ვულფის ტალღები და მოდელი "სამი ინდიელი"

ვულფის ტალღები და მოდელი “სამი ინდიელი”

ფორექსზე მოდელებს, მათ შორის ვულფის ტალღების მოდელებს ახასიათებს ციკლურობა. ზოგიერთი მოდელი ერთმანეთის მსგავსია თვისობრივად და ხშირად ისე ხდბა რომ ტრეიდერს ერევა ერთმანეთში.

ერთი და იგივე თვისებების მქონე მოდელების გამოჩენა გრაფიკზე აძლიერებს ერთმანეთს და შესაბამისად სავაჭრო სიგნალსაც.

სტატიაში საუბარი გვექნება გრაფიკული მოდელის “სამი ინდიელი” და ვულფის ტალღების გრაფიკზე ერთდროულად გამოჩენის შესახებ.

ვულფის ტალღები და მოდელი “სამი ინდიელი” – მაგალითი

სურათი № 1

ვულფის ტალღები და მოდელი სამი ინდიელი

სურათი № 1-ზე ფორმირებულია ვულფის ტალღა. ბაზარი იმყოფება კორექციაში, ამიტომ მოდელი შესაძლებელია იყოს, როგორც ტრენდის გაგრძელების, ასევე ლოკალური კორექციის სიგნალი.

სურათი № 2

ვულფის ტალღები და მოდელი სამი ინდიელი

ბაზრის შემდგომმა განვითარებამ გვანახა, რომ ფასი გაიზარდა და მიებჯინა “სამ ინდიელს”. როგორც წესი, როდესაც ვულფის მე-6 ტალღის დასასრული ებჯინება რომელიმე დონეს (ფიბო, მიურეი, ტრენდული ხაზი, მუვინგი და ა.შ.), მაშინ ეს სექტორი უფრო მნიშვნელოვანი მიზანია პროფიტისთვის.

სურათი № 3

ვულფის ტალღები და მოდელი სამი ინდიელი

ფასი წარმატებულად აისხლიტა ინდიელების პირველი ჯგუფისგან და დაასრულა კორექცია ინდიელების მეორე ჯგუფთან. ამის შემდეგ ფასი ენერგიულად გაიზარდა.

სურათი № 4

ვულფის ტალღები და მოდელი სამი ინდიელი

და ბოლოს, სურათი № 4-ზე გამოსახულია მოდელი, რომელიც ერთი შეხედვით ვულფის ტალღას ჰგავს. სინამდვილეში ეს არ არის ვულფის ტალღა, ვინაიდან მე-4 ტალღამ გაარღვია მე-2 ტალღის მინიმუმი, თუმცა მე-6 ტალღა დასრულდა ზუსტად 1-4 წრფეზე.

რა თქმა უნდა ასეთი მსგავსი მოდელებთ ვაჭრობა არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ ნორმალურ პატერნებთან კავშირში (ამ შემთხვევაში ეს ნორმალური პატერი “სამი ინდიელია”) შეგვიძლია შევიდეთ პოზიციაში, ვინაიდან ესეთი კავშირი დამატებითი სიგნალია. ანუ მოდელები ერთმანეთის გადაფარვით, ერთმანეთს აძლიერებენ.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა

აღმავალი (ხარის) ვულფის ტალღა წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულების მქონე ტალღების სერიას, რომლებიც ქმნიან ფასურ პატერნს. ყოველი …