მაკროეკონომიკური ინდიკატორები – ნაციონალური ეკონომიკების უმნიშვნელოვანესი პარამეტრებია. ფორექსის შესწავლის პროცესში, როგორც უკვე თავად მიხვდით ნაციონალური ვალუტის კურსი უმრავლეს შემთხვევაში დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მის სიჯანსაღეზე.
(საუბარი ეხება სახელმწიფოებს სადაც ეკონომიკები არსებობს, ჩვენი ქვეყანა ამ კატეგორიაში 2014 წლის ზაფხულის მდგომარეობით არ შედის. საქართველოს ნაციონალური ვალუტის კურსი დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე).
ეკონიმიკის ზრდა, როგორც წესი ხელს უწყობს ნაციონალური ვალუტის კურსის ზრდას, ხოლო ეკონომიკური ვარდნა – პირიქით იწვევს ვალუტის კურსის კლებას. ერთი რომელიმე ქვეყნის ეკონომიკა იმდენად მრავალი ფაქტორის მომცველია, რომ მისი ანალიზისათვის საჭიროა ყურადღება გამახვილდეს მრავალ ასპექტზე. ასეთ ასპექტებს მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს უწოდებენ და რიცხვებში გამოხატულ აბსოლუტურ, ან შეფარდებით მაჩვენებლებს წარმოადგენენ.
თითოეულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს გააჩნია, შუალედური და საბოლოო მაჩვენებლების გამოქვეყნების მკაცრად განსაზღვრული თარიღი და დრო.
გარდა ამისა, მაკროეკონომიკური პარამეტრების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე, წამყვანი ანალიტიკური სააგენტოები ცდილობენ იწინასწარმეტყველონ (პროგნოზი გააკეთონ) ინდიკატორის მაჩვენებელი. ვინაიდან ტრეიდერების დიდი რაოდენობა ენდობა ანალიტიკოსების პროგნოზებს, მაკროეკონომიკური პარამეტრის გამოქვეყნებამდე, ფორექსის ბაზარი პროგნოზირებულ/ნაწინასწარმეტყველებ მაჩვენებელთან მიმართებაში ადაბტირებას ახდენს. თუ ოფიციალური მაჩვენებელი დიდად არ განსხვავდება პროგნოზირებული მაჩვენებლისგან, მაშინ მაკროეკონომიკური მაჩვენებლის გამოქვეყნების მომენტში ბაზრის მკვეთრი რეაქცია არ ხდება.
ფორექსზე საინტერესო მოვლენები ხდება მაშინ, როდესაც რეალური მაჩვენებლები მკვეთრად განსხვავდება პროგნოზირებული მაჩვენებლისაგან. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ძლიერი კორექციული მოძრაობა მოხდეს, რომელთა პროგნოზირება შეუძლებელია ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტების მეშვეობით. ამიტომ დამწყები ტრეიდერებისათვის არ არის რეკომენდებული ორდერების გახსნა უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური ინდიკატორების გამოქვეყნებამდე, ხოლო გახსნილი პოზიციებისთვის Stop Loss და Take Profit პარამეტრების/დონეების დაყენება აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული მძლავრი რყევებისგან გამოწვეული შესაძლო ზარალი.
მაკროეკონომიკური ინდიკატორები ერთმანეთისგან განსხვავდება ფორექსის ბაზრის რეაქციის ხარისხის თვალსაზრისით.
ზოგიერთი მათგანის კორელაცია სავალუტო კურსთან ძალიან მაღალია, მაშინ როდესაც სხვა ინდიკატორები უმნიშვნელოდ აისახება სავალუტო კოტირებების გრაფიკზე. უფრო ხშირად ტრეიდერებს და ანალიტიკოსებს აინტერესებთ, არა იმდენად მაკროეკონომიკური ინდიკატორის მაჩვენებელი, რამდენადაც მისი შეფარდებითი მაჩვენებელი – მიმდინარე მაჩვენებლის მნიშვნელობა, განვლილი საანგარიშო პერიოდის მაჩვენებლის მნიშვნელობასთან შედარებით. ასეთი პროცენტული შეფარდება ასახავს ან ზრდის პროცენტს, ან კლების პროცენტს.
მაკროეკონომიკური ინდიკატორების გამოქვეყნების მომენტში მათი მნიშვნელობა ან აბსოლუტურია, ან შეფარდებითი. ასეთი ინდიკატორები ქვეყნდება ისეთი წამყვანი და ავტორიტეტული ფინანსური გამოცემების მიერ, როგორებიცაა: Wall Street Journal, Financial Times, New York Times და საინფორმაციო სააგენტოების მიერ, როგორებიცაა: Bloomberg, Dow Jones Telerate. ამიტომ ფორექსის ბაზრის რეაქცია პრაქტიკულად მომენტალურია. ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების შესახებ ვისაუბრებთ სხვა სტატიებში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით