუმიდან;
- ტალღა № 6 – იწყება ტალღა № 5-ის დამთავთავრების შემდეგ და არის ყველაზე მძლავრი/ენერგიული ზემოთ ჩამოთვლილ ტალღებს შორის;
ისევე როგორც აღმავალი ტალღის დროს, დაღმავალი ტალღის შემთხვევაშიც ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ მე-6 ტალღაზე, რომელიც ზოგჯერ ვერ აღწევს, ან სცდება (არღვევს) 1-4 ტრენდულ ხაზს.
თავდაპირველად დამწყებ ტრეიდერებს უძნლდებათ აღმავალი და დაღმავალი ვულფის ტალღების იდენტიფიცირება. ერთმანეთში ერევათ წესები. ამიტომ წესები უნდა ვიცოდეთ ზედმიწევნით კარგად.
გამოცდილებიდან შემიძლია გირჩიოთ: თავიდან ივარჯიშოთ ფურცელზე. დახაზეთ ვულფის ტალღების სქემები, აუცილებლად დანომრეთ ტალღები. ცალკე აღმავალი ტალღები, ცალკე დაღმავალი ტალღები. პროცედურა გაიმეორეთ იმდენჯერ, რომ ავტომატიზმამდე მიიყვანოთ ეს პროცესი, რათა ვიზუალურად ჩაიბეჭდოს თქვენ გონებაში.