დოუს თეორია

დოუს თეორია

დოუ თეორიას (Dow theory) არის ფინანსური ბაზრების ტექნიკური ანალიზის ფუნდამენტი. ორიგინალში დოუს თეორია განიხილავს აქციების კურსების ქცევას დროის სივრცეში. იგი შემუშავებული იქნა საფნდო ბაზრისთვის. თუმცა თეორიის პოსტულატები, შესაძლებელია მივუსადაგოთ სხვა სახის ფინასურ, მათ შორის ფორექსის სავალუტო ბაზარსაც.

თეორიას საფუძვლად უდევს ჩარლზ დოუს პუბლიკაციები (Charles H. Dow, 1851-1902) – რომელიც იყო ამერიკელი ჟურნალისტი, გაზეთის «Wall Street Journal» პირველი რედაქტორი და მსოფლიოში ცნობილი კორპორაციის «Dow Jones & Company» დამაარსებელი. ჩარლზ დოუს გარდაცვალების შემდეგ, მისი პუბლიკაციები შესწავლილი და შეჯამებული იქნა, რის საფუძველზეც წარმოიშვა დოუს თეორია. თავად ჩარლზ დოუ სიცოცხლეში ასეთი ფორმულირებით არ სარგებლობდა.

დოუს თეორია მოიცავს ექვს პოსტულატს. თითოეული პოსტულატი ესადაგება აქციების ბაზარს, მაგრამ ამა, თუ იმ დოზით შესაძლებელია ფორექსის ბაზარსაც მივუსადაგოთ.

პოსულატი 1. ბაზარზე არსებობს ტრენდის სამი ტიპი. ესენია: პირველადი, მეორადი და მცირე (იგივე ხანგრძლივპერიოდიანი, შუალედური და მოკლეპერიოდიანი) ტრენდები. ყოველი მათგანი თავის მხრივ შესაძლებელია იყოს აღმავალი და დაღმავალი. ჩარლზ დოუ ტრენდს განსაზღვრავდა გრაფიკზე პიკებისა და მინიმუმების განლაგებიდან გამომდინარე. აღმავალი ტრენდის დროს ყოველი შემდგომი პიკი და მინიმუმი უნდა იყოს უკანაზე უფრო მაღლა. დაღმავალი ტრენდის დროს ყოველი შემდგომი პიკი და მინიმუმი უნდა იყოს უკანაზე უფრო დაბლა.

პოსტულატი 2. ყველა პირველად ტრენდს გააჩნია სამი ფაზა. ჩარლზ დოუ გამოყოფს დაგროვების ფაზას, მონაწილეობის ფაზას და რეალიზაციის ფაზას. დაგროვების ფაზა ხასიათდება იმით, რომ, მიუხედავად საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებისა, ბაზრის ყველაზე გამოცდილი ინვესტორები აქციების ყიდვას (გაყიდვას) იწყებენ დიდი რაოდენობის კაპიტალის გამოყენებით. ეს ფაზა, როგორც წესი არ არის ხანგძლივპერიოდიანი, განპირობებულია ზოგიერთი ფუნდამენტალური მოვლენით და არ იწვევს ფასის მნიშვნელოვან რყევებს.

დაგროვების ფაზის შემდომ იწყება მონაწილეობის ფაზა, რომლის დროსაც აქტიური ტრეიდერები იჭერენ ჩამოყალიბებულ ტრენდს და უერთდებიან მას. ამ პროცესს მოყვება ფასთა ცვლილებები და აძლიერებს ჩამოყალიბებულ ტრენდს. მონაწილეობის ფაზას ცვლის რეალიზაციის ფაზა, რომლის დროსაც ბაზრის პრაქტიკულად ყველა მონაწილე აცნობიერებს ჩამოყალიბებული ტრენდის ძალას და ხსნის პოზიციებს მომგებიანი მიმართულებით, ეს პროცესი იწვევს ფასთა საგრძნობ ცვლილებებს. სწორედ ამ საბოლოო ფაზაში, გამოცდილი ტრეიდერები, გრძნობენ, რა ტრენდის შემობრუნების მოახლოვებას, იწყებენ უკუმოძრაობებს და ხურავენ დაგროვების ფაზაში გახსნილ პოზიციებს. მათი მოქმედებების რეზულტატი კი ის არის, რომ ტრენდის ძალა ეცემა.

პოსტულატი 3. საფონდო ინდექსებმა უნდა დაადასტურონ ერთმანეთი. აქ იგულისხმება დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსი (Dow Jones Industrial Average, DJIA) და დოუ ჯონსის სატრანსპორტო ინდექსი (Dow Jones Transportation Average, DJTA). დოუს თეორიის მიხედვით, მიმდინარე ტრენდი და ტრენდის შემობრუნების სიგნალები უნდა დადასტურდეს ორივე საფონდო ინდექსით. ამ შემთხვევაში დასაშვებია, დროში გავრცობილი გარკვეული არათანხვედრა, როდესაც ერთი ინდექსი იძლევა ტრენდის შემობრუნების სიგნალს უფრო წინმსწრებად, ვიდრე მეორე ინდექსი.

პოსტულატი 4. ტრენდი დადასტურებული უნდა იყოს სავაჭრო მოცულობით. დოუს თეორიის თანახმად, მიმდინარე ტრენდის განვითარება, ან ახალი ტრენდის ჩამოყალიბება დადასტურებული უნდა იქნას სავაჭრო მოცულობის ზრდით. როდესაც აქციების ფასების ცვლილება ხდება მცირე მოცულობების ხარჯზე, მაშინ მას (ფასების ცვლილებას) არ შეუძლია ტრენდის სრულყოფილი დახასიათება, ვინაიდან მოცულობა არ გამოხატავს უმრავლესობის განწყობას.

პოსტულატი 5. საფონდო ბაზარი რეაგირებს ყველა სიახლეზე (მოვლენაზე). ჩარლზ დოუ მიიჩნევდა, რომ, აქციების ფასები რეაგირებენ ნებისმიერ ახალ ინფორმაციაზე. ეს ეხება არა მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლებისა და ეკონომიკური სიახლეების პუბლიკაციას, არამედ ნებისმიერ სხვა სიახლეს, მათ შორის ჭორებს.

პოსტულატი 6. ტრენდი იარსებებს მანამდე, სანამ არ წარმოიშვება მისი შემობრუნების აშკარა სიგნალები. ამ პოსტულატის თანახმად, ტრენდი ადრე თუ გვიან მაინც შემობრუნდება, მაგრამ თუ ფასების ცვლილება ხდება არა დამაჯერებლად, მაშინ ამ სიტუაციის ინტერპრეტაცია შესაძლებელია, როგორც დროებითი კორექციის მოვლენა და არა როგორც ტრენდის შემობრუნება. ტრენდის შემობრუნების განსაზღვრა არის ტექნიკური ანალიზის ურთულესი და მთავარი ამაცოცანა ყველა ტრეიდერისთვის.

როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, დოუს თეორია კი განსაზღვრავს ტექნიკური ანალიზის საფუძვლებს, მაგრამ მაინც ფილოსოფიური ხასიათისაა. დოუს თეორიას უფრო პრაქტიკული თვალსაზრისით გავშლით სხვა სტატიებში. როგორც ვახსენე დოუ განიხილავდა აქციების კურსების და არა სავალუტო კურსების ცვლილებებს.

მიუხედავად ამისა, თეორიის პოსტულატების ნაწილი შესაძლებელია თამამად გამოვიყენოთ ფორექსის სავალუტო ბაზრისთვისაც. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველა ფინანსური ბაზარი ასე, თუ ისე ურთიერთკავშირშია და მათზე მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიური ფაქტორები. ბაზარზე ფასის მოძრაობას, რომელიც დათვებისა და ხარების მუდმივ დაპირისპირებაში გამოიხატება, ხომ თავად ტრეიდერები განაპირობებენ, ხოლო ტრეიდერების ფსიქოლოგია კი სხვადასხვა საფინანსო ბაზარზე – ერთნაირია.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.