მოძრაობის მიმართულების ინდექსი Directional Movement Index

მოძრაობის მიმართულების ინდექსი Directional Movement Index, DMI

მოძრაობის მიმართულების ინდექსი Directional Movement Index – არის ბაზარზე ტრენდის არსებობის და მისი ძალის განმსაზღვრელი სისტემა.

ეს სისტემა, ისევე, როგორც პარაბოლური სისტემა SAR შემუშავებულია უელეს უაილდერის (J. Welles Wilder Jr.) მიერ და ვრცლად არის აღწერილი მის წიგნში “ახალი კონცეფციები ტექნიკურ სავაჭრო სისტემებში” (“Новые концепции в технических торговых системах” “New Concepts in Technical Trading Systems”). ინდიკატორის გამოყენება ფორექსის გარდა შესაძლებელია სხვა საფინანსო ბაზრებზეც.

მოძრაობის მიმართულების ინდექსი Directional Movement Index, როგორც სისტემა, შედგება სამი შემადგენელი ნაწილისგან:
  • მოძრაობის მიმართულების ინდექსი (average directional movement index, ADX);
  • ზემოთა მიმართულების ინდიკატორი (up directional indicator, +DI);
  • ქვემოთა მიმართულების ინდიკატორი (down directional indicator, -DI).

ADX ინდექსს შეუძლია განსაზღვროს ტრენდის ძალა, ისე რომ მიმართულების შესახებ ინფორმაციას არ მოგვცემს. ინდიკატორები +DI და -DI გვეხმარებიან განვსაზღვროთ ახალი ტრენდის ჩამოყალიბების მომენტი და მისი მიმართულება. თუ, +DI მრუდი გადაკვეთს -DI მრუდს ზემოდან ქვემოთ – ეს არის სიგნალი გრძელი პოზიციის დახურვისათვის და მოკლე პოზიციის გახსნისათვის. თუ, +DI მრუდი გადაკვეთს -DI მრუდს ქვემოდან ზემოთ, მაშინ ეს არის სიგნალი მოკლე პოზიციის დახურვისა და გრძელი პოზიციის გახსნისათვის. გარდა ამისა, პოზიციის გახსნის დროს, DMI სისტემა გვკარნახობს სტოპ ლოსის ოპტიმალურ დონეებს. რადგან, როდესაც ხდება +DI და -DI მრუდების გადაკვეთა, მოქმედებს ესტრემუმის წერტილის წესი (extreme point rule) – გრძელი პოზიციის დროს სტოპ ლოსის დონე ითვლება სავაჭრო პერიოდის მინიმალური ფასი, რომლის დროსაც მოხდა მრუდების გადაკვეთა. მოკლე პოზიციის დროს კი ასეთ დონედ ითვლება მაქსიმალური ფასი.

მოძრაობის მიმართულების ინდექსი Directional Movement Index მუშაობის მაგალითი

მოძრაობის მიმართულების ინდექსი DMI (Directional Movement Index)

თუ ADX მრუდი იმყოფება +DI და -DI მრუდების ზემოთ – ეს მიუთითებს ჩამოყალიბებულ ტრენდზე. თუ ADX მრუდი იმყოფება +DI და -DI მრუდების ქვემოთ – ეს მიუთითებს ტრენდის არ არსებობაზე. ტრენდის ძალა განისაზღვრება ADX მნიშვნელობით. თეორიულად ADX-მა შეიძლება მიიღოს მნიშვნელობა 0-დან 100-მდე, თუმცა 60-ის ზემოთ მაჩვენებელი, პრაქტიკაში იშვიათი მოვლენაა. 40-ის ზემოთ მაჩვენებელი გვაუწყებს ძლიერი ტრენდის შესახებ, მაშინ, როცა 20-ის ქვემოთ მაჩვენებელი მიუთითებს ტრენდის არ არსებობის შესახებ. როგორც კი ADX იწყებს მიმართულების ცვლილებას ზემოდან ქვემოთ, როგოც წესი ეს მიუთითებს ტრენდის შესუსტებაზე ან ტრენდის შემობრუნებაზე. საკუთარ ტექნიკურ ანალიზში არ გამოიყენთ ისეთი ინდიკატორი როგორიცაა პარაბოლური სისტემა SAR, იმ შემთხვევაში თუ DMI მიუთითებს ტრენდის არ არსებობაზე.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.