ვულფის ტალღა - მე-4 ტალღის თავისებურებები

ვულფის ტალღა – მე-4 ტალღის თავისებურებები

არც თუ ისე იშვიათად ბაზარზე შევხვდებით სიტუაცია, როდესაც ვულფის ტალღის მეოთხე ტალღა ფორმირდება სამკუთხედის ფორმით.

ასეთ შემთხვევაში პირველი პიკი არის საკმაოდ მაღალი და თუ მასზე გავავლებთ მიზნობრივ 1-4 წრფეს (ტრენდულ ხაზს), მაშინ იგი შეიძლება ძალიან გაცდეს მიმდინარე ფასს და ფაქტობრივად მიუწვდლომელი ხდება. ზოგი ტრეიდერი ასეთ მოდელს თვლის დაუმუშავებლად. მაგრამ თუ მიზნობრივ წრფეს გავავლებთ ამ სამკითხედის ზოგიერთ პიკზე, მაშინ მიზნობრივი ნიშნულის ფასური დონის საკითხი ნორმალურად გამოჩნდება.

ვულფის ტალღა – მე-4 ტალღის პირველი მაგალითები:

გრაფიკზე (სურათზე) ჩანს, რომ მე-4 ტალღა ჩამოყალიბდა სამკუთხედის ფორმით. ყოველ ზედა პიკზე გავლებულია წრფეები მოდელის – № 1 წერტილიდან. მე-6 ტალღა დასრულდა შუალედურ წრფეზე.

სურათი № 1

ვულფის ტალღა - მე-4 ტალღის თავისებურებები

სურათი № 2

ვულფის ტალღა - მე-4 ტალღის თავისებურებები

გრაფიკზე (სურათი № 2) ჩანს, რომ ფასი, მე-6 ტალღის განვითარების პროცესში თავდაპირველად მივიდა მიზნობრივ შუალედურ წრფემდე, შემდეგ დაიწყო კორექცია, რომლის დასრულების შემდეგ ბაზარი მაინც მივიდა საბოლოო მიზნობრივ წრფემდე (ტრენდულ ხაზამდე).

სურათი № 3

ვულფის ტალღა - მე-4 ტალღის თავისებურებები

არსებობს შემთხვევები (სურათი№ 3), როდესაც მე-4 ტალღა ჩვეულებრივდ ყალიბდება, მაგრამ მისი დასრულებისთანავე იწყება ფასის ფლეტური გაჩერება. ასეთ შემთხვევებში მიზანშეწონილია გავავლოთ ორი მიზნობრივი წრფე (ტრენდული ხაზი), რომელთა შორისაც ერთი წრფე არის იმ სივრცეში სადაც ფასს ცოტა დააკლდა და ვერ მიაღწია პირველ წრფეს, შემდეგ კი განაგრძო ვარდნა.

ფასის მიერ პირველი წრფის მიღწევის შემდეგ, უნდა დავაკვირდეთ ბაზრის ქცევას. თუ ხდება გარღვევა, მაშინ მე-6 ტალღის გაგრძელების ალბათობა არსებობს. ამ წრფიდან ასხლეტის შემთხვევაში, როგორც მინიმუმ უნდა მივაჩოჩოთ სტოპი უზარალობაში.

ვულფის ტალღების საბაზრო მაგალითებს გააჩნია თავისებურებები, რომლებსაც განვიხილავთ სხვა სტატიებში. ასევე განვიხილავთ ვულფის ტალღების პრაქტიკულ გამოყენებას და Phi – Wolfe: ვულფის ტალღების მიზნის განსაზღვრის ალტერნატიულ მეთოდიკასაც.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულების მქონე ტალღების სერიას, რომლებიც ქმნიან ფასურ პატერნს. ყოველი …