ფასი, სავაჭრო მოცულობა, ღია ინტერესი

ფასი, სავაჭრო მოცულობა, ღია ინტერესი

ჩვენ უკვე გავერკვიეთ, რომ მხოლოდ ფასი არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება ფორექსის ბაზრის ანალიზის დროს. თვით ვალუტის ფასის გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი სავაჭრო მოცულობაც (trading volume). რადგან დოუს თეორიის ერთ-ერთი პოსტულატის თანახმად, ტრენდი დასტურდება სავაჭრო მოცულობით.

სამწუხაროდ, ფორექსზე შეუძლებელია გარკვეული პერიოდის მონაკვეთში სავაჭრო მოცულობის დადგენა – ფულად ეკვივალენტში. ვინაიდან, ფორექსის სავალუტო ბაზარს არ აქვს სავაჭრო ოპერაციების განხორციელების ფიქსირებული ადგილი. ვალუტის გაცვლა ხორციელდება საბანკო ქსელის მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაშასადამე გაყიდული და ნაყიდი ვალუტის საერთო რაოდენობის დადგენაც შეუძლებელია. მიახლოვებითი დაანგარიშებისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ, ყიდვა/გაყიდვის ფიუჩერსული სავალუტო კონტრაქტებზე ფიუჩერსული ბირჟების მონაცემები. ვინაიდან, ასეთი კონტრაქტებთან მიმართებაში, ფიუჩერსულ ბაზრებს აქვთ ძლიერი კორელაცია ფორექსის სავალუტო ბირჟასთან.

იმისათვის, რომ ფორექსის ბაზარზე მივიღოთ სავაჭრო მოცულობების მიახლოვებითი ფულადი მაჩვენებლები, საჭიროა განვიხილოთ მთელი რიგი ფიუჩერსული ბაზრები მსოფლიოს მასშტაბით, რაც როგორც ხვდებით პრობლემატურია. ამიტომ, სავალუტო ბირჟაზე სავაჭრო მოცულობების შეფასებისთვის გამოიყენება სხვა მიდგომა, რომელსაც განვიხილავთ ამ სტატიაში.

უნდა ითქვას, რომ ფორექსზე სავაჭრო მოცულობების გათვალისწინებით, სავაჭრო პოზიციების გახსნა და დახურვა არ არის მთლიანად მართებული. ასეთ შემთხვევაში რამდენიმე მსხვილი ფონდს, რომლებსაც მილიარდიანი კაპიტალები გააჩნიათ, სავალუტო ბაზარზე სპეკულატიური ოპერაციების მეშვეობით, შეუძლიათ შექმნან მოჩვენებითი სურათი, ამა თუ იმ ვალუტაზე განსაკუთრებული დაინტერესების შესახებ. ამიტომ მიზანშეწონილია არა სავაჭრო ფულადი მოცულობების ანალიზი, არამედ დადებული შეთანხმებების ანალიზი – განსახილველი ვალუტის განსახილველ პერიოდში.

ფორექსზე ამ მონაცემების მიახლოვებითი ანალიზისთვის გამოიყენება მარკეტმეიკერების კოტირებების რაოდენობა. როგორც წესი, მოწოდებული კოტირებების სრული მოცულობიდან განსახილველად მისაღებია მხოლოდ ცვალებადი კოტირებები. რაც უფრო ხშირად იცვლება კოტირებები, მით უფრო დასტურდება ბაზრის ინტერესი მიმდინარე ტრენდის მხარდაჭერისთვის.

მაშ ასე, ფორექსის ტექნიკური ანალიზისას, სავაჭრო მოცულობების თვალსაზრისით განიხილება მარკეტმეიკერის კოტირებების ცვლილებების სიჩქარე – განსახილველ სავაჭრო პერიოდში. სავაჭრო მოცულობები, საანალიზო მნიშვნელობის თვალსაზრისით, ფასის შემდეგ, მეორე ადგილზეა. სავაჭრო მოცულობების ანალიზისთვის აიგება სპეციალური გრაფილი – სავაჭრო მოცულობების ჰისტოგრამა (trading volume histogram). ჰისტოგრამა წარმოადგენს სხვადასხვა სიმაღლის სვეტების ერთობლიობას.

ყოველი სვეტი შეესაბამება, არჩეული მასშტაბის შესაბამისად (1 წუთი, 5 წუთი 15 წუთი და ა.შ) საკუთარ სავაჭრო პერიოდს. სვეტის სიგრძე განსაზღვრავს სავაჭრო მოცულობას – რაც უფრო მეტია სვეტის სიმაღლე, მით უფრო დიდია მარკეტმეიკერის კოტირებების ცვლილების სიჩქარე. ჰისტოგრამები, როგორც წესი აიგება ფასთა გრაფიკის ქვემოთ. ასეთ შემთხვევაში ჰისტოგრამის თითოეული სვეტი შეესაბამება გრაფიკზე გამოსახულ ერთ ფიგურას (ბარს, ან იაპონურ სანთელს) და განსაზღვრავს სავაჭრო მოცულობას არჩეული პერიოდის განმავლობაში, რომელიც წარმოდგენილია ამ ფიგურით.

სავაჭრო მოცულობა – გრაფიკული გამოსახულება

მოცულობების ჰისტოგრამა

მოცულობის ჰისტოგრამა არ შეიცავს ინფორმაცია ხარების ან დათვების აქტიურობის შესახებ, ანუ მათი მიხედვით ვერ დავინახავთ, თუ რომელი ოპერაციები განხოციელდა უფრო მეტი რაოდენობით – ყიდვის, თუ გაყიდვის. მაგრამ ასეთი ინფორმაციაც საკმარისია, ვინაიდან ბაზრის ტენდენციის გაგება შესაძლებელია თვით ფასთა გრაფიკის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო მოცულობების მაჩვენებელი, როგორც წესი წინმსწრებია, ვიდრე ფასის მოძრაობა, ვინაიდან ფასები უფრო ინერციულია, ვიდრე მოცულობები.

თუ ფასის ზრდა ხდება მზარდი მოცულობების ფონზე, ხოლო შემდეგ მოცულობა ეცემა, მაშინ ჩვეულებისამებრ ფასი კიდევ რამოდენიმე ხანი ინერციით განაგრძობს ზრდას, ხოლო შემდეგ ეცემა. ასე რომ, მოცულობების ცვლილება შესაძლებელია ტრენდის შესუსტების, ან შემობრუნების კარგი სიგნალი გახდეს. ზოგიერთ ლიტერატურაში, ფორექსის ანალიზის დროს დაჟინებით რეკომენდებულია სავაჭრო მოცულობების ჰისტოგრამების აგება ფასთა გრაფიკის ქვემოთ. ჰისტოგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებლები დღიურ და კვირის გრაფიკებზეა.

ფინანსურ ბაზრებზე, ფასის და სავაჭრო მოცულობის შემდეგ, მესამე რიგის მნიშვნელოვან საანალიზო მაჩვენებელს – ღია ინტერესი (open interest) წარმოადგენს. იგი არის სავაჭრო პერიოდის დასასრულს არსებული არალიკვიდირებული (დაუხურავი) კონტრაქტების რაოდენობა. მნიშვნელობა აქვს ამ მაჩვენებლის არა აბსოლუტურ მნიშვნელობას, არამედ მხოლოდ მის რხევა – ზრდას ან/და კლებას. სავაჭრო ინტერესის ზრდა შესაძლებელია, ტრეიდინგის გრძელვადიანი პერსპექტივის დაგეგმვის კარგ ინდიკატორად გამოდგეს. რადგან თუ პოზიცია არ იხურება, მაშინ ტრეიდერები მასაში ახორციელებენ პოზიციების მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ, გადაჭარბებული სავაჭრო ინტერესი შესაძლებელია ტრენდის შემობრუნების სიგნალიც კი გახდეს, რადგან ტრეიდერებმა მოგების ფიქსაციის მიზნით, შესაძლებელია პოზიციების დახურვა დაიწყონ.

ღია ინტერესის გრაფიკი, როგორც წესი აიგება სავაჭრო მოცულობის ჰისტოგრამისა დ ფასთა გრაფიკს შორის. მაგრამ ფორექსის სავალუტო ბაზარზე იგი არ გამოიყენება – სავაჭრო გარიგებების განხორციელების ფიქსირებული ადგილის არ არსებობის გამო, ამიტომ ღია ინტერესის ფიქსაცია შეუძლებელია.

რეზიუმე: კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება დოუს თეორიის ერთ-ერთ პოსტულატს – მოცულობებმა უნდა დაადასტურონ ტრენდი. აღმავალი ან დაღმავალი ტრენდის დროს ფასის მოძრაობა ტრენდის ძირითადი მიმართულების შესაბამისად, ხდება მზარდი მოცულობების ფონზე, ხოლო ტრენდის საწინააღმდეგოდ მოძრაობა ხდება კლებადი მოცულობების ფონზე. და კიდევ, ფორექსის ბაზრის ანალიზისას ყოველთვის ეცადეთ ააგოთ მოცულობების ჰისტოგრამა ფასთა გრაფიკზე.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.