ვულფის ტალღა Sweet Zone

ვულფის ტალღა Sweet Zone

ვულფის ტალღებში არსებობს დამატებითი სექტორი, რომელსაც ვულფის ტალღა Sweet Zone (ტკბილ ზონას) ეძახიან და რომელიც მე-5 ტალღის ფორმირების დასასრულად ითვლება. ვულფის ტალღებში ხშირ შემთხვევებში მე-5 ტალღა იმყოფება 1-3 წრფის გარეთ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მოდელი არ შედგა.

Sweet Zone აიგება შემდეგნაირად. სავარაუდო ვულფის ტალღის 2-4 წერტილებზე ვავლებთ წრფეს. შემდეგ ვავლებთ ამ წრფის პარალელურ წრფეს მე-3 წერტილზე. ზოგ შემთხვევაში, როდესაც 1-3 და 2-4 წრფეების მიერ შექმნილი კუთხე საკმაოდ დიდია, მაში შესაძლებელია ეს წრფე გავავლოთ 1 წერტილზე. რა თქმა უნდა თუ 1-3 და 2-4 წრფეებს შორის კუთხე არ წარმოიქმნება, ანუ ისინი ერთმანეთის პარალელურია, მაშინ Sweet Zone- ის აგება შეუძლებელია.

Sweet Zone-ის აგება მოსახერხებელია არხის აგების ინსტრუმენტით, რომელიც MetaTrader -ის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. არხის საბაზო წრფედ შეგვიძლია ავიღოთ 2 და 4 წერტილები, ხოლო მისი პარალელური წრფე გაივლება მოდელის შესაბამის ტალღაზე.

ვულფის ტალღა Sweet Zone – საბაზრო მაგალითები:

სურათი № 1

ვულფის ტალღა Sweet Zone

სურათი №1-ზე ვხედავთ, რომ მე-5 ტალღამ გაარღვია 1-3 წრფე. 1-3 და 2-4 წრფეებს შორის კუთხე საკმაოდ ნორმალურია, ამიტომ Sweet Zone-სთვის პარალელურ წრფეს გავავლებთ მე-3 წერტილზე. შედეგად ფასმა ჩამოაყალიბა მე-5 წერტილი გამოვიდა Sweet Zone-დან და ბაზარი წავიდა მე-6 ტალღის მიმართულებით.

სურათი № 2

ვულფის ტალღა Sweet Zone

სურათი № 2-ზე წარმოქმნილი მოდელის 1-3 და 2-4 წრფეებს შორის კუთხე საკმაოდ დიდია, ამიტომ ამ შემთხვევაში Sweet Zone-ს წრფე შეგვიძლია გავავლოთ 1 წერტილზე. სურათზე ნათლად ხედავთ, რომ ფასი აისხლიტა ბუფერიდან და წავიდა მე-6 ტალღაში.

სურათი № 3

ვულფის ტალღა Sweet Zone

სურათი № 3-ზე ნაჩვენებია შემთხვევა, სადაც რთულია განვსაზღვროთ, თუ რომელ წერტილზე გავავლოთ პარალელური ხაზი. თუ წრფეს გავავლებთ მე-3 წერტილზე, მაშინ Sweet Zone-ისთვის წარმოიქმნება სივრცე, რომელიც არასაკმარისი იქნება მე-5 ტალღის ჩამოყალიბების დასასრულისათვის. ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში წრფემ, რომელიც გავლებულია 1 წერტილზე შექმნა Sweet Zone-ისთვის საკმარისი სივრცე მე-5 ტალღის ჩამოყალიბების დასასრულისათვის.

ზოგიერთ თეორიაში მითითებულია, რომ პოზიცია უნდა გაიხსნას ფასის Sweet Zone-ში შესვლისთანავე. ეს სივრცე ითვლება ბაზარზე შესვლის კარგ არედ.

პირადად მე მხარს ვუჭერ უფრო ფრთხილ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც პოზიციის გახსნა შესაძლბელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს დამატებითი დამადასტურებელი სიგნალი. მაგალითად მნიშვნელოვანი ფიბო დონე ან მიურეის დონე, ან ფასი აღმოჩნდა არხის საზღვართან, ან ტრენდულ ხაზთან.

თუ ესეთი დამადასტურებელი სიგნალები არ არსებობს, მაშინ ბაზარზე შესვლა მიზანშეწონილად მიმაჩნია მცირე კორექციაზე, ისიც მაშინ როცა ფასი დაბრუნდება ვულფის ტალღის სივრცეში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულების მქონე ტალღების სერიას, რომლებიც ქმნიან ფასურ პატერნს. ყოველი …