მცოცავი საშუალოს კონვერტები Moving Average Envelopes

მცოცავი საშუალოს კონვერტები Moving Average Envelopes, MAE

მცოცავი საშუალოს კონვერტები Moving Average Envelopes, MAE – ინდიკატორის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მცოცავი საშუალოს მრუდი, მოძრაობს ზემოთ და ქვემოთ, ისე რომ ზოლების ერთმანეთთან გარკვეული მანძილის დაშორებით ქმნის არხს.

ზოლებს შორის მანძილი დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე, და როგორც წესი განისაზღვრება ემპირიული გზით. სურათზე გამოსახულია მცოცავი საშუალოების კონვერტები.

მცოცავი საშუალოს კონვერტები Moving Average Envelopes მუშაობის მაგალითი

მცოცავი საშუალოს კონვერტები Moving Average Envelopes

ზედა და ქვედა ზოლები არის მარტივი მცოცავი საშუალოების მრუდები პერიოდით – 10, რომლებიც ერთმანეთთან დაცილებულია თავისი მნიშვნელობის 1 %-ით. კონვერტების აგების მათემატიკური ფორმულა გამოიყურება შემდეგნაირად:

MAE = (1 ± k/100) * MA,

სადაც MA – მცოცავი საშუალოა, k – პროცენტებში გამოსახული დაცილების კოეფიცენტია. ზოგიერთ სავაჭრო პლატფორმაში ქვედა და ზედა დაცილებისათვის გამოიყენება სხვადასხვა კოეფიცენტები.

დაცილების კოეფიცენტი შეირჩევა ისეთნაირად, რომ ქვედა და ზედა ზოლებმა შექმნან ფასთა გრაფიკის წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის მრუდები. უნდა გვახსოვდეს, რომ მცოცავი საშუალოის კონვერტები არ ითვალისწინებენ ბაზრის ფასთა ცვლილებების სიჩქარეს (ვოლატილობას). ამიტომ კოეფიცენტის შერჩევა სწრაფად ცვალებად ბაზარზე საკმაოდ რთული ამოცანაა.

მცოცავი საშუალოის კონვერტების ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ფასი მოძრაობს თავისი საშუალო მნიშვნელობასთან მიმართებაში. მიჩნეულია, რომ ფასის საკუთარი საშუალო მნიშვნელობისგან ყველა მნიშვნელოვანი გადახრის შემდეგ, ადრე თუ გვიან ბრუნდება მასთან. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს აზრი სამართლიანია მკაფიოდ გამოხატული ტრენდის არ არსებობის დროს და მას გარკვეული სკეპტიციზმით უნდა მივუდგეთ. ფორექსის სავალუტო ბაზარზე, იმის 100% -იანი გარანტია არ არსებობს, რომ ესა თუ ის ინდიკატორი იმუშავებს უნაკლოდ და ცდომილების გარეშე. არსებობს მხოლოდ გარკვეული ვარაუდი იმისა, რომ ინდიკატორი იმუშავებს თუ იგი დადასტურებულია სტატისტიკური და რეტროსპექტიული მონაცემებით.
ფორექსზე ვაჭრობის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ამ ინდიკატორის არსი შესაძლებელია ავხსნათ შემდეგნაირად. თუ ბაზრის მოძრაობა არ არის პროვოცირებული გარე ფაქტორების მიერ, როგორებიცაა პოლიტიკური ან ეკონომიკური მოვლენები, მაშინ ნებისმიერი გადახრა საშუალო მნიშვნელობიდან არის სავალუტო სპეკულაციების შედეგი. სიტუაცია მიდის იმ დონემდე, რომ ბაზარი, მცოცავის საშუალოს კონვერტების საზღვრებში, ხდება გადახურებული. ბევრი ტრეიდერი ამას ხვდება და ცდილობს ამ მომენტში პოზიციების დახურვას. ამას მოსდევს ის, რომ ფასი უბრუნდება თავის საშუალო მნიშვნელობის დონეს.
ამრიგად, ყიდვის სიგნალად შესაძლებელია ჩავთვალოთ სიტუაცია, როდესაც ფასი გადაკვეთს მარტივი მცოცავი საშუალოს მრუდს ზემოდან ქვემოთ და მიუახლოვდება ქვედა კონვერტს ან გადაკვეთს მას. ამ შემთხვევაში დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ტრენდი შემობრუნდება და ფასი კვლავ დაიწყებს ზრდას. გაყიდვის სიგნალად შესაძლებელია ჩაითვალოს სიტუაცია, როდესაც ფასი გადაკვეთს მარტივი მცოცავი საშუალოს მრუდს ქვემოდან ზემოთ, შემდეგ კი მიუახლოვდება ზედა კონვერტს ან გადაკვეთს მას. ამ შემთხვევაში, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ტრენდი შემობრუნდება და ფასი კვლავ დაიწყებს კლებას. ასეთი მეთოდით ვაჭრობისას სასურველია, რომ სიგნალები (ფასის შესაძლო ზრდა ან კლება) დადასტურებული იქნას ტექნიკური ანალიზის სხვა ინდიკატორების მიერაც, ან შემობრუნების ფიგურებით.

მცოცავი საშუალოს კონვერტები შესაძლებელია ავაგოთ მცოცავი საშუალოს ნებისმიერი სახეობის საფუძველზე, როგორებიცაა: მარტივი მცოცავი საშუალო, შეწონილი მცოცავი საშუალო ან ექსპონენციალური მცოცავი საშუალო. მაგრამ ყველაზე მეტად გამოიყენება მარტივი მცოცავი საშუალო. უნდა გვახსოვდეს, რომ მცოცავი საშუალოს კონვერტები არ ითვალისწინებენ ბაზრის ვოლატილობას, ამიტომ შესაძლებელია ინდიკატორმა მოგვცეს ბევრი მცდარი სავაჭრო სიგნალი ან საკმაოდ დააგვიანოს სავაჭრო სიგნალის მოცემა.

მცოცავი საშუალოს კონვერტების იდეამ თავისი განვითარება ჰპოვა ბოლინჯერის ველების სახით – კიდევ ერთი ტექნიკური ინდიკატორი, რომელშიც გათვალისწინებულია ბაზარზე ფასთა ცვლილების სიჩქარე.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.